პირველწყაროს მიერ მოთხრობილი ეშმაკის გამოგონილი მანქანის მეშვეობით სკაიპი რომ ჰქვიან
პირველ ტაიმში პორტუგალია ზურგქარში თამაშობდა
საწყის წუთებში მეტოქის 5 მეტრიანი დერეფანი რატიმ მოიგო და ჩვენებმა მოლით სცადეს მიწოლა, მაგრამ მერე აბუმ მოკლეზე სწრაფად გაუტანა ბურთი მალაღურას, იმან ქარიშხალას აუგდო და ლელოც დავდეთ; კუთხე ძალიან მახვილი იყო და ცოფიმ ააცილა
წვიმდა და ხელით თამაში ჭირდა
დავალება იყო, ჯარიმების კიდეზე გადატანა და ამიტომ კარში არ ურტყამდნენ
2-3 ხელსაყრელი ჯარიმა გადაიტანეს აუტში და იქიდან მოლით აწვებოდნენ, მაგრამ 2-3-ჯერ მსაჯმა ბლოკირება მისცა და ბურთი ჩამოგვართვა
პორტუგალია ძალიან ხშირად გვიკიდებდა ბურთს (აბრაგანებს) ზურგში, რომლის დამორჩილებაც მძიმე მოედნის გამო ძალიან ჭირდა, მაგრამ მაინც ყველა ბურთი დაიჭირეს, შეცდომა თითქმის არ ქონიათ
ერთხელ ასეთი გადმოკიდებული მალაღურამ ვერ დაიმორჩილა (მხარზე მოხვდა) და უკან გადავარდა, რომელიც კიდევ ვერ აიღეს ნორმალურად; ამ დროს პორტუგალიამ ხაზი ამოწია და თითქოს აგილარს ლელოც უნდა დაედო, მაგრამ აბუმ იყოჩაღა და შებოჭვისას ბურთი წინ გააგდებინა >>> ეს იყო ერთადერთი რეალური შანსი იმათი მხრიდან ლელოს დადების
მიუხედავად იმისა, რომ მალაღურას 2-ჯერ დაუფარეს ჩვენს 22-ში, ჩვენებმა ადვილად გაანეიტრალეს საფრთხე
ტაიმის ბოლოს შერკინებაში ჩასვლისას მოგვდო შარი და იმათმა დამრტყმელმა 42მ-დან გაგვიტანა
შესვენებაზე მითითება შეიცვალა, დასარტყმელი დაარტყითო
მაგრამ მსაჯმა უკვე ნამუსზე ხელი აიღო და გამუდმებით ჩვენ გვაჯარიმებდა რასაც აბუს გაგდებაც მოყვაო >>> მსაჯმა შარი მოსდო, შერკინებიდან ბურთი არ იყო გამოსული და 8 რატომ ეთამაშეო >>> არადა 8-ს ბურთი უკვე ხელში ჰქონდაო
ამის შემდეგ ცოტა ავირიეთ, მაგრამ მაინც ვერაფერს გამორჩნენო
პორტუგალია დაწიხვლაზე გადავიდა, რაზეც ჩვენებმაც დაუბრუნეს ხურდა
აბუ რომ დაბრუნდა, თამაში იმათ ნახევარზე გადაიტანეს, აუტი მოიგეს და 2 დარტყმის მერე მალაღურამ არეკნი ამოკრა 8-3
იმათი დაჩეჩქვა ისევ გააგრძელეს ჩვენებმა და ჩვენს ნახევარზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ, მაგრამ მსაჯი ყურებით ექაჩებოდათო
მერე ცოფიმ (ბარკალაიამ) თითქმის ცენტრიდან დაჰკრა ჯარიმა 11-3
შემდეგ უკვე მასპინძლები გააფრთდნენ და იოლი ჯარიმა შეაგდეს 11-6
ბოლოს მალაღურამ ღია თამაშში მშვენიერი 5 მეტრიანი აუტი დაურტყა და რატიმ იმათი აუტი წამოიღო პირველ კაცზე; ჩვენები მიაწვნენ, მაგრამ იმათ ხაზზე გააჩერეს; 2 აიღე და მიეძალეს მერე ჩვენებს ბურთი გამოუვარდათ, რომელიც გოშამ იხელთა და ბოჭვის არის მოკრიალების მერე ცოფიმ აუტში გადაიტანა და თამაშიც მორჩა
ბოლოს უკვე ძალიან დავჩეჩქვეთო და რაქში ვეღარ შემოდიოდნენ
ნორმალური მინდორი რომ ყოფილიყო გავბერავდითო
უკანა ხაზი კარგი იყო, ყველამ იომაო
ანტონა ხოშიანი იყოო, სიკოც კარგად შემოვიდაო, მალაღურას ჰქონდა შეცდომები, მაგრამ მთლიანობაში კარგი იყოო
ხელით თამაში არ გამოვიდა, მინდორი ხელს არ გვიწყობდაო
ქუბრიაშვილმა ნეკნი იტკინა; აბუმ მუხლი
მადლობა ფლანკერს
სჯობს ენას კბილი დააჭირო და ხალხს სულელი ეგონო, ვიდრე ალაპარაკდე და მსმენელს ეჭვები განუქარვო
მთელ საზოგადოებას და ერს გვიჭირს გონებაში. ეს არის ჩვენი ტრაგედია © gigiberi