წელს დიდი იმედი არ მაქვს,რომ 3 ერზე რამეს გავაწყობთ! ეგ კი არა შარშანაც ძალიან მეეჭვებოდა და პირადად ჩემთვის დიდი სურპრიზი იყო - ეს ალბათ იმან განაპირობა,რომ აფრიკამ მოსალოდნელზე ცუდათ იასპარეზა და ავსტრალიაში კი ბევრი იყო ახალგაზრდა მორაგბე.
ისე,შემოდგომაზე შარშან მაგარ ფორმაში ვიყავით - მსოფლიო თასზე იყვნენ მასე,მეტი არ მინდა - ეს 3 ერი ისედაც ყელში გვაქვს ამოსული!:D
ახლა კი საქმე

- ხვალ იტალიას ვეთამაშებით,შემადგენლობაში საკმაოზე მეტი ცვლილებაა:
1. 1 ნომერზე დებიუტი ექნება ქუსაიდერზის ბურჯს ვეით ქროქეთს...
2. 3 ნომერზე ოქლენდელი ჯონ აფოა დააწინაურეს სათადარიგოებიდან(ისე,ამ ოქლენდელებს რა შესცა ჰენრიმ,წელს ყველას ცუდი სეზონი ჰქონდა)
3. 9-10 ნომრები შეიცვალნენ(აქ მართლა გვჭირდება ექსპერიმენტები) - შესაბამისად,ბელადი ბრენდან ლეონარდი და ტარანაკელი ლუკ მაკალისტერი ითამაშებენ... აი,ამ უკანასკნელის კი არ მჯერა და მომკალით რაა

პროსტო მაგარ ვიდზე დგას,თორემ როგორც ნაკრების ძირითადი 10 ნომერი... რია ვიცი,რია ვიცი...
4. ვინგერზე კიდევ ერთი დებიუტანტი,ბელადი ლელია მასაგა დადგება: ამან მარტო კაი ცეკვა იცის ლელოს გატანის მერე ხოლმე

... 13-ზე საფრანგეთთან კატასტროფულად მოთამაშე ტოეავა დააბრუნეს,რომელიც ძალიან ნიჭიერია და ერთადერთი იყო ვინც წელს ოქლენდის რიგებში მომეწონა...
სატადარიგოებშიც არის პატარ-პატარა ცვლილებები: მაგაზე მერე