კაროჩე არ შეიძლება ასე, როცა ერთი მხარე რასაც უნდა იმას წერს და კიტხვებსც კი არ პასუხებს(მეტიც, ამბობს ვუპასუხეო) და მეორე მხარიდან ერთი კაციც არაა რამის დამწერი.
ჰოდა რაც შეიძლება მოკლედ პატარა მიმოხილვას გავაკეთებ, მაინც სოციალური ქსელია, იქნებ ვინმეს დააინტერესოს.
პირველი და ყველაზე ცუდი ჩემი აზრით არის ის, რომ ვინმე გაუურკვეველი, 13-პოსტიანი იუზერი, რომელიც პირველ პოსტში აღიარებს რო საერთოდ არ იცნობს ქართულ რეპს და არტისტების შემოქმედებას და გვარებს ითხოვს, რამოდენიმე დღის მერე, აკოპირებს კაზისთან პირადი მიმოწერის ნაწყვეტს და ამაზე ხმას არავინ იღებს და არავინ იტნერესდება. მეტიც ამ დაკოპირებულ ტექსტზე ეწყობა მსჯელობა

აქედანვე უკვე ცხადია რომ მსჯელობა სუბიექტურია, თუ ვერ ხვდებით ან ტქვენი აიქიუ 70-ზე ნაკლებია

ან უბრალოდ არ გინდათ მიხვდეთ
samu-rayaშენ კარგად იყავი კაცო, არაფერს გერჩი

მეორე ის, რომ თვითონ ორი ვინისის მოძრაობის ფეისბუქ გვერდზე საწყის დღედ მითითებულია 2013 წლის 2 ივნისი. სწორედ ამ დღეს გიმართა ამ მოძრაობის პირველი აქცია. ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი გახალვათ,
ტაბულას პროდიუსერი, როგორც იმ დაკოპირებულ ტექსტში წერია ნაციონალების მხარდამჭერი და ეს არავის უარყვია(თუმცა თავს ვერ დავდებ, როგორც მინიმუმ ოცნების ოპოზიცია რომ არის ეგ 100%) ლექსო მაჭავარიანი.
შეიძლება ეს უბრალოდ დამთხვევაა, რომ პირველი აქცია 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩატარდა, მაგრამ როცა ამ აქციას სავარაუდოდ დამარცხებული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი აწყობს, მინიმუმ კითხვები ჩნდება.
ახლა დავდებ ვიდეოს, რომელიც ამ მოძრაობის მიერვეა დამზადებული, 20:30-იან ვიდეოში წუთნახევარზე ცოტაა მიძღვნილი 2013 წლამდე აქტივობებზე და დანარჩენი 19 წუთზე მეტი არის 2013 წლიდან მოყოლებული აქტივობები, შეიძლება ესეც დამთხვევაა განა არა...
თან საინტერესოა, რომ ამ ვიდეოში ნანხსენებია ახლა უკვე ამ მოძრაობის ერთ-ერთი წევრის მიერ, 2007 წელს დამოიკიდებლად ჩატარებული აქცია. არ გაგიკვირდებაღ და ზუსტად 2007 წელს იქნა მაშინდელი მართველი პარტიის მიერ გამკაცრებული კანონები ნარკოტიკებთან მიმართებაში. გამოდის ლექსოს მიერ ამ თემაზე 2007-2012 წლებში(ნაციონალების დროს) 0 აქცია, 2013-2016 წლებში(არაჩევნების შემდეგ) 4, არ გამოვრიცხავ შეიძლება ესეც დამთხვევა ან უბრალოდ თავისებური ახსნა აქ. იქამდე პრემიერმინისტრების გილაურის და მერაბიშვილის სახელზე პეტიციებს ადგენდნენ
იმას რო ვწერ შეიძლება ახსნა ქონდეს ამ ყველაფერსთქო განა ვხუმრობ, მართლა ეგრე ვფიქრობ მაგრამ აბა ვინ მპასუხობს კითხვებზე

მე იმის თქმა მინდა, რომ ანალოგიურად შეიძლება იმ დაკოპირბულ ტექსტსაც ქონდეს ახნა და ესე პასუხგაუცემლად რაღაცეებზე ხაზის გადასმა და დასკვნების გამოტანა არაობიექტურობის (ან უმეცრების, ან ორივესი ერთად) სანიმუშო მაგალითია

თუარადა თქვენ შეაფასეთ რაც დავწერე, ამ
ფაქტებიდან გამომდიანრე იმაზე ნაკლები კითხვა ჩნდება ვიდრე იმ დაკოპირებულ ტექსტში, რომლის წარმომავლობა რეალურად არავინ იცის
samu-raya-ს გარდა?
უბრალოდ ერთ მხარეს აქ პასუხის გაცემის საშუალება და მეორეს არა

მესამე კიდე ის, რომ დარწმუნებულები იყავით აქ რო კაზი პოსტავდეს და არაობიექტურად ხსნიდეს თავის პოზიციას + მეორე მხარიდან პასუხის გამცემი არავინ იყოს აუცილებლად ჩემ თავზე ავიღებდი. სამართლიაონაბ არ უნდა დაირღვეს

წარმოიდგინეთ ესაა ის მინიმუმი, რაც მე უბრალო ტიპმა 15 წუთში ვნახე და რაზეც უამრავი კითხვებია, ამის იქით კიდე რამდენია ღმერთმა იცის.
This post has been edited by gaucho on 14 Jun 2016, 12:17