Sf-xმა ძაან ცუდ მდინარეში ჩაყვინთა და საეჭვოა ამოყვინთვა შეძლოს. ჩემი აზრით ეს არის ლოგიკური შედეგი. შედეგი ნიჭიერების და ინსპირაციის ამოწურვისა. ჩემი აზრით, ხელოვნების არსი სწორედ გულიდან სათქმელის გამოტანაა, ინდივიდუალურობაა. Sf-xმა კარგად დაიწყო, მაგრამ რეგრესი განიცადა და გაპაპსავდა. ზემოთ დაიწერა, რომ ფული ყველას სჭირდებაო. მართალია და ვერაფერს ვხედავ ცუდს იმაში, რომ პერიოდულად ხელოვანმა კომერციული და მასაზე გათვლილი პროექტები გააკეთოს. მაგრამ Sf-xის შემთხვევაში ეს უკვე პერიოდიკა აღარ არის, მეინსტრიმად იქცა მის შემოქმედებაში პაპსა.
მის საშემსრულებლო მანერას რაც ეხება, მომწონს ორი რამ: ტექსტების ტონალური მრავალფეროვნება. დინამიური ტექსტები აქვს და კარგად შეუძლია რეჩიტატივში სხარტი მანევრების კეთება. მომწონს საშემსრულებლო მანერაც. მკაცრი, ცოტა ფეხებზემკიდია იმიჯი აქვს და უხდება. თუმცა ბოლო ტრეკებში ეს მანერაც რაღაც მოიკოჭლებს. ფლოუც დაეცა და ცოტა მაზალო მანევრებს ჩითავს. თითქოს წვალობს და აწვალებს რითმებს. "თავიდან" არის ჩემთვის ამის ნათელი მაგალითი. "სუ ქალი"ზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ქრონოლოგიით რომ ავიღოთ, ასე მეჩვენება, რომ "თუ დასანგრევია" იყო პიკი და მერე ქვემოთ წამოვიდა ხარისხის ტრენდი.
ფულას ადარებდნენ კიდევ ზემოთ და ფულას მსგავსი პრობლემები არ აქვს ჯერჯერობით და როგორც ახლა ჩანს, თუ რაღაც რადიკალურად არ შეიცვალა მის პიროვნებაში, მსგავსი პრობლემები არც ემუქრება. ფულა ბევრად უფრო თავისთავადია, ინდივიდუალურია და შესაბამისად ორიგინალურიც. ეტყობა რომ უფრო მეტადაა მისთვის ბუნებრივი რასაც აკეთებს, ვიდრე Sf-xისთვის. ამიტომაც არ ახდენს გავლენას მასზე გარე ზეწოლები, ტრენდები და პაპსავშიკობები.
ჩემი აზრით ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია ხელოვანის სათქმელი და არა სათქმელის გამოხატვის ფორმა. იმას ვგულისხმობ, რომ ფორმამ არ უნდა სძლიოს შინაარსს. ასე თუ იქნება, ჰიპჰოპის რაღაც მიმართულებები გატრენდდება, მერე ყველა ამ ფორმით დაიწყებს რეპვას და ბოლოს მივიღებთ ინკუბატორიდან გამოჩეკილივით ერთმანეთის მსგავს შემსრულებლებს.
მე ვერ დავაყენებდი ფულას და Sf-xს გვერდიგვერდ. ჩემთვის, როგორც ჩვენი დედა გორჯესტანი იტყოდა, ფულა ხალხთანაა და თან უფრო ზემოთ