აქ კიდე წერია , რომ უკვე გაფრინდნენ სრული შემადგენლობით... ვერც მე გავიგე...
საქართველოს შვიდკაცა ნაკრები გერმანიაში გაემგზავრა
საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრები, დღეს დილით ადრიანად, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში გაემგზავრა, სადაც მორაგბეთა ევროპის შვიდკაცა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს შვიდკაცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ გერმანიაში შემდეგი 12 რაგბისტი იახლა:
1. შალვა სუთიაშვილი (24 წლის / საფრანგეთის ლიგა)
2. სიმონ მაისურაძე (22 / საფრანგეთის ლიგა)
3. გიორგი ჩხაიძე (27 / საფრანგეთის ლიგა)
4. ბიძინა სამხარაძე (25 / რუმინეთის ლიგა)
5. მერაბ კვირიკაშვილი (25 / საფრანგეთის ლიგა)
6. სანდრო თოდუა (21 / ლელო)
7. გიორგი შკინინი (25 / ხულიგანა)
8. ჯაბა ბრეგვაძე (21 / ყოჩები)
9. ლაშა ხმალაძე (20 / ლელო)
10. სანდრო ნიჟარაძე (21 / ყოჩები)
11. ირაკლი მაჩხანელი (27 / საფრანგეთის ლიგა)
12. ირაკლი გუნდიშვილი (27 / საფრანგეთის ლიგა)
ქართველი მორაგბეების მეტოქეები A ჯგუფში პორტუგალია, ესპანეთი, რუსეთი, გერმანია და რუმინეთი იქნებიან.
B ჯგუფში კი მოხვდნენ: უელსი, ირლანდია, იტალია, უკრაინა, პოლონეთი და ბელგია.
ქართული შვიდკაცას თამაშების კალენდარი შემდეგნაირად გამოიყურება:
12 ივლისი, შაბათი
რუსეთი - საქართველო (დასაწყისი 13.00 საათზე, თბილისის დროით)
გერმანია - საქართველო (15.30)
რუმინეთი - საქართველო (18.00)
ესპანეთი - საქართველო (21.10)
13 ივლისი, კვირა
პორტუგალია - საქართველო (12.50)
ტურნირის ნახევარფინალები
13 ივლისი, კვირა
ფიალა (14.20 და 14.40)
სინი (15.00 და 15.20)
თასი (15.40 და 16.00)
ფინალები
16.20 - XI ადგილისათვის; 16.40 - IX (ფიალა)
17.05 - VII; 17.30 V (სინი)
18.00 - III; 18.25 - I (თასი)
შეგახსენებთ, რომ ევროპის შვიდკაცა ჩემპიონატის ხუთი საუკეთესო გუნდი გაისად გასამართ მსოფლიო თასზე იასპარეზებს, რომელსაც დუბაი 2009 წლის 5-7 მარტს უმასპინძლებს.
http://sport.internet.ge/stat_relatives.ht...08-07-09&stat=3