“ბორჯღალოსნები” პორტუგალიასთან მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, პორტუგალისთან “ერთა თასის” მატჩისთვის მზადება დაიწყო.
გუნდი დღეს, სასტუმრო “ვარაზში” შეიკრიბა, მოგვიანებით კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ვარჯიში გამართა.
“ბორჯღალოსნებმა” პირველად ივარჯიშეს ახალი მწვრთნელის, ტიმ ლეინის ხელმძღვანელობით.
ავსტრალიელ სპეციალისტს, საწვრთნელ პროცესში, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრები, ლევან ცაბაძე და ვიქტორ დიდებულიძე ეხმარებოდნენ.
დღევანდელ ვარჯიშზე, მწვრთნელთა განკარგულებაში შემდეგი მორაგბეები იყვნენ:
I ხაზი: დ. დადუნაშვილი, გ. შველიძე, დ. ქუბრიაშვილი,
ა. ფეიქრიშვილი, ი. ნატრიაშვილი
II ხაზი: ლ. დათუნაშვილი, კ. უჩავა, შ. სუთიაშვილი
III ხაზი: რ. ურუშაძე, დ. ბასილაია, ზ. მაისურაძე
#9: ი. აბუსერიძე, ბ. სამხარაძე
#10-15: მ. კვირიკაშვილი, დ. კაჭარავა, გ. კაჭარავა, რ. გიგაური, ო. ბარკალაია, ბ. ხამაშურიძე, გ. შკინინი, ლ. მალაღურაძე, ლ. ხმალაძე, ს. ნიჟარაძე, ი. ჩხიკვაძე, თ. სოხაძე.გუნდთან ერთად იმყოფებიან, თუმცა დღევანდელ საწვრთნელ პროცესში ტრავმების გამო მონაწილეობა არ მიუღიათ გიორგი ჩხაიძეს, გიორგი ელიზბარაშვილსა და დებიუტანტ ირაკლი გეგენავას.
რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ჩხაიძე, ელიზბარაშვილი და გეგენავა, სავარაუდოდ, პორტუგალიასთან თამაშს შეძლებენ.
საქართველოს ნაკრებში, პორტუგალისთან მატჩისთვის 7 დებიუტანტია გამოძახებული: ირაკლი გეგენავა და სანდრო ნიჟარაძე (ორივე “ყოჩები”), ალექსანდე თოდუა, ირაკლი ყიასაშვილი, ლაშა ხმალაძე (ყველა “ლელო”), ლაშა მალაღურაძე (“კრედო”, უკრაინა) და დიმიტრი ბასილაია (“კლერმონის” ახალგაზრდული გუნდი, საფრანგეთი).
ვარჯიშის დასრულების შემდეგ, “ბორჯღალოსანთა” თავკაცმა ტიმ ლეინმა პირველი შთაბეჭდილებები ჟურნალისტებსაც გაუზიარა.
ავსტრალიელი სპეციალისტი, რომელიც თბილისით და ქართული ღვინით მოხიბლულა, აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრებში სამუშაო ბევრია, თუმცა მოთამაშეების პოტენციალი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
“ბევრი სამუშაო გვექნება, რაც ხანგრძლივი პროცესია და დროს მოითხოვს. გასული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ამ გუნდში ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდა. ჩვენი მიზანია, ნაკრები 2011 წლის მსოფლიოს პირველობისთვის ჩამოყალიბდეს და ტურნირს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
რაც შეეხება პირველ შეხვედრას, მოთამაშეებმა ახალ ვარჯიშებს ალღო მეტ-ნაკლებად აუღეს. ზოგმა უკეთ, ზოგმა ნაკლებად. ეს, რაც ერთი შეხედვით სჩანს, დანარჩენს თამაში გამოაჩენს. ვერ ვიტყვი, რომ პორტუგალიის ნაკრებს კარგად ვიცნობ, მაგრამ მეტოქის თამაშებს გავარჩევთ. გარდა ამისა, ბიჭებს არაერთხელ უთამაშიათ მათ წინააღმდეგ და საჭირო ინფორმაციას მომაწვდიან”, – განაცხადა ტიმ ლეინმა.
საქათველოსა და პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრა ორ თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16.00 საათზე დაიწყება.
პორტუგალიის ნაკრები თბილისს მატჩამდე ერთი დღით ადრე, პირველ თებერვალს ეწვევა
http://www.msofsport.com/detals.aspx?id=1421 This post has been edited by giorgi77 on 29 Jan 2008, 20:40