ისევ იმ თემას უნდა დავუბრუნდე, ეხლა გადავხედე რაღაცეებს და ტეხავს ასე.
მართლა ელემენტალური კითხვაა, სად იყო ის ორი ივნისის მოძრაობა მანამდე? ჯერ ვაბშე იმაზე ხმა არავის ამოგიღიათ ტიპმა კაზის პირადი საუბრიდან მოწერილი დააკოპირა და ან რატო დააკოპირა ან ვაბშე ნაღდად კაზისია თუ არა გარკვევა ჰო უნდა? მერე მეორე ჩემ ბავშვობაში, უბანში ტიპები დაბრმავებულები და ღვიძლდაშლილები რო მოძრაობდნენ იმათგან ვისწავლე და იმათმაც კი იცოდნენ, რომ სამართლიანობისთვის მინიმუმ ორივე მხარეს უნდა მოუსმინო და ისე გამოიტანო დასკვნები.
ელემენტალურზე ელემენტალურია, რაღაცას თუ არ ეთანხმები მაგრამ ფულის გამო გააკეთებ ეგ არ არის კარგი საქციელი, მარა ჯერ-ერთი აქაც ბევრ რამეს გააჩნია და ვერდიქტის გამოტანამდე მინიმუმ კაზის მხრიდანაც უნდა მოვისმინოთ "ახსნა".
ირაკლა თუ არ გეზარება ერთი-ორი სიტყვა გვითხარი როდის და სად დააფუძნეთ ეგ მოძრაობა და იგივე ლელქსო მაჭავარნი ან თუნდაც შენ რას აკეთებდით მაგ მხრივ 5-6 წლის წინ?
კაი საქმე კაი საქმეა, ვინ იტყვის არ აქვს მნიშვნელობა, სულ რო პუტინი ჩამოვიდეს და მაგან გამართოს აქციები პლანზე ნუ იჭერთო მაგასაც დავეთანხმები მაგ ამბავში... მაგრამ ამ თემაში არტისტების შემოქმედების ნამდვილობაზე როცა კეთდება ხოლმე ამხელა აქცენტი ამ საკითხე არ გვინდა ეგ ნამდვილობა?
აი მე, რომელსაც ამ შემთხვევაში რამე განსაკუტრებული სიმპატია ან ანტიპატია არც ერთი მხარის მიმართ მაქვს, რანაირად დავიჯერო რომ ამ აქციას პოლიტიკური ელფერი არ დაკრავდა? რატომ უნდა დავიჯერო რო ეს ყველაფერი ნამდვილია?
ეს ის ელემენტალური კითხვები რაც ზედაპირზეა და კიდე რამდენი დეტალია.
ლექსოც კარგად იყოს, კაზიც და ვაბშე ყველაც. რაც მეტი ადამიანი მიხვდება რო ნარკოპოლიტიკა გადასახედია ეგეც კარგია მაგრამ მაგის გარდა ბლომად კითხვებია.
ნუ მხარეს რო არ უჩნდება ეგ კითხვები გასაგებია, მაგიტომაც არის მხარე მაგრამ აი დანარჩენები ესე ადვიალდ როგორ ეთანხმებით ან ერთს ან მეორეს