ეს რა უქნია :დ
ბოდიშის მოხდა რო შეუძლია, თავისი შეცდომების დანახვა და ამ შეცდომებზე სწავლა მაგას ვიძახი მეტს კი არაფერს.
ეგ ეტყობა ჯერ-ჯერობით და მეტი არაფერი.
ფეხბურთის თემაშიც დავწერე და აქაც დავწერე, ერთ-ერთ ყველაზე მაგარი თვისებაა ეგ ადამიანის.
ნებისმიერ სფეროში რაც არ უნდა ნიჭიერი იყო ეს ნიჭი გაგყვება გარკვეულ ეტაპამდე, მერე განვითარებისთვის აუცილებელია შეგეძლოს საკუთარი შეცდომების აღიარება და ამ შეცდომებზე სწავლა.
არ აქვს მნიშვნელობა შენ მთვარის სონატა შექმენი თუ გონგოსავით ბაზრობ, მთავარია რამდენად აძლევ შენ თავს განვითარების საშუალებას.
მეცხრე სიმფონიის შემქმნელ, ზედმეტად ამპარტავან როჟას ( არ ვამბობ ბეთჰოვენზე, სულ არ ვიცი ამპარტავანი იყო თუ არა და რა დოზით) რომელიც თავისი მიღწეულით, ზედმეტად, არასწორად, კმაყოფილია და ამით განვითარების საშუალებას ისპობს მირჩევნია ნებისმიერი დონის რეპერი (და არა მარტო) ვინც თავის შეცდომებს აღიარებს და შესაბამისად განვითარებას ცდილობს და რაც მთავარია შეუძლია (ეს უკანასკნელი განსაზღვრავს სწორედ რნდომის ხარისხს იმიტომ, რომ თუ გინდა ე.ი შეძლებ

)
იდეაში ყველა ადამიანს შეუძლია განვითარება მაგრამ ზოგი ამას ისპობს საკუთარი სურვილით და არჩევანით ზოგი არა. ჰოდა აი ეს არჩევანია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა იქამდე რას მიაღწიე და რა შეგიქმნია, ჩვენ ყველანი პროცესში ვართ და ან ვდეგრადირდებით ან ვვითარდებით, მუდმივად. ჰოდა რამდენადაც შეცდომების აღიარების და განვითარების უნარი გაქვს იმჰო იმდენად კაი ტიპი ხარ :დ
ამ თემასთან რამდენად შუაშია არ ვიცი მაგრამ ქრისტიანობაშიც(და ზოგადად ნებისმიერ სფეროში) ეგ არის ამოსავალი წერტილი:
და ესმა ესე იესუს და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად.
ყოველი კაცი ცრუ არს
არა არს კაცი რომელი ცხონდა და არა სცოდაეგრე ძმაო, ქრისტიანობაში ჰო ეგრეა და შეცდომეის გარეშე ცხონება შეუძლეელია და ნებისმიერ სფეროშიც ეგრეა, შეცდომის გარეშე იმ კონკრეტულ საქმეში ჯეროვანი წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
ამიტომ ადამიანის ერთადერთი თუ არა ერთერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია მისი დამოკიდებულება შეცდომებთან, მიუხედავად იმისა რას მიუღწევია აქამდე.
აუ რაები ვიბაზრე, ვინმემ გარეპეთ
This post has been edited by gaucho on 18 Feb 2016, 04:00