უბოკეებო ქარრი "ბოკეს" პრიორიტეტი "სამხრეთის ფალავნობის" მოგება რომაა,
ნაკრების წევრები საშინაო "ქარრის თასზე" ვეღარ რაგბობენhttp://Qaflan.netai.net/2014"ბოკე" (ქურციკები) სამხრეთი აფრიკის ეროვნული ნაკრებია. "სამხრეთის ფალავნობა" ქართული, არსის ზუსტად მაჩვენებელი სახელია სამხრეთი ნახევარსფეროს წლიური ტურნირისთვის, რომელსაც დედანში ზე’ამბიციურად ჰქვია "ზი რაგბი ჩემპიონშიპ" - თითქოს სხვაგან რაგბის პირველობა არა ტარდებოდეს და ამის ჯილასაც ბადალი არა ჰყავდეს (ბაქიაობის მეორე თეზა მართალია!)
ამავე შეჯიბრს ფანობა და მედიაც "ოთხ ერადაც" მოიხსენიებენ, რაღაი მანამდე არსებულმა "სამმა ერმა" აიმატა არგენტინა და გა-ოთხ-და, "ქარრის თასი" კი, რომლის სახელიც ჯილდოს მიმძღვნელი, ბრიტანელი ქველ-მოქმედის გვარიდან მომდინარეობს, 1889 წლიდან ქურციკეთში თამაშდება და ვიკიპედიის ანგარიშით, მორიგი სეზონი 76-ეა!
მულატებს აწინაურებენსამხრეთ-აფრიკული რაგბი ოდითგან ინტრიგანობის ბუდე ყოფილა: ჯერ იყო და ბურებმა ინგლისელები შეავიწროვეს, ხოლო ბოლო მეოთხედი საუკუნეა, აფრიკანერები ჯიუტად ეწინააღმდეგებიან ზანგებს, ოღონდაც ბურულადვე მეტყველი მულატები მოკავშირეებად მიაჩნიათ და აწინაურებენ.
ამიტომაა, რომ ზეპური რაგბი ჯერაც მეტწილად თეთრების საუფლოა. ზანგური ხელისუფლება ამას ვერ ჰგუობს და დროდადრო აწიოკებს კავშირს. მედიაში პერიოდულად იწერება, რომ შემოვა ქვოტები, რათა გუნდის ამდენი და ამდენი წილი არა-თეთრი იყოს, მაგრამ მაგისი თვლა და განხორციელებაც პრაქტიკულად ჭირს, და სქემა ვერ მუშაობს.
ელიტა ისევ გაზარდეს"ქარრის თასის" ფორმულაც ხშირადაა პოლიტიკოსთა დავის საგანი. აპარტეიდი რომ გადავარდა, 1995 წელს, ელიტაში 6 ბობოლა პროვინცია, სინამდვილეში კი, რესპუბლიკის ექვსივე (!) მსხვილი ქალაქის თითო კლუბი, დე’ფაქტო ნაკრები თამაშობდა.
მერე კავშირმა გაამსხვილა წვრილი პროვინციები და მათგან 14 მონაწილე გამოიყვანა, ელიტაში კი სულ იმაზე იყო ჩალიჩი, რომ რვა გუნდი როგორმე ექვამდე შეეკვეცათ, ან პირუკუ - განევრცოთ.
მთელი ეს პროცესი ზანგური რაგბის ბუდის, პორთ’ელიზაბეთის (იგივე "აღმოსავლეთი კონცხი") გარშემო ტრიალებს. ამისი "სპილოები" (ულიფანც) ოდესღაც ელიტაში რაგბობდა, მაგრამ მერე დაბლა დაეშვა. მის ნაცვლად შექმნილი "მეფეები" (ქინგზ) 2013 წელს ძალის-ძალად ჩააბეს თვით ზე 15-ში, მაგრამ ვერკი აღზევდა ქარრის ელიტაში.
გადაწყვეტილი ამბავია, რომ 2016 წლიდან, ზე 18-ში, ქინგზი მეექვსე აფრიკულ გუნდად შევა, მაგრამ კლუბს რომ წრთობა ჭირდება, კავშირმა ქარრის ელიტა ისევ გაზარდა რვამდე და საზანგეთის დესპანი არათუ დასში ჩაწერა, არამედ ზე 18-ის ექვსივე (!) ფრანჩაიზს შეღავათი დაუდგინა - ამათ გინდაც ფსკერზე დააფინიშონ, არ გავარდებიან!
ფარულ ოთხეულებადფალავნობა ამ შაბათს, 16 აგვისტოს იწყება, ქარრის თასი კი წინა უქმეებზე გაჩაღდა. სანამ გუნდი ექვსი იყო, 10 კვირაში იმართებდა ორი წრე და ოთხი უკეთესი კლასიკურ პლეი’ოფში გადიოდა, რვა გუნდის ეგრევე გაჯიბრებას კი 14 რეგულარული კვირა ჭირდება, რაც გლობალური სეზონის გადამკიდე, ვეღარსაიდან გამოიყოფა.
კავშირმა კომპრომისი მონახა: რვეული, შარშანდელი შედეგების მიხედვით, დაყო ორ ფარულ ოთხეულად. ვინც ერთად მოხვდა, ისინი საწყის 6 რაუნდში შინ და გარეთ ეთამაშებიან ერთმანეთს, ბოლო ოთხი ტური კი ერთ, ჯვარედინ სტადიას მოხმარდება და ამ 10 რაუნდის ჯამით გამოვლინდება პლეი’ოფის ოთხი მონაწილე.
125 წლის წინდელითშარშანდელი ჩემპიონი შარქსია, ვისაც ბლომად ჰყავს ბოკე და ამიტომ ქარრის თასზე სხვებზე მეტადაა გაცხრილული. აგერ, სტარტზე, ფავორიტმა სტუმრად ძლივს მოუგო 14-კაცა ხრიკვაზს, ვისაც ქრეიგ იუბერმა 8’ წუთზევე, შუბური ბოჭვისთვის, წითლით გაუგდო შუამარბი ჯონათან ფრანკე.
შარქსმა მოგება წამატებულ დროში გატანილი ჯარიმით დაიბევა. 2013 წელს, ავჭალაში, "თბილისის თასზე" ნამყოფმა პუმასმა წლევანდელი ზე 15-ის მაჩანჩალა, ჩიტაზი გაასაღა, კონცხმა (ზე 15-ის სთორმერზი) და ლაიონზმა კი ბოლო შეტევითღა დადეს მეოთხე, პრემიალური ლელო.
კონცხს საზანგეთში სამი კაცი გაუსინბინეს, მაგრამ მაინც იმარჯვა, ქინგზმა კი ტაიმი 11:10 იმით მოიგო, რომ თეთრმა კაპიტანმა, ლუქ ვოთსონმა მოლით იხეირა.
ტრანს-იუკსკეის დარბზე (იუკსკეი პრეტორიისა და იოჰანესბერგის გამყოფი მდინარეა) ლაიონზი (ყოფილი ტრანსვაალი) "ელის პარკზე" რეტრო, 125 წლის წინდელი, ლურჯ-თეთრ-ზოლება ფორმით გავიდა და ბონუსი მგორავი მოლით აიღო, მაგრამ 10 ნომერი, მარნიც ბოსჰოფიც დაემტვრა.
ქარრის თასიI რაუნდი @ 8-9/08
ქინგზ 16:35 კონცხი$
ხრიკვაზ$ 24:31 შარქს
ლაიონზ$ 41:13 ბულზ
პუმას 28:21 ჩიტაზ$
# გუნდი ქალაქი ქ მ-წ სხვ ლ გტ:გშ $
1 ლაიონზ იოჰანესბერგ 5 1-0 +28 4/1 41:13 1
2 კონცხი ქეიპთაუნ 5 1-0 +19 4/2 35:16 1
3 პუმას ნელსპრეიტ 4 1-0 +7 3/2 28:21 0
4 შარქს დურბან 4 1-0 +7 3/3 31:24 0
5 ხრიკვაზ ქიმბერლი 1 0-1 -7 3/3 24:31 1
6 ჩიტაზ ბლუმფონტეინ 1 0-1 -7 2/3 21:28 1
7 ქინგზ პორთ’ელიზაბეთ 0 0-1 -19 2/4 16:35 0
8 ბულზ პრეტორია 0 0-1 -28 1/4 13:41 0
II რაუნდი @ 15-16/08
შარქს 21.10 პუმას ^პარ
კონცხი 16.00 ბულზ
ლაიონზ 16.30 ქინგზ
ჩიტაზ 17.00 ხრიკვაზ
@