ამოვწევ თემას ამ დიდებული გამარჯვების შემდეგ !

ყველა ყველა და ასეთ ოლ ბლექსთან გამარჯვებას ნაღდად არ მოველოდი.
როცა გავიგე შემოდგომის ტესტების განრიგი ვიფიქრე, რომ ავსტრალიის დაჩოქება იქნებოდა შესაძლებელი ამ სამიდან, მითუმეტეს ფრანგებთან კრახის შემდეგ.
აფრიკასთანაც შეეძლოთ მოეგოთ, რობშოუს იდიოტური გადაწყვეტილება რომ არ მიეღო 78-ე წუთზე, იქნებ დაედოთ ლელო...
ასეთ თამაშს ამ ფორმაში მყოფ ვოცნებობდი ზელანდიასთან არ განადგურებულიყვნენ. პირველ ტაიმში პრაგმატულად 3-3 ქულებით გავიდნენ ფონს. ფარელის არეკნის დროს ჯონი გამახსენდა. მეორე ტაიმში აერია მიზანი ცოტა, მაგრამ ყოჩაღ მაინც, პატარა ბიჭია ჯერ და უკვე ასეთ დონეზე თამაშობს.
ფორვარდებმა ბრწყინვალედ ითამაშეს, მიწაზე ჭიდაობაში არაფერი დაუთმეს, რამდენიმე კარგი თერნოვერიც გაახერხეს, კოულს გამოვარჩევდი აქ. შერკინებაც კარგად იდგა.
15-14 რომ გახდა ვიფიქრე, რომ ვეღარ გააჩერებდნენ მაგრამ სასიამოვნოდ ბარიტმა გამაოცა, არადა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი იყო ნაკრებში წელს გამართულ ტესტებში. ძალიან კარგი იყო დღეს.
ტუილაგის რეიდი და ეშტონის ლელო ტრადიციული აღნიშვნით. შემდეგ თვიტონ მანუს ლელო. სიტყვები არ მყოფნის მის შესაქებად.
ბოლოში მოდუნდნენ ცოტა + სინბინი და ზელანდიამ თავის სტილში ძალიან მაგარი ლელო დადო, მაგრამ საბედნიეროდ ძაან დიდი იყო სხვაობა.
არ მოველოდი ასე ლაღად თამაშს თან ამათთან, რაც ვერ დავინახე ვოლაბებთან და სპრინგბოქსთან.
კარგი იქნებოდა წელს 4 დან 1 ტესტში მაინც რომ დაემარცხებინათ აფრიკა, მაგრამ ამ მოგებამ ამოიღო ალბათ ყველაფერი.
ფსიქოლოგიურადაც დაჯაბნეს შავები. ზედიზედ სამმა ლელომ გატეხა მოწინააღმდეგე.
ისევ ჩამესახა რაღაც იმედები მომავლისთვის.
ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ზელანდიასთან. აქამდე 13-0 იყო საუკეთესო შედეგი + ყველაზე მეტი მონაგარი ოლ ბლექსთან, დღეს 38 ქულა.
9 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა ზელანდია ინგლისთან და თუ არ ვცდები მესამე მარცხი 21-ე საუკუნეში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში (ერთი ინგლისთან 28-31 2003 ში, საფრანგეთთან 18-20 2007 ის მსოფლიოზე და დღეს).
Song Swing Low, Sweet Chariot