დღეს მოეწყო 7 კაცის ტურნირი 1996-97, ლოკომოტივის მთავარ სტადიონზე
ორგანიზება ნამდვილად კარგი იყო, სტადიონი - უკეთესი
მონაწილე გუნდებიც მომზადებულნი იყვნენ ოლიმპიური სპორტის სათამაშოდ, თბილისის გარდა იყვნენ: რუსთავის, ფოთის და ქუთაისის გუნდები
სისტემა იყო შემდეგი: 4 გჯუფიდან გადიოდნენ ლიდერები, შემდეგ თამაშობდნენ ნახევარფინალებს და შემდეგ პირველი და მესამე ადგილის ფინალები ეწყობოდა უკვე მთელ სტადიონზე და კარში რტყმითაც (ოღონდ ყველა გარდასახვა კარის წინიდან)
ჯგუფში ხულიგანამ ორივე მოიგო და გავიდა ნახევარფინალში, არმაზს მოუგო და გავიდა ტრადიციულ ფინალში რომელშიც აკადემია და ხულიგანა ერკინებიან ხოლმე
მთელ სტადიონზე უფრო ძნელი იყო თამაში და ამიტომ ბევრი განავარდება ნამდვილად არ იყო
ძალიან დაძაბული და თანაბარი თამაში იყო, ორჯერ წინ გავიდა აკადემია და ორჯერვე გაუთანაბრეს ჩვენებმა
ჰოდა თამაშის დრო დამთავრდა 14:14
და დაინიშნა პენლები (15 მეტრიდან 3 არეკნი) და აქაც რომ ფრე დამთავრდა 2:2 აღარ გააგრძელებინეს და ორივე გუნდი გამოაცხადეს ჩემპიონი
ასე რომ გაიმარჯვა მეგონრობამ