http://www.opentext.org.ge/09/lelo/082/082-14.htm
"ლელო "
# 82 (12 761)
ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2009 წელი
ქუთაისში რაგბის ბუმია
ბესიკ ჯანგავაძე
იყო დრო, ქუთაისი ქართული რაგბის ყველაზე ძლევამოსილ სამჭედლოდ მიიჩნეოდა. �აიას,� გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს, საარაკო წარმატებები ჰქონდა. მერე ჟამთა ცვლამ, ქვეყნის თავს დატეხილმა ათასგვარმა უბედურებამ აქაური რაგბი ოდნავ დააძაბუნა. თუმცა ოვალური ბურთით თამაშისადმი სიყვარული, ინტერესი, ამ ვაჟკაცური თამაშისადმი ლტოლვის ნაკვერჩხალი ქუთაისელთა გულებში მუდამ ენთო. ახლა დადგა დრო, იმერულ ქალაქში რაგბის კოცონი დაინთოს. ქუთაისში ახლა რაგბის ბუმია. �აიას� მომავლის გეგმებსა და მიზნებზე კლუბის პრეზიდენტი გია გორგასლიძე გვესაუბრება.
- უწინარესად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის უდიდესი პატივია ქუთაისის �აიას� პრეზიდენტობა. გქონდეს შესაძლებლობა ამ გუნდისთვის, ქუთაისური რაგბისთვის იღვაწო, უდიდესი ბედნიერება და ამავე დროს, განუზომელი პასუხისმგებლობაცაა.
�აიას� უახლესი ისტორია ამ გუნდისთვის სრულიად შეუფერებელია. ჩვენი გუნდი სამი წლის განმავლობაში პირველ ლიგაში ასპარეზობდა, რაც უმთავრესად ქუთაისელი მორაგბეების საფრანგეთში, პოლონეთსა და რუსეთში გადინებამ გამოიწვია. ამის შემდეგ ემზარ ძაგნიძემ და პაატა ტყაბლაძემ მოახერხეს 18-19 წლის ბიჭების შეკრება, რომლებმაც �აიას� უმაღლეს ლიგაში დაბრუნება შეძლეს. შარშანდელ სეზონში კი, მოწინავე ოთხეულში მოხვედრისათვის იბრძოდნენ.
- რა მდგომარეობაა ამჟამად �აიაში� ამ მხრივ?
- ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით შევძელით, შარშანდელი გუნდი მთლიანად შეგვენარჩუნებინა. ?ეტიც, ჩემი და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის გიორგი ნიჟარაძის ძალისხმევით საფრანგეთიდან დავაბრუნეთ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ბესიკ ხამაშურიძე, რომელსაც იმხანად ფრანგულ კლუბ �კანთან� ჰქონდა ხელშეკრულება. ჩვენი დაჟინებული თხოვნის შედეგად ბესო �აიას� მოთამაშე-მწვრთნელი გახდა. მას აქვსენტი და ირაკლი გიორგაძეების შუათანა ძმა, კობა გაუწევს ასისტენტობას. კლუბის მენეჯმენტს კი გიორგი ჩუბინიძე განაგებს.
გუნდის აბსოლუტური უმრავლესობა 18-21 წლის მორაგბეები არიან. თუმცა რამდენიმე გამოცდილი მორაგბეც დავაბრუნეთ. ესენი არიან: ლევან შერვაშიძე, გიგა გურეშიძე და ზვიად გოგისვანიძე. ამით შედგა ახალგაზრდობისა და გამოცდილების სინთეზი. ?აც, ვფიქრობ, საშუალებას მოგვცემს, გუნდს ძველი დიდება დავუბრუნოთ. �აიას� წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ყველასათვის რთული იყო და წინასწარ ვერავინ იტყოდა, ამ გუნდს აუცილებლად დავამარცხებთო.
- ნაყოფიერად გაიარა გუნდმა სეზონის წინა სამზადისი?
- გუნდმა სეზონისთვის მზადება დეკემბერში დაიწყო. ორი თვე ფიზიკური კონდიციების ამაღლებისთვის შრომას შევალიეთ. 15 თებერვლიდან კი, უკვე ბურთით ვარჯიში დავიწყეთ. გავმართეთ საწვრთნელი შეკრება ბათუმში. მწვრთნელები გუნდის მომზადების დონით კმაყოფილები არიან. იქვე ვითამაშეთ საკონტროლო მატჩი ბათუმის �ელიტის� წინააღმდეგ და 17:0 დავამარცხეთ. არ მინდა, ანგარიშმა შეცდომაში შეგიყვანოთ. ბათუმელებმა საკმაოდ სოლიდური გუნდის შექმნა მოახერხეს და ჩემპიონატში არავისთვის იქნებიან ხელწამოსაკრავები.
- გაუმჯობესდა თუ არა ბოლო ხანს კლუბის ინფრასტრუქტურა? სად ვარჯიშობს და სად გამართავს ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებს �აია�?
- სავარჯიშო მოედანი ქუთაისში პრობლემაა. 22-ე სარაგბო სკოლის სტადიონზე ვარჯიშობს ყველა - ამ სკოლის სამასი ბავშვი, �აია�, �ბაგრატი� და სარაგბო აკადემიის აღსაზრდელები. ქალაქის მერიამ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ჰექტარი მიწა გამოგვიყო. დიდი იმედი გვაქვს IღB-ის- ხელოვნურსაფრიანი მოედნის მოწყობაში უნდა დაგვეხმარონ. ამასთან, გავაკეთებთ ჩვეულებრივ, მინდვრისსაფრიან მოედანსაც. ეს ყოველივე, სავარაუდოდ, მომავალ წელს განხორციელდება.
ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებს კი ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გავმართავთ. შეთანხმება უკვე მიღწეულია, როგორც ქალაქის მერიასთან, ისე საფეხბურთო კლუბთან.
- პირველ ლიგაში ქუთაისს კიდევ ერთი გუნდი გამოჰყავს. �აიას� თუ აკავშირებს რამე �ბაგრატთან�?
- წლეულს 22-ე სკოლას ორმოცამდე მორაგბე ამთავრებს, რომელიც ახლა ჭაბუკთა A ლიგაში ასპარეზობს. ამათგან �აიაში� მაქსიმუმ ხუთი ან ექვსი მორაგბე მოხვდება. დანარჩენები უგუნდოდ რომ არ დარჩენილიყვნენ და რაგბის თამაში არ შეეწყვიტათ, ვეტერანი მორაგბის დავით იობიძის თაოსნობით გადაწყდა პირველ ლიგაში მოთამაშე გუნდის შექმნა. ამ ეტაპზე �ბაგრატისთვის� მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლა არ იქნება. ის მორაგბეები, ვინც �აიაში� ვერ მოხვდებიან, კარიერას �ბაგრატში� გააგრძელებენ.
ეს ძალიან კარგი, სასარგებლო წამოწყებაა. მით უფრო, რომ რაგბში მოზარდების რიცხვი დღითი დღე იზრდება. თავად განსაჯეთ. წლეულს 22-ე სკოლას ჭაბუკთა A და B ლიგაში ორ-ორი გუნდი ეყოლება. გაისად კი, B ლიგაში ოთხ გუნდს გამოიყვანს. ასე რომ, ქუთაისში რაგბის ბუმია და სკოლის დირექტორი სოსო დიაკონიძე საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს.
- რა მიზნებს ისახავს ეროვნული ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში ქუთაისის �აია?
- �აიას� მიზანი ოთხეულში მოხვედრაა. ამის მიღწევა შარშანდელ სეზონშიც შეგვეძლო. ვინაიდან მორაგბეთა ასაკი პატარაა, ტრავმების სიხშირე დიდია. ახლაც, საკონტროლო შეხვედრაში �ელიტის� წინააღმდეგ ათი ნომერი გიგა სინაურიძე და შერკინების კვაჭი ბექა სულუხია დაგვემტვრნენ. თუ ტრავმიანობას გადავურჩით მიზნის მიღწევა რეალურად შეგვიძლია. პლეი ოფში კი ქუთაისური ჟინის წყალობით, შეიძლება უფრო წინაც წავიდეთ.