ქვემოთმოყვანილი ტექსტი დავპოსტე Hurricanes-ის "გამოსამშვიდობებელ თემაში", ვიფიქრე ცოტას ვანუგეშებ ნამეტან გულგატეხილ ზოგიერთ ქომაგს მეთქი, მაგრამ თემის ავტორმა ცლოზედო და გოუშვა თემა მოუსავლეთში...
ბოდიშით საკუთარი პოსტის გამეორებისათვის, მაგრამ მართლა ასე ვფიქრობ, როგორც დავწერე და მაინტერესებს, რავა, ჩემს გარდა ვერავინ ხედავთ ამ დადებეთ ტენდენციებს თუ ამ კანადამ მოგვითავა ასე ერთიანად ხელი სუყველას???
კარგი იქნება თუ ამ თემებზე მსჯელობა გამოგვივა და არ დაყვინთავს ეს საკითხი...
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
რა გჭირთ, ხალხო, დადებითსაც შევხედოთ, მე მგონი არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც ზოგსა გონია (გუშინდელი წაგების მერე ცხელ გულზე განსაკუთრებით), ეხლავე დაგიმტკიცებთ, აბა, წავიდა:
1. რაგბი დღეს გაცილებით პოპულარულია ჩვენში - ვიდრე ოდესმე, მახსოვს 80-იანების შუა ხანებში რაგბზე რომ დავდიოდი, ყველგან მიწევდა ახსნა, რომ არსებობს ასეთი სპორტი და თანაც ძან მაგარი, მაგრამ ვინ გიჯერებდა, მოიცა ერთი მოგცლია შენო, მეუბნებოდნენ და უკვირდათ, მე ცნობილი საფეხბურთო მწვრთნელის შვილს რა ჯანდაბა მინდოდა ამ "უპერსპექტივო" სახეობაში, რომლიდანაც ე.წ. "სპორტულ სიასაც" კი ვერ გამოვკრავდი ხელს (ამ "სპორტული სიებით" მაშინ ნებისმიერ უმაღლესში ჩაბარება უპრობლემოდ ხდებოდა, ძველებს კარგად გეხსომებათ)...ეხლა კი უამრავი მშობელია მონდომებული თავის შვილი რაგბს აზიაროს და პირიქით სავარჯიშო ჯგუფების დეფიციტიცაა ...
2. 90-იანებში პირველი თამაშებს რომ მართავდა ჩვენი ნაკრები, "დინამოზე" შეკრებილი ხალხის 95%-მა ელემენტარული წესებიც არ იცოდა ამ თამაშისა და თუ ვინმე "საქმის" მცოდნე გამოჩნდებოდა, მის გარშემო ბევრი ადამიანი იკრიბებოდა - ერთი თუ ძმა ხარ, გაგვაგებინე, რა ხდება და როგორაა წესებიო, დღეს კი სტადიონებზე იმდენი "ექსპერტი" იკრიბება, რომ ბარეორ ზელანდიელსაც ასწავლიან თამაშის წესებსაც და ჭკუასაც...
3. აგერ ჩემი ძმაკაცი, comus-74 - ის ფსევდონიმით რომ ჯღაბნის აქ რაღაც-რუღაცეებს (

), დამემოწმება: ხომ გახსოვს, ბიჭო, რა გახარებულები ვიყავით 96-ში გერმანიას რომ მოვუგეთ რამოდენიმე ქულით, დღეს კი ცუდი განწყობა გვაქვს ფრიცებს და მისნაირებს მინიმუმ 50-60 ქულით თუ არ ამოვდეთ....ანუ იმის თქმა მინდა, რომ საქართველო ევროპული რაგბის თითქმის უპირობო ლიდერად იქცა რამოდენიმე წელიწადში ( ექვს ერს, რა თქმა უნადა, არ ვგულისხმობ ჯერჯერობით) ....
4. ორჯერ მსოფლიოზე რომ გავედით და მესამე გასვლა რომ ფაქტიურად ჯიბეში გვაქვს, მაგაზე დიდი ხნით არ შევჩერდები, ისედაც ყველასათვის ცხადია, თუ რასაც ნიშნავს ეს ჩვენნაირი დუხჭირი ქვეყნისათვის....
5. მიუხედავად ინფრასტრუქტურის ფაქტიურად არარსებობისა, ჩვენი ჩემპიონატის გეოგრაფია აქამდე არნახულად გაფართოვდა, გუნდების რიცხვიც მოშნად გაიზრდა, თვითონ ჩემპიონატი კი წლითწლობით სულ უფრო დაძაბული და საინტერესო ხდება...
6. თუ არა რაგბი, რომელ სათამაშო სახეობებში აქვთ კიდევ საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შანსი უახლოესი 50-100 წლის მანძილზე მე-13 ადგილი დაიკავონ მსოფლიო რეიტინგში (სამწუხაროა სხვა სახეობებისათვის, მაგრამ-ფაქტია)?!....
7. რაგბისტებმა კარგა ხანია გაჭრეს "ფანჯარა ევროპაში", სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ნიჭიერი ბიჭების სიმრავლე კი იმის საწინდარია, რომ მალე ჯერჯერობით ჩვენთვის დახურული ბრიტულ-კელტური ფანჯრებიც გაიღებიან ფართოდ.....
8.ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ყოველწლიურად ღრუსების დედებსა ვხნავთ და მაგათ ხვნა და შიმშილს იქამდე გავუგრძელებთ, სანამ რაგბის მუღამს საბოლოოდ არ დავაკარგვინებთ....
აბა, გაიხსენეთ, მარტში რა ბედნიერები ვიყავით ყველანი, ღრუსები რომ შევაძვრინეთ დედიმაგათისაში....
9. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენთაგანისთვის რაგბი უბრალოდ სპორტზე გაცილებით
მეტია (კოჭებში გვეტყობა

), ერთ რამეს ნაღდად უნდა შევეგუოთ, რომ წაგება, და ზოგჯერ საკმაოდ მწარეც, სპორტში ჩვეულებრივი რამაა და ამან მხოლოდ უნდა გამოგაფხიზლოს და მომავალისთვის მობილიზაციის უნარი გაგიუმჯობესოს და არა ის რომ გულგატეხილობასა და სასოწარკვეთილობაში გადაგაგდოს....
10. "ფუტბოლიზაციის" საფრთხეს რაც შეეხება - ფუი, ეშმაკს, შორს ჩვენგან - ამ ეტაპზე ამის დიდ საშიშროებას ვერა ვხედავ და მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნება, იმაზე გვეფიქრა თუ როგორ დავეხმაროთ მაგ გაჭირვებულებს (ფუტბალერინებს), რომ რამენაირად "რაგბიზაცია" განიცადონ
Hurricanes და კიდო სხვა გულგატეხილებო, ხომ ხედავთ რამხელა ეპისტოლე გამოვაცხვე თქვენს სანუგეშებლად, გული გაიმაგრეთ და უკეთესზე იფიქრეთ...
მართალია, გასაკეთებელი კიდევ უამრავია, მაგრამ ნახეთ, რამდენს მივაღწიეთ ფაქტიურად უფულოდ და შიშველ ენთუზიაზმზე და თუ ღმერთიც გადმოგვხედავს და პაწა დაფინანსებაც გაჩნება ზელანდიასაც განახებთ დუშაშივით გაგორებულს... აგერ 15 წლიანმა ბორჯღალოსნებმა ხომ გააგორეს პატარა "კამატე, კამატეები" ამას წინეებზე.....
This post has been edited by chombe on 8 Jun 2009, 17:31