დიდი ბოდიში ხალხო, განსაკუთრებით ვუბოდიშებ ბავშვებს, რომ ამდენ ხანს ვერ დავდე სურათები, მაგრამ ჯერ ძალზე დაკავებული ვიყავი და მერე ინტერნეტი გამეთიშა. ახლა ნელ-ნელა დავდებ 94-95 წლიანების ფესტივალის, რომელიც ჩატარდა დეკემბრის დასაწყისში ლოკომოტივზე, სურათებს. ათი თამაშიდან ცხრის სურათები მაქვს.
დავიწყოთ - პირველი თამაში იყო პატარძეულის ვეფხვებსა და ჯიქებს შორის. მგონია ყველაზე დრამატული თამაში იყო და ალბათ ფესტივალის მშვენება. ერთი შენიშვნა - ზემოთ სადღაც დაიწერა რომ მერანი არ იყო ფესტივალის განაცხადში - აღმოჩნდა რომ მერანს სულ სამი ბავშვი ჰყავს ამ ასაკში და სამივე ვეფხვებს დაემატა, თანაც ვეფხვებსაც უჭირთ სრულად გუნდის დაკომპლექტება.
მოკლედ თამაშის დასაწყისში ვეფხვებამა რამდენჯემე უპრობლემოდ გაჭრეს ჯიქების დაცვის ხაზი და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ უპრობლემოდ მოიგებდნენ. მაგრამ სადღაც პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან ჯიქებმა საგრძნობლად მოუმატეს და შეძლეს თამაში შემოტრიალება. დაწინაურდნენ კიდევაც. ვეფხვებს ძაან, ძაან გაუჭირდათ, მაგრამ რაც მომწონს ამ გუნდში ისაა, რომ გატეხილი არსდროს მინახავს. აქაც იგივე მოხდა. თამაში მთავრედბა და ჯიქები წინ არიან, ვეფხვებს უჭირთ და სულ რამდენიმე წუთი რომ იყო დარჩენილი უცბად ვეფხვები აფეტქდნენ და გადამწყვეტი ლელო დადეს და თამაში მოიგეს კიდეც.
ორივე გუნდს ვულოცავ კარგ თამაშს!
ეს კი მატჩის ბოლოს გადაღებული სურათია: ვეფხვები და ჯიქები ერთად
* * *
როგორც ვწერდი თამაში ვეფხვების საკმაოდ დიდი უპირატესობით დაიწყო. ხედავთ როგორ ჭრის ხაზს ვეფხვების მოთამაშე

შემდეგ ჯიქებმა საგრძნობლად მოუმატეს და აი ჯიქების ლელოც. ჯიქების მოთამაშე გასცდა ბოლო ვეფხვსაც ფინტით....

მეორე ტაიმიც, ყოველ შემთხვევაში დასაწყისი ჯიქებისა იყო. აქ ჯიქები გარდასახვას ურტყავენ და როგორც ხედავთ გააქვთ კიდევაც

ესეც მსაჯთა ბრიგადა. ყურადღება მიაქციეთ რომ ერთ-ერთ ხაზის მსაჯად გოგონა იყო. მე პირადად მივესალმები ასეთ რამეს მხოლოდ