cannavaro1მეც მქონდა მაქვ ხოლმე ეგ მომენტები ზოგიერთ სფეროში მაგრამ რამოდენიმეგან უკვე გადავლახე.
არ არის ეგრე დოგმატურად საქმე არც ერთ სფეროში, რო ამას თუ არ უსმენ ის თუ არ მოგწონს ე.ი არ გესმის და ა.შ
იგივე ფეხბურთზე ხალხი ვიცი, რონალდო, რივალდო, ფიგუ, ზიდანის იქით არაფერი იცოდნენ მარა ჩემზე ნაკლებ არ ყვარებიათ ფეხბურთი და შეეძლოტ დღე დაღამე გადაბმულად ეთამაშათ.
შენ დღეს არ მოგწონს ხვალ მოგეწონება, ეგ არაა პრობლემა, ყველანი გზაში ვართ და ვვითარდებით ზოგი სწრაფად ზოგი ნელა. განვითარება უსასრულოდ შეიძლება და ამ უსასრულობაში ვინმე ვინმეზე 1 თუ გინდა 100 და თუ გინდა 1000 ნაბიჯით წინ როა ვაბშე არაფერს ნიშნავს. უსასრულობასთან შედარებით სამივე 0-ა და იმიტომ.
საქმისადმი დამოკიდებულებაა იმჰო მთავარი. ჩვენივე შექმნილი სტანდარტით და ჩარჩოებით, რაგინდ რეალობასთან მიახლოებული იყოს ის, არ უნდა შევიზღუდოთ თავები.
მეტი კი არაფერია ვეფხისტყაოსანი

ჯიგარი კაცი იყო როსტევანი, ეგეთი მმართველი მოგვცა ნეტა ქართველებს. მარა ნახე გამოჩნდა თუ არ აუცხო მოყმე, ანუ ის რაც მის სტანდარტებში(თან საკმაოდ კარგ და ლოგიკურად იდეალურთან ძაან ახლო მყოფ სტანდარტებში) არ ჯდებოდა ე მანდ დაენძრა. სბოლოოდ რო ვერაფერი მოიფიქრა ეშმაკისგან იყოო და ამით დაიმშვიდა თავი და რო არა თინათინი(რომლის სიტყვის ეტიმოლოგიაც სინათლეზე მიუთითებს) დარჩებოდა ასე სირაქლემას პოზაში მთელი ცხოვრება და ვერასდროს ეღირსებოდა იმ ბედნიერებას რაც ნაწარმოების ბოლოსაა აღწერილი

აუ ბიჭო თან ჩემ თავზე მეცინება "პროფესორა" ვიჩითები მარა ეგრე ვფიქრობ და რა ვქნა, დავწერ თუ არ დავწერ რა აზრი აქ

ვაბშე არ ვაპირებდი მაგაზე კიდე დაწერას მარა რადგან მომწერე ჩავთვალე დაგაინტერესებდა

ეხლა ამ ახლებს ჩავუჯდები.
ხარებას გილოცავთ, სუ გახარებულები ყოფილიყავით