nukribestმოგკლავ მე შენ

მადლობის მაგიერია? ნახევარი საბარათე ანგარიში "დავწვი" მატჩის გულისათვის

მარტო უკრაინული რაგბის საიტი კი არა, ტაბლოც არ მუშაობდა ნორმალურად

ყოველ შემთხვევაში, ქართველების მიერ მოპოვებულ ქულებზე ასე იყო, უკრაინელებისას კი ხელად შეცვლიდნენ ხოლმე

ოდესაში არაა რაგბი დიდად პოპულარული, თბილისში რომ ყოფილიყო თამაში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე პლაკატები იქნებოდა გამოკრული, აქ კი 2-ს ძლივს მოვკარი თვალი.."სპარტაკის" სტადიონს სახელი ჰქვია ომახიანი, თორემ დიდი არაფერია, საკმაოდ პატარა და მინგრეულ-მონგრეულია. არც ხალხი იყო მაინცდამაინც. ოდესელებიც თამაშობდნენ და უფრო მათ საგულშემატკივროდ იყვნენ მოსულები, თორემ ჩემი არ იყოს, მათაც ბევრი არაფერი გაეგებოდათ.
სხვათა შორის, ქართველები ბლომად იყვნენ. პირველი სიტყვები, რომელიც გავიგეთ სტადიონზე შესულებმა, იყო "ბესო, გადმომირეკე"-აშკარად მეგრულად უქცევდა ვიღაც. ბავშვებიც ჰყავდათ მოყვანილი. საქართველოს გენერალური კონსული და ვიცე კონსულიც კი ესწრებოდნენ (ოჯახებით). ვიცესი არ ვიცი, მაგრამ გენერალური კონსული ისე ნერვიულობდა ჩვენების ყოველ შეცდომაზე, რომ აქეთ ვაწყნარებდით. ტრიბუნაზე (სულ ზემოთ) ქართული დროშა ფრიალებდა და სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ მისი ერთი კიდე მე მეჭირა ხელში. მეორე ვიღაც ბიჭი იყო, რომელსაც მანამდე ვუთხარით-რამე მაინც დაიძახე გასამხნევებლადო და ისიც ისე შეიჭრა როლში, რომ მთელ სტადიონს აზანზარებდა "ე ბიჭო მიდი არ გაუშვათი"

უკრაინელი ოპერატორის ყურადღებაც კი მივიქციეთ

ჰო, ჩემს შთაბეჭდილებებს არ დავწერ ახლა, რომ ჩემი უცოდინრობა არ გამოვავლინო, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ არ დავრჩი დიდად კმაყოფილი ჩვენებით. განსაკუთრებით დასაწყისში-ძალიან გაუჭირდათ. ასეთი თამაშით შეიძლება უკრაინას მოუგო, მაგრამ სხვებს..რა ვიცი

. ბედად მზიანი დღე იყო და ქარიც მაინცდამაინც არ უბერავდა.
ჰო, ჩვენს ექიმს დიდი დატვირთვა არ ჰქონია, უკრაინელების ექიმი-ხანშიშესული ქალი-ყოველ წუთს მოედანზე გარბოდა. მატჩის მიწურულს კომენტატორმა თავი დაიმშვიდა-30 ქულაზე ნაკლები მონაგარი მაინცდამაინც დიდ მოგებად არ ითვლებაო.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!