ეჰეეე...
კარგით რა...

მპუ! გენაცვალეთ ყველას ვინც საქართველოს მიეცით ხმა,მაგრამ მე საერთოდ არ მიმიცია ხმა არაფერზე და რატო იცით? მაგარი უაზრობაა

იასნია წავაგებთ და მაგ კითხვის დასმაც არ შეიძლება.
1. დავიწყოთ იმით (მარტივი ჭეშმარიტებით), რომ ეს არის მატჩი რაგბში სადაც ერთმანეთს ხვდებიან საქართველო და საფრანგეთი. ამას წესით გაგრძელება აღარც ჭირდება

2. ის იყო პირველი ტურები, სადაც საქართველოს არ აღიქვამდნენ რეალურ მეტოქედ და ირლანდიასთან 10:14 მაინც უფრო შოკის ეფექტი იყო,რომლიდან გამოსასვლელადაც 80 წუთი არასაკმარისი დრო აღმოჩნდა ირლანდიისათვის, ვიდრე ყველაფრის მიუხედავად რეალური ძალათა თანაფარდობა ჩვენსა და მათ შორის. პოტენცია ეგება არავისზე ნაკლები გვქონდეს, მაგრამ დროა მიწაზე დავეშვათ ერთ დღეში ვერ გავგრანდდებით. ჯერ კიდევ გუშინ იყო ესპანეთთან,რომ წააგოს თითქმის იგივე შემადგენლობამ რაც ირლანდიასთან იყო.
3.ხოდა,მოკლედ, ფრანგებმა უკვე არაჩვეულებრივად უწყიან ჩვენი ძალის შესახებ და არავითარ შემთხვევაში არ გვეთამაშებიან მოდუნებულები და მაყურებელთათვის სეირის გასამართავად. გვეთამაშებიან ისეთივე შემართებით და კონცენტრაციით,როგორითაც ვთქვათ უელსთან ან შოტლანდიასთან ითამაშებდნენ.
4. ეგეც რომ არ იყოს ფრანგებს ბოლო ტურში ვეთამაშებით. რაც ჩვენს ჯგუფში ყველაზე გადამწყვეტი თამაში იქნება. ანუ ფრანგებს პირველი ადგილი და ზელანდიის თავიდან აცილება აქვთ საჩალიჩო და ქვას გახეთქავენ ჩვენთან.
5.ფრანგების კოზირი ვიცით ყველამ რომ ხელით სწრაფად და ზუსტად თამაშია, უამრავი სხვადასხვა და თავბრუდამხვევი კომბინაციებით, პლუს ეშმაკური თამაში ფეხით (შეგორებები,გადაკიდებები და ა.შ.). ასეთ გუნდებთან კი ჩვენ ყველაზე ძალიან გვიჭირს და იმიტომაცაა,რომ რეალურად ერთა თასზე ჩვენთვის ყველაზე უხერხულ მეტოქედ პორტუგალია იქცა და არა რუმინეთი.
მეტს აღარაფერს ჩამოვთვლი რადგან წვრილმანად,უადგილოდ და სასაცილოდაც კი მეჩვენება (ვგულისხმობ იმას,რომ საფრანგეთი მასპინძელია და "ალე ლე რუჟს" იქ აღარავინ იყვირებს, მსაჯები ყველა ვარიანტში ტექნიკურად დაიჭერენ ფრანგების მხარეს, ილო ზედგინიძე აღარ გვეყოლება და ა.შ. და ა.შ.)
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey