
ვისაც არ ეზარება ჩვენი სიმბოლური ნაკრები ჩამოვწეროთ.
15 - პერსი (ეს მოთამაშე ყოველთვის მევასებოდა, მარა ამავე დროს სტაბილურიბას ვუწუნებდი, თასის გათამაშებაზე ბევრი კარგი 15 ნომერი იყო რობინსონი, კორლეტო ... მაგრამ პერსი ამ ტურნირზე სტაბილურობის განსახიერება იყო, ისევე როგორც მთელი ბოკე).
14 - ჰაულიტი სამ თამაშში ექვსი ლელო დადო. ფრანგებთან რომ ეთამაშა ვინ იცის.... ვინ იცის.....

13 - ო'დრისკოლი ერთადერთი კაცი ირლანდიიდან ვიზეც ქომაგებს ენა არ მოუბრუნდებათ, ყველა თამაშში გადასარევი იყო, მაგრამ რაგბი ძაან გუნდური სპორტია, ხოდა ერთი კაცი ვერაფერს გახდა.
12 - ფელიპე კონტეპომი ერთი თამაშის გარდა ყველგან საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი, განსაკუთრებით ფრანგებს გაუშრო სისხლი.
11 - ჰაბანა - უკომენტაროდ
10 - ვილკინსონი მაგის გარეშე პომებს ფასი არ ქონდა, დაბრუნდა და გუნდი ფინალში გაათრია.
9 - ფური დუპრე ულაპარაკოდ საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე, ერთერთი ყველაზე სახიფათო სპრინბოკებში 1/2 ფინალში პიშო აშკარად დაჩაგრა და უმნიშვნელოვანესი ლელო გაიტანა.
8 - როსუ ძაან ხისტად ითამაშა როგორც დაცვაში ასევე შეტევაში. შაბალიც კარგი იყო მაგრამ ლაპორტმა ბევრი შანსი არ მისცა.
7 - ჟუან სმითი ერთ ერთი გმირი ამ ჩემპიონატის. უსერიოზულესად ითამაშა
6 - სხალკ ბურხერი ყვითელი ბარათი კი მიიღო ტურნირის დასაწყისში, მაგრამ თავის პოზიციაზე საუკეთესო იყო.
5 - მეტფილდი ფინალის და საერთოდ ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ჩემი აზრით. აუტებში რაც ასაღები იყო ყველა აიღო და რაც არ იყო ასაღები ისიც აიღო, რაქში მაგრა ითამაშა, მოლშიც და ფეხითაც კი დაარტყა ერთი-ორი საკაიფო აბრაგანი
4 - საიმონ შოუ ამ კაცმა როგორც იქნა მეოთხე ცდიდან მოახერხა მსოფლიო თასზე თამაში და ერთერთი საუკეთესო იყო ამ ტურნირზე, ძაან დიდი წვლილი შეიტანა ინგლისის გავიცეჩემპიონობაზე.
3 - სი ჯეი ფანდერლინდე ფინალში შერიდანი გააჩერა და მარტო ამიტომ ღირს მისი სიმბლურ ნაკრებში შეყვანა.
2 - სმითი კაპიტანი ჩემპიონი. კირკის, ფარ-ჯოუნზის,პიენაარის, ილზის და ჯონსონის გვერდით დადგა. სხვათაშორის პირვლად გუნდს რამდენადაც მახსოვს 2003 წელს მსოფლიო თასზე საქართველოსთან უკაპიტნა.
1 - შერიდანი ინგლისის ერთერთი სიმბოლო ამ ტურნირზე.
This post has been edited by mike d on 22 Oct 2007, 14:19