მოკლედ წელს იყო sf-x-ის აღმავლობის წელი რა.
ძალიან მაგრად დაიწყო და დააგვირგვინა ეს წელი. მოკლედ ზაზამ რაც გააკეთა არ ვიცი რა აი იმენა ერთადერთი რეპერია რომელიც მაგრძნობინებს რო ეს ჟანრი საქართველოში არსებობს.
4 ტრეკი დარჩა ალბომიდან დასადები აქედან 3 ტრეკი იმენა 10/10ია.
როგორც ბოლო დღე 04:11
მიტოვებული სახლი 02:47
საქართველოდან 06:04
შემდეგ მოდის FULA
ძალიან ბევრი იაქტიურა წინა წლებთან შედარებით ფულამაც. უმეტესობა ტრეკებისა ჩემთვის გაუგებარი იყო რაც ცინა გვერდებზეც დავწერე და ერთადერთი ახსნა ის მაქვს რომ თვით განვითარებაზე მუშაობს და არა მსმენელზე. ზოგადად კი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია.
KayaKata
ჩემი აღმოჩენა წელს ეს იყო.
წარმოუდგენელია ესეთი ###ობა ლირიკა ესეთი მიმზიდველი იყოს
აი ბავშვობაში ზეიკიძეს რო ვჭამდით მთელი თბილისი რო ვიცოდით რო ###ობა იყო მარა მაინც რო ვჭამდით იმენა ეგაა.
https://www.youtube.com/watch?v=TgZcW48UdFU ამაზობაში ft დაუდიათ ჯეროსთან.
chester
ჩესო გააქტიურდა და ყველაზე მეტად მაგან გამახარა წელს უნიჭიერესი კაცია.
B2B cypher -ში უძლიერესი ვერსი დადო.
მომავალში უფრო მეტ აქტივობას ველოდები.
ველი 2019ში ასევე ქსელის გააქტიურებასაც. ზაზას ალბომის შემდეგ იმედია ქსელი იქნება.
მაგრად გამიტყდა ქსელიდან ფულას წასვლა.
masteri
იმდენს შრომობს ეს კაცი რომ არ ვახსენო არასწორი ვიქნები

28 ტრეკი აქვს წელს დადებული. აქდან 3 ან 4 სიმღერა თუ გამისწორდება ხანდახან.
Kay G
ძაან პერსპექტიული ბიჭი.
ალბომი არ გამისწორდა ჩემი აზრით იჩქარა ალბომის გაკეთება.
რაც ყველაზე მთავარია პროგრესი აქვს და ვნახოთ მომავალში რას შემოგვთავაზებს.
რაც შეეხება ზოგადად ჟანრს პროგრესი არის. რატომღაც პატარა ასაკის მსმენელი ჭარბობს, კომენტარებშიც თუ დააკვირდებით მარტივად მიხვდებით.
პლიუს ძალიან აშკარად ჩანს რომ შიგნით არტისტებს ერთმანეთი არ ევასებათ. ზოგს ტრაკი არ ყოფნის ამ ყველაფრის პირდაპირ სათქმელად და ათასი ხერხით ცდილობს რო უკბინოს კოლეგას და ძალიან არასწორია.
კონკრეტულად ზაზა იტისკება მაგ მხრივ ყველაზე მეტად. ნებისმიერი არტისტის ტრეკზე შეგხვდებათ კომენტარი: ზაზა გაიდისა, sf-x დისია ბშყო და ეგეთები

ნუ სხვა არტისტებთანაც იგივე სიტუაციაა.
მოკლედ ეგეთი ამბები იყო წელს რა თუ ვინმე გამომრჩა თქვენც დაამატეთ და განვიხილოთ კიდევ.
სისტემა თითებს მოიჭრის რომ ხელი გადაარჩინოს.
სისტემა რეორგანიზაციას მოახდენს,
ახალ ინტერესს გამოთვლის,
ახალ ლიდერებს შექმნის.
სადამდეც სისტემისთვის საარსებო საჭირო გარემოებები იარსებებს სისტემაც გაძლებს.
სისტემა დედა#####ულია!!!