შველიძე ყოფილ გუნდთან ბოლო წუთებზე დამარცხდა
მორაგბეთა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის Heineken Cup-ის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში, დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, გოდერძი შველიძის, გიორგი მჭედლიშვილის და ბექა შეყლაშვილის “მონტობანს” მატჩის მიწურულს გადამწყვეტი ლელო გაუტანა და ტურნირში პირველი გამარჯვების მოპოვება არ დაანება.
Heineken Cup-ის დებიუტანტმა “მონტობანმა” პირველ ტურში მოქმედ ჩემპიონს, ირლანდიურ “მიუნსტერს” სტუმრად დიდი ბრძოლა გაუმართა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა. ფრანგებმა ბოლო წუთებზე ჯარიმა გაუშვეს და მრისხანე მეტოქესთან 2 ქულით დამარცხდნენ, ახლა კი, ფრანგულ დერბში “კლერმონს” უმასპინძლეს და ბოლო წუთზე გაშვებული ლელოს გამო მორიგი მარცხი განიცადეს.
მატჩში, რომელსაც 8 000 მაყურებელი დაესწრო, ქართველთაგან მონაწილეობა მხოლოდ შველიძემ მიიღო. მწვრთნელმა ის ძირითად შემადგენლობაში პირველ ნომრად დააყენა და 58-ე წუთზე შეცვალა. შველიძე გასულ სეზონში “კლერმონში” თამაშობდა და “მონტობანში” მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა, თუმცა Hეინეკენ ჩუპ-ის პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად, მისი გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა.
სტუმრები ლელოთი და გარდასახვით მალევე დაწინაურდნენ, მერე მეტოქეებმა ჯარიმები გაცვალეს, მე-14 და მე-17 წუთებზე კი “მონტობანმა” კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა. გამოცდილმა “კლერმონმა” ეს არაფრად ჩააგდო, ჩვეულ თამაშს მიჰყვა და 25-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო გაიტანა, რომელიც ზუსტად გარდასახა, 38-ე წუთზე კი მუტუმ საკუთარი გუნდის მე-4 ჯარიმა გაიტანა და ტაიმი “მონტობანმა” 12:17 წააგო.
57-ე წუთზე, “მონტობანმა” თავისი ლელო გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, მიტუმ კი ზუსტი გარდასახვით მასპინძელთა გუნდი დააწინაურა. 71-ე წუთამდე შველიძის თანაგუნდელებისათვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, მერე კი “კლერმონმა” გადამწყვეტი ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და “მონტობანი” 7-ქულაზე ნაკლები მარცხისათვის, კვლავ პრემიალური ქულის ამარა დატოვა, თავად კი 4 ქულა მიითვალა.
საკუთარ მოედანზე “ედინბურგის” დამარცხება ვერ მოახერხა აქვსენტი გიორგაძის “კასტრმა”. 8 600 მაყურებლის მხარდაჭერით შეგულიანებულმა მასპინძლებმა, მე-8 და მე-10 წუთებზე ორი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ მალევე ლელო გაუშვეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და ტაიმი შოტლანდიელმა სტუმრებმა ერთქულიანი უპირატესობით ჩაამთავრეს. მე-2 ტაიმის საწყის 10 წუთში, შოტლანდიელებმა ორი ჯარიმის გატანა მოახერხეს და მას შემდეგ ანგარიში აღარც შეცვლილა, გიორგაძე კი საკუთარი გუნდის განაცხადში იყო და მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა საკუთარ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში ვერ დაეხმარა.
I ჯგუფი
შარქსი – მიუნსტერი 16:24
მონტობანი – კლერმონი 19:24
1. მიუნსტერი 2 2 0 0 43-33 8
2. შარქსი 2 1 0 1 48-39 5
3. კლერმონი 2 1 0 1 39-51 4
4. მონტობანი 2 0 0 2 36-43 2
II ჯგუფი
ლინსტერი – ლონდონ ვაპსი 41:11
კასტრი – ედინბურგი 6:13
1. ლინსტერი 2 2 0 0 68-27 10
2. ლონდონ ვაპსი 2 1 0 1 36-52 4
3. ედინბურგი 2 1 0 1 29-33 4
4. კასტრი 2 0 0 2 17-38 1
III ჯგუფი
ბენეტონი – ტაიგერსი 16:60
ოსპრეი – პერპინიანი 15:9
1. ტაიგერსი 2 2 0 0 72-22 9
2. ოსპრეი 2 1 0 1 21-21 5
3. პერპინიანი 2 1 0 1 36-31 5
4. ბენეტონი 2 0 0 2 32-87 0
IV ჯგუფი
სტად ფრანსე – სკარლეტი 37:15
ჰარლეკინსი – ულსტარი 42:21
1. ჰარლეკინსი 2 2 0 0 71-43 9
2. სტად ფრანსე 2 2 0 0 63-25 9
3. სკარლეტი 2 0 0 2 37-66 1
4. ულსტარი 2 0 0 2 31-68 0
V ჯგუფი
ვარიორი – ტულუზი 16:22
ბათი – ნიუპორტი 13:9
1. ტულუზი 2 2 0 0 40-32 8
2. ბათი 2 1 0 1 29-27 5
3. ნიუპორტი 2 1 0 1 41-35 5
4. ვარიორი 2 0 0 2 38-54 1
VI ჯგუფი
ბიარიცი – კალვისანო 41:10
კარდიფი – გლუკასტრი 37:24
1. კარდიფი 2 2 0 0 93-44 10
2. ბიარიცი 2 1 0 1 51-32 5
3. გლუკასტრი 2 1 0 1 46-47 4
4. კალვისანო 2 0 0 2 30-97 0
http://www.msofsport.com/more.aspx?id=13447