მე საერთოდ ვერ ვხვდები რაზეა აქ საბაზრო. დაჟე ნიტოშტო ვერ ვხვდები, დარწმუნებული ვარ რო არაფერზე არაა საბაზრო.
ფორუმის არსი გავიაზროთ
კრიტიკის არსი გავიაზროთ
და მერე მარტივია ყველაფერი. ჯერ ერთი, აქ ვინც რაღაცას წერს ჩემით დაწყებული ყველა კრისტალს ხო არ ამბობს, უბრალოდ აზრია, რა. თან დავუმატოთ ამას, ყველა თავისებური ტიპია და თავისებური მიდგომა აქვს იგივე კრიტიკის დროსაც და თან ყველას ხო ერთნაირი ბაგაჟი არააქ რომ კვალიფიციურად გააკრიტიკოს? ზოგი დაწერს ჩაინიკი ვარო და მერე რაღაც ფილოსოფიურ აზრებს ამოაფრქვევს, ზოგი დაწერს ქართული რეპი არა ###ო, ზოგი ვიღაც 1-2-3 ტიპზე ჩაიციკლება და დანრჩენს ყველას დააჯვამს (ყველა ეს სტერეოტიპული მაგალითი კარგად გვახსოვს ამ თემაში), ზოგი კი უბრალოდ თავისი გემოვნებისა და ცოდნიდან გამომდინარე დაწერს ან კრიტიკას, ან პირიქით დადებითს.
ესაა მთელი ანბანი ამ ყველაფრის.
მოკლედ, ა) ვიღაცას 90-იანები არ მოსწონს, ვიღაცას - იეპ იეპ და ჭყიპინა ხმა - მისი კრიტიკა შესაბამისი იქნება მისი გემოვნების, ბ) ვიღაცა არაკვალიფიციურად გააკრიტიკებს - რეპში ძმაუ პანჩლაინები მე არა გამიგია ძმაუ (ეს მაგალითად) და თუ ასეა, მაგაზე უკვე შეგვიძლია ვუთხრათ რაშია არასწორი და რაშია სწორი, ოღონდ რაციონალური უნდა იყოს ეს ყველაფერი ჩემი აზრით და მაგალითად მე უნდა დავინახო აზრი რომ მივწერო რამე.
როგორც ბოლო პერიოდში გამოჩნდა და დაინახეთ, ყველას არ ვეხმიანები და მაგაზე დროს არ ვკარგავ.
თუნდაც იმავე მიზეზით, რატომაც სვითესრივანჯას აღარ ვპასუხობ თუ რაღაც ძაან სენტიმენტალურ არ მწერს ინბოქსში.
სკოლაში 2 თვე ვისწავლე იტალიური, მერე მოგვიხსნეს და კაროჩე აღარ გაგვიგრძელდა. ახლა მე ამ ჩემი 2 თვის იტალიურით პირობითად ფორუმზე იტალიურის თემაში რო შევიდე და ვიღაც ტიპებს გამოთქმები ვუსწორო და ინტონაციებზე მივუთითო და ვეკამათო - არა ეგრე არაა, ასეა თქო - ამას ჰგავს ბევრის პოსტი ამ თემაში. 
anyway, peace
Дым,веселящий душу . . .
-------------------------