ცოტა მოძველებულია მაგრამ ჩემთვის მაგალითად აღმოჩენა იყო ეს ახალი ქართული სპორტული საიტი. ხო კიდე... ძალიან საინტერესო ტურნირს გვპირდება გია ნიჟარაძე ფოთში. ადრე ერთი 5-6 წლის წინათ მახსოვს ასევე ფოთში ტარდებოდა ანალოგიური ფესტავალები სადაც აზერბაიჯანის და სომხეთის ნაკერებები მონაწილეობდნენ. ერთხელ კურიოზიც კი მოხდა. ბოლო დღეს სომხებს და აზერებს უნდა ეთამაშათ ერთმანეთთა. ხოდა გათენდა დღე და სად არის სომხეთის ნაკრები. სასტუმროდან ისე გაპარულან რომ კაციშვილს არ გაუგია.

ვნახოთ ამჯერად რა მოხდება.
კვირის თავზე, 12 აპრილს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შორეულ ციმბირში, ერთა თასის წლევანდელი გათამაშების ყველაზე მნიშვნელოვან, საჩემპიონო შეხვედრას გამართავს რუსებთან. კრასნოიარსკული დაპირისპირების მნიშვნელობაზე და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე გვესაუბრება.
– რუსებთან მატჩში ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდება. მალხაზ ურჯუკაშვილი, ირაკლი გიორგაძე და გიო ლაბაძე ტრავმირებულნი არიან. დავით ზირაქაშვილსა და ირაკლი მაჩხანელს კლუბები არ უშვებენ. რა არ ვცადეთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ოფიციალურად 12 აპრილი ღია ფანჯარა არაა და კლუბს უფლება აქვს, მოთამაშე ნაკრებში არ გამოუშვას. ზირაქაშვილის შემთხვევაში “კლერმონის” ხელმძღვანელებთან წინასწარი შეთანხმება მიღწეული იყო, მაგრამ გუნდის პირველხაზელებს ტრავმები აქვს და ზირაქას ვერაფრით უშვებენ.
– შემადგენლობასთან ერთად პრობლემატურია თვით მატჩის გამართვის ადგილი. კრასნოიარსკში ყინვა ხომ არაა?
– კრასნოიარსკი რუსებს შემთხვევით არ შეურჩევიათ. აქამდე ყველა მატჩი კრასნოდარში ტარდებოდა და სულ ვამარცხებდით. კრასნოიარსკი კრასნოდარისგან განსხვავებით, მოსკოვთან ერთად რუსეთის სარაგბო ცენტრია. რაგბი ამ ქალაქში საკმაოდ პოპულარულია. თანაც ჩვენგან ძალიან შორსაა. სხვაობა დროში ოთხი საათია. ამას დავუმატოთ კლიმატური პირობებიც. წესით, მათი გათვლით ყოველივე ამან ხელი უნდა შეგვიშალოს, დაგვასუსტოს.
– რა კონტრზომებს მიმართავს საქართველოს რაგბის კავშირი?
– გადავწყვიტეთ, იმისათვის, რომ მორაგბეებს აკლიმატიზაციის პრობლემა არ შეექმნათ, კრასნოიარსკში ადრიანად ჩავიდეთ. უკვე მოძებნილია მოედანი, სადაც გუნდი თამაშისთვის მოემზადება. ერთი სიტყვით, ადგილზე ყველა საორგანიზაციო საკითხი გადაჭრილია.
თამაში ძალიან რთული, დაძაბული იქნება. ჩვენი ვარაუდით სტადიონზე 15 ათასამდე მაყურებელი მოიყრის თავს. რუსებს ოცნებად აქვთ გააქცეული ჩვენი დამარცხება. თუმცა, გარწმუნებთ, ბიჭები ციმბირშიც და ამის იქითაც მხოლოდ მოსაგებად წავლენ.
– რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ შეხვედრაზე თქვენც მიემგზავრებით. რუსული რაგბის ხელმძღვანელებთან კი ჩვიდმეტწლამდელთა შორის ტურნირის ორგანიზებაზე გექნებათ მოლაპარაკება…
– დიახ, ასეთი ტურნირის გამართვა პრაქტიკულად, გადაწყვეტილია. ის 29 ივნისს აიღებს სტარტს. შეჯიბრი FIRA AER–ის ეგიდით გაიმართება და მასში ოთხი გუნდი, საქართველო, რუმინეთი, უკრაინა და რუსეთი იასპარეზებს. რაგბის კავშირს განზრახული აქვს, ტურნირი ფოთში ჩაატაროს. რისთვისაც აუცილებლად დაგვჭირდება როგორც სახელმწიფოს, ისე სპონსორების დახმარებაც. უწინარესად ფოთში მოსაგვარებელია სტადიონის საკითხი. აქ არსებული “ცენტრალური” სტადიონი სესაკეთებელია და კარგი იქნება, თუ სახელმწიფო პროგრამიდან, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს, საამისოდ თანხა გამოიყოფა.
ვფიქრობ, ფოთელებს საკმაოდ კარგ საჩუქარს გავუკეთებთ. ეს შეჯიბრი ტრადიციული გახდება და კარგი იქნება თუ მცოცავი გრაფიკით, რიგრიგობით გაიმართება მონაწილე ქვეყნებში. ამასთან შესაძლებელია მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზარდოს კიდეც. ყოველივე რაგბის განვითარებას, პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.<ჰრ>
საქართველო კრასნოიარსკში
პირველი ხაზი: გოდერძი შველიძე (კლერმონი), დავით დადუნაშვილი (მასი), დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე), ანტონ ფეიქრიშვილი (აჟენი), ირაკლი ნატრიაშვილი (ფარული);
მეორე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), ლევან დათუნაშვილი (მონლუსონი), კახა მაისურაძე (კლერმონი);
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (ბობინი), გიორგი ჩხაიძე (მასი), რატი ურუშაძე (ენისეი), დიმიტრი ბასილაია (კლერმონი), სიმონ მაისურაძე (კლერმონი);
9: ირაკლი აბუსერიძე (ორლეანი), ბიძინა სამხარაძე (ფარული);
10: ლაშა მალაღურაძე (კრედო), მერაბ კვირიკაშვილი (პო);
12–13: რეზო გიგაური (მონლუსონი), დავით კაჭარავა (ენისეი), ალექსანდრე თოდუა (ლელო);
11–14: გიორგი შკინინი (ხულიგანა), ირაკლი ჩხიკვაძე (აია);
15: ოთარ ბარკალაია (ანდორა)
http://eurosport.ge/?p=210#more-210