comus-74
Tyis zonderi

      
ჯგუფი: Members
წერილები: 18907
წევრი No.: 66026
რეგისტრ.: 29-June 08
|
#26871177 · 12 Aug 2011, 01:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რობინსონის დრო იწურება 11:36 11-08-2011 მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. მწვრთნელების აბსოლუტური უმრავლესობა რთული არჩევანის წინაშე დგანან. ზოგან დიდი კონკურენციაა და ვერ გაუგიათ ვინ დატოვონ და ვინ წაიყვანონ. ზოგან კი, სერიოზული პრობლემები აქვთ და არ იციან, როგორ მოაგვარონ.
ასეთთა რიცხვს, რაგბის შოტლანდიელი ექსპერტის იან მორისონის აზრით, განეკუთვნება "სკოტების" ნაკრები და მისი ინგლისელი თავკაცი, ენდი რობინსონი.
ახლახან, ერთ-ერთ სარაგბო გამოცემაში, მორისონმა "ნარშავების" რიგებში არსებულ ზოგიერთ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
ბევრი ბამბა პირველი ხაზისთვის ენდი რობინსონმა, რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ბამბა უნდა მოიმარაგოს, რათა შერკინების პირველხაზელ ალან იაკობსენს ნაიარაევები დაუფაროს - ფიქრობს მორისონი. საქმე იმაშია, რომ შოტლანდიის ნაკრები ჯგუფში, მსოფლიოში საუკეთესო პირველი ხაზით გამორჩეულ გუნდებთან, ინგლისთან, არგენტინასთან და საქართველოსთან მოხვდა.
ეს პოზიცია, იმდენად პრობლემატურია, რომ მარჯვენა ბურჯებს მარცხნივ დგომსაც ავარჯიშებენ და პრიქით. ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ შოტლანდილებს მსოფლიოზე დიდი ჯაფა დაადგებათ.
დათრგუნული ჯექსონი შოტლანიის ნაკრების ქომაგებმა უნდა ილოცონ, რომ რუარიდ ჯექსონი ცოტა გონს მოეგოს. "სკოტებს" არ ჰყავთ ექსტრა კლასის მგეზავი, რაც, ცხადია, თავისთავად დიდი პრობლემაა. ამ გუნდს სწორედ ჯექსონი გეზავს, რომელიც თამაშის ზოგიერთ კომპონენტში ძალიან კარგია, თუმცა ბევრ შეცდომებს უშვებს.
ირალდიასთან ამასწინდელ მატჩში მან უხეირო გადაცემით გუნდის ორი სალელოვე შეტევა ჩაშალა. უკანახაზელებმა მეტოქის დაცვის გადალახვა მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეძლეს. ჯექსონი ძალიან დათრგუნული, შებორკილი იყო და თამამ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა. ერთი სიტყვით, თუ რუარიდ ჯექსონმა კალაპოტში ჩადგომა მოახერხა, მაშინ შოტლანდია ნებისმიერ გუნდთან იბრძოლებს, თუ არა და....
მხეცი ჯონი ბითი გაიხსენეთ 2010 წლის დუბლინი. შოტლანდიის ნაკრების რვა ნომერმა უდიდესი როლი ითამაშა მაშინდელ წარმატებაში. "სკოტებს" აუცილებლად სჭირდებათ ჯონი ბითი თავის საუკეთესო თვისებებით. მათ არ ჰყოფნით მოთამაშეები, ვინც ბურთით ხელში მეტოქის ხაზს გაარღვევს. მან აუცილებლად უნდა ითამაშოს ტესტი ჯერ იტალიასთან, მერე ისევ ირლანდისთან, რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ერთი სიტყვით, ის გუნდს აუცილებლად სჭირდება.
გზაგასაყარზე: თვიდმეტი თუ თექვსმეტი გუნდების მწვრთნელებს მსოფლიოს თასზე ჩვეულებრივ 16 მორკინალი და 14 უკანახაზელი მიჰყავთ ხოლმე. ახლახან გაირკვა რომ არგენტინას 17 მორკინალი და 13 უკანახაზელი ეყოლება, კულუარული ინფრომაციით იგივეს აპირებს ინგლისისა და საქართველოს ნაკრებების მწვრთნელებიც. რა ქნას ენდი რობინსონმა? რა რეზონი აქვს მსოფლიოს თასზე ხუთი შერკინების ბურჯის წაყვანას, თუ მატჩში მხოლოდ სამის გამოყენება შეიძლება. რობინსონმა უნდა აირჩიოს: თუ ის გადაწყვეტს ენდი მურეის ახალ ზელანდიაში წაყვანას, მაშინ გუნდის შემადგენლობაში 17 მორკინალი გამოუვა, თუ არა და ერთი უკანახაზელი დაემატება, რაც, ვფიქრობთ, უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნება.
აირჩიეთ ნამდვილი კაპიტანი ამის თქმა გაცილებით იოლია, ვიდრე გაკეთება. კაპიტნის, როგორც გუნდის ნამდვილი ლიდერის დეფიციტი შოტლანდიის ნაკრებს დიდი ხანია აქვს. კნდიდატები, ერთი შეხედვით საკმარისი და, რაც მთავარია, ღირესულები არიან. მაგალითად, ალისტერ კელოკი და კრის კაზიტერი. თუმცა აქაც პრობლემაა. კელოკი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, კაზიტერი კი ტრავმირებულია და წავა თუ არა ახალ ზელანდიაში, ჯერაც უცნობია.
დარჩა ერთადერთი კანდიდატურა, რორი ლოუსონი, რომელიც კაზიტერს ლიდერის თვისებებით არ ჩამოუვარდება. სავარაუდოდ, კაპიტანიც ის იქნება. ეს ადვილად მისღები გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელია.
აირჩიეთ იარაღი რობინსონს ორი ძალიან მართლაც რთული მორაგბე ჰყავს: მაქს ევანსი და ჯო ანსბრო. არადა, ისინი რადიკალურად განსხვავებულნი არიან. ევანსი უფრო მშრომელი და დაცვაში თითქმის გაუვალია, ანსბრო კი უფრო ფეხმარდობით და საკმაოდ მარტივი თამაშის მანერით გამოირჩევა. ამათგან ერთ-ერთი ალბათ მეორე შუამარბის (N:13) პოზიციაზე აღმოჩნდება, მეორეს კი ფრთაზე მოუწევს გარემარბად თამაში. ერთი სიტყვით, ესეც რობინსონმა უნდა გადაწყვიტოს, კონკრეტულ მეტოქესთან, რომელი "იარაღი" იქნება უფრო ეფექტური.
იპოვეთ ფულბეკი შოტლანდია ამაყობს, რომ კრის პატერსონი ჰყავს. ამ 33 წლის მორაგბემ ეროვნულ ნაკრებში ასზე მეტი კეპი მოიხვეჭა და ვინ მოთვლის გუნდს რამდენი ქულა მოუტანა. მას ფულბეკის გარდა, მგეზავისა და გარემარბის პოზიციებზეც შეუძლია თამაში.
ირლანდიასთან მატჩში პატერსონი მოედანზე იყო კიდევაც და არც იყო. ასე "სკოტებს" მსოფლიოს თასზე ძალიან გაუჭირდებათ. თუ რობინსონი მგეზავად ჯექსონს გაამწესებს (რაც ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი), ფულბეკად აჯობებს რორი ლამონტმა ითამაშოს, რადგან უკნიდან ბურთის ხელით ამოტანა პატერსონზე უკეთ გამოსდის. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ არავინ იცის, ლამონტს თავში რა მოუვლის.
ერთი სიტყვით, რობინსონმა როგორღაც უნდა ამოავსოს გუნდში არსებული ნაპრალები და რაგბის ღმერთს შესთხოვოს, რომ ახალ ზელანდიაში სულ ზურგის ქარი უბერავდეს. აბა, სხვა რაღა უნდა ქნას?
* * * "პუმებს" ერნანდესი ვერ დაეხმარებათ 09:54 11-08-2011 ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქის, არგენტინის ეროვნული გუნდის მთავარმა მწრთნელმა სანტიაგო ფელანმა 30 მორაგბის ვინაობა გააცხადა, ვინც მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმზე იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ დაშავებულია და ახალ ზელანდიაში ვერ ითამაშებს საუკეთესო არგენტინელი მორაგბე, მგეზავი ხუან მარტინ ერნანდესი. "პუმებისთვის" ეს უდიდესი დანაკლისია, რამაც, შესაძლოა ძალიან დიდი გავლენა იქონიოს გუნდის შედეგზე ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ ერნანდესმა ტრავმა მარტში, საფრანგეთის ჩემპიონატში, "მეტრო რასინგისა" და "ბურგუენის" დაპირისპირებისას მიიღო. მას მუხლის ოპერაცია გაუკეთეს და აღდგენითი პროცედურები ფორსირებულად დაიწყო იმის იმედით, რომ მსოფლიოს თასის დაწყებამდე ფეხზე დადგომას შეძლებდა. არგენტინის ნაკრების ქომაგთა სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და უკვე საბოლოოდ გადაწყდა, რომ ერნანდესი მსოფლიოზე ვერ ითამაშებს.
სანტიაგო ფელანმა ახალ ზელანდიაში 17 მორკინალისა და 13 უკანახაზელის წაყვანა გადაწყვიტა. გუნდში ვერ მოხვდნენ: ავგუსტინ ფიგუეროლა, ხენარო ფესია, ლუკას ბორხესი, მარტინ ბუსტოს მოიანი, ეუსებიო გუნასუ, რაფაელ კარბალო, სანტიაგო გუსმანი, ანდრეს ბორდოი და გაბრიელ ასკარატე. ბოლო ორი "პომებს" ბრიტანეთში მაინც გაყვება, რადგან კარდიფში უელსის ნაკრებთან ტესტ მატჩის დროს გამორიცხული არ არის ვინმე დაშავდეს.
აღსანიშნავია, რომ არგენტინის ნაკრებს საკმაოდ ხანდაზმული შერკინება ჰყავს. დავით ზირაქაშვილის ყოფილი თანაგუნდელის, შერკინების კვაჭ მარიო ლედესმას სახელის გასწვრივ სიაში მითითებულია, რომ ის უგუნდოდაა. ეს გასაკვირი არც არის. 36 წლის მორკინალი მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ რაგბიდან წასვლას აპირებს.
ასევე ასაკოვანნი არიან როდრიგო რონსერო, ხუან მანუელ ლეგუსამონი და მარტინ სკელსო, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ მათგანს რაგბის თამაშის უზარმაზარი გამოცდილება აქვს და ძალზედ სახიფათონი არიან.
კვალავ მწყობრშია მესამეხაზელი ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე და ასევე ვეტერანი მგეზავი, ფელიპე კონტეპომი. ამ ორისა და ტულუზელი პატრისიო ალბასეტეს თამაშზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული "პუმების" ბედი.
უკანა ხაზში გამოირჩევიან ინგლისური "ექსეტერის" მელელოვე გონსალო კამაჩო და "სტად ფრანსეს" შუამარბი მარტინ როდრიგესი. სანტიაგო ფელანს დიდი იმედი აქვს ასევე ლესტერელი ორასიო აგულას ჩვეული, აგრესიული თამაშის.
არგენტინელები, როგორც უკვე ვთქვით, 20 აგვისტოს, კარდიფში "მილენიუმზე" უელსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მსოფლიოს თასზე კი, "პუმები" პირველ შეხვედრას 10 სექტემბერს ინგლისის ნაკრებთან გამართავენ. "ბორჯღალოსნები" სამხრეთამერიკელებს ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრაში, პალმერსტონში 2 ოქტომბერს ითამაშებენ.
აღსანიშნავია, რომ არგენტინის ნაკრები პირველია ჩვენი მეტოქეებიდან, ვინც 30-კაციანი სია გამოაქვეყნა.
არგენტინა შერკინება: პატრისიო ალბასეტე, ნიკოლას ვერგალო (ორივე-ტულუზი), მარკოს აიერსა (ლესტერი), მაქსიმილიანო ბუსტოსი, ავგუსტინ კრევი, ხუან ფიგალო (სამივე-მონპელიე), ალეხანდრო კამპოსი, მარტინ სკელსო (ორივე-აჟენი), მანუელ კარისა (ბიარიცი), ხულიო კაბელო (ტუკმანი), ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე (ტულონი), მარიანო გალარსა (პამპასი), ალვარო გალიანო (მეტრო რასინგი), მარიო ლედესმა (უგუნდო), ხუან მანუელ ლეგუსამონი (ლიონი), როდრიგო რონსერო (სტად ფრანსე), ლეონარდო სენატორე (ხიმნაზია) უკანა ხაზი: ორასიო აგულა (ლესტერი), მარსელო ბოსხი (ბიარიცი), გონსალო კამაჩო (ექსეტერი), ფელიპე კონტეპომი, გონსალო ტიესი, მარტინ როდრიგესი (სამივე-სტად ფრანსე), სანტიაგო ფერნანდესი, ლუკას გონსალეს ამოროსინო (ორივე-მონპელიე), ავგუსტი ხოსიო (ნიუმენი), ხუან იმჰოფი (როსარიო), ალფრედო ლალანე (ლონდონ აირიში), ფედერიკო სანჩესი (ბორდო), ტომას ვალეხოსი (ჰარლიქვინზი).
--------------------
ჯიგარი ფაშისტზე უარესია! @ remediosi
მაინც ვერ გვაიძულებს რუსეთი უარი გვათქმევინოს მასთან მეგობრობაზე@ ქoci – ministri paata zaqareishvili
ნრავიტსია ნე ნრავიტსია ვსიო რავნო რაზვალიტსია@ ვ.ვ. პრუწინი
|