მაგ ანგარიშის დაწერაც სირცხვილია, ნაკრები მსოფლიოზე უნდა გამოვიდეს და.......
* * *
კავშირის საიტზე დადეს ახალგაზრდულ აჟენთან თამაშის ოქმი(ანგარიში მაინც არ დაწერეს :-)
http://www.rugby.ge/Downloads/GRU%20Press-...August%2011.pdf____________________________________________________________________
საქართველოს ნაკრებმა მორიგი საკონტროლო–საწვრთნელი მატჩი გამართა „აჟენის“ ესპუარების (ახალგაზრდულ) გუნდთან. თამაში გაიმართა აჟენის
გარეუბან პონ დუ კასში. თამაშის წინა ვარჯიშზე ქართველ მწვრთნელთა შემადგენლობასთან ერთად გუნდს ავარჯიშებდა ანრი ბრონკანი, ნაკრების მწვრთნელთა კონსულტანტი, „აჟენის“ ამჟამინდელი მწვრთნელი. გვინდა მოგახსენოთ, რომ ფრანგულ არაოფიციალურ სარაგბო საიტზე გავრცელებული ინფორმაცია ფრანგ კონსულტანტსა და ქართველ მწვრთნელებს შორის უთანხმოების შესახებ უცნაური გაუგებრობაა, რაც დაგვიდასტურა სრკ–ს
სანაკრებო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ჭუმბურიძემ. მომავალ კვირას ანრი ბრონკანის ხელმძღვანელობით ჩატარდება სამი ვარჯიში.
გარდა ამისა, ნაკრები ორი დღის განმავლობაში ავარჯიშა IRB-დან სპეციალურად მოვლინებულმა ფეხით დარტყმის მწვრთნელმა ჯონ ბარნსმა. ჯონ ბარნსის
პროფესიონალიზმით ანრი ბრონკანსაც უსარგებლია – საქართველოს ნაკრებთან ვარჯიშების დასრულების შემდეგ ბარნსმა რამოდენიმე ვარჯიში „აჟენის“ გუნდსაც ჩაუტარა.
_____________________________________________________________________
მატჩის მსვლელობა: აჟენი – საქართველო 17:6 (5:0; 5:3; 10:3; 10:6; 17:6)
მიუხედავად ანგარიშისა, მატჩის შეფასება წინა თამაშზე უკეთესია – ბურთი ძირითადად ქართველ მორაგბეებს ჰქონდათ, იყო მრავალფაზიანი შეტევები და ის სამი ლელო, რომელიც მეტოქეებმა გაგვიტანეს, თერნოვერიდან იქნა შესრულებული. მწვრთნელებმა დაასვენეს წამყვანი მოთამაშეები – ილო ზედგინიძე, გია ლაბაძე და მახო ურჯუკაშვილი და მათ ადგილზე სხვა მოთამაშეები გამოსცადეს. მატჩში მონაწილეობა მიიღო 22–მა კაცმა, რაც გამოწვეული იყო საფრანგეთის
პროფესიული ლიგის (Ligue Nationale de Rugby) მოთხოვნით – თამაში ჩატარდეს წესების სრული დაცვით. იყო შეცდომები შეტევის დასკვნით ფაზებში – მაგალითად, მეტოქის ლელოს ხაზამდე კარგად მიტანილი და აუტში გადატანილი ბურთი დერეფანში კარგად ვერ ავაგდეთ; ასევე მეტოქის 22–ში გასათამაშებელი ბურთი ფეხით გადავკიდეთ, რასაც ფრანგების კონტრშეტევა და ლელო მოყვა; მივიღეთ ასევე ფეხით შეცურებული ბურთის შემდეგ
ლელო, რომელსაც კარგად შეჰყვა ფრანგების გარემარბი, რომელიც ფრანგებისვე ინფორმაციით ერთ–ერთი უსწრაფესია (10,5 წთ. – 100 მ).
ჩვენებმა ლელოს გატანაც მოახერხეს, თუმცა არბიტრმა ლელო არ ჩათვალა, რადგანაც დააფიქსირა ბურთის ლელოს ხაზამდე დამიწება და შემდეგ ლელოში შეტანა.
შემადგენლობა:
1. დავით ხინჩაგიშვილი
2. გოდერძი შველიძე
3. დავით ზირაქაშვილი
4. ვიქტორ დიდებულიძე ©
5. მამუკა გორგოძე
6. ილო მაისურაძე
7. რატი ურუშაძე
8. ზვიად მაისურაძე
9. ბიძინა სამხარაძე
10. მერაბ კვირიკაშვილი
11. გიორგი ელიზბარაშვილი
12. ირაკლი გიორგაძე
13. რეზო გიგაური
14. ირაკლი მაჩხანელი
15. პავლე ჯიმშელაძე
შეცვლაზე ითამაშეს:
მამუკა მაგრაქველიძემ
აქვსენტი გიორგაძემ
ლევან დათუნაშვილმა
ბესო უდესიანმა
ირაკლი აბუსერიძემ
ბესიკი ხამაშურიძემ
დავით კაჭარავამ
_____________________________________________________
კომენტარი არ ჭირდება მგონი აქ მოყვანილ არგუმენტებს, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.... ნამიბიასთან რა უნდა ვქნათ ეგეთი თააშით, რა დაეტაკათ???
"І прийде час, коли один скаже: "Слава Україні! ", а мільйони відповідатимуть "Героям слава!"