პორტრეტები = საპასპორტო სურათები 4 x 3
http://site.rugby.ge/ka-GE/Under-19/+++ ხუთშაბათის "ჩვენი თამაშიდან" =
საითზე ესეც უბრალოებს აღარ ვტვირთავ (ვეღარ ვასწრებ)
ერთადერთი მიზნით - საპირველოდ!ნორჩი ბორჯღალოსნები გუშინ ჩაფრინდნენ ლისაბონში, რათა შარშანდლის დარად,
კიდევ მოიპოვონ მსოფლიო ალაფის საგზური, რომელიც გაზაფხულზე იქვე (!) გაიმართებაბოლო წლებში აპრობირებული სქემაა: შემოდგომაზე 19-წლამდელები რაგბობენ 8-გუნდა "ევროპის ალაფაზე" და ერთი ან ორი უკეთესი საგაისოდ ხვდება 20-წლამდელთა, ასევე 8-გუნდა "მსოფლიო ალაფაზე"
წლეულს ვითარება კურიოზულია: რაღაი 2015 წლის მსოფლიო ალაფის მასპინძლობა ადრევე დაეკისრა პორტუგალიას, ლობუშს საგზური დაბევებული აქვს, მაგრამ ევრო-ალაფის მასპინძელი რომ ძნელად საშოვარია, ლუზიტანებმა ამ ტურნირის გამართვაც იკისრეს - თან გუნდს გააკაჟებენ და თანაც საგაისოდ ორგანიზაციაში მოითელებიან.
ჰოდა, ეგრე გამოდის, რომ პორტუგალია შეჯიბრში "უკონკურსოდ" მონაწილეობს, 2015 წლის საგზურს კი მიიღებს ის, ვინც საუკეთესო იქნება ... მასპინძელთა ჩაუთვლელად. ამის გაგონებაზე ჩვენს დელეგაციას ნაღდად გაეღიმება, რაკი ევროპის იქეთა კიდეზე ერთადერთი მიზნით - სამივე თამაშის მოსაგებად ჩასულა.
14 შარშანაც თამაშობდაშეჯიბრი შარშანაც ლისაბონში გაიმართა და პორტუგალიამ ჩვენამდე ვერ მოაღწია, ბორჯღალოსნებმა კი მეტოქეები ზედიზედ მოსრეს და წლეულს, გაზაფხულზე, ჰონკონგიც დააჭაშნიკეს. მართალია, იქ ოდენ მეხუთე ადგილი დავიჭირეთ, მაგრამ ნუგეშად ისა გვაქვს, რომ ოთხიდან ერთადერთი თამაში წავაგეთ და ისიც 1 ქულით.
გუნდი ევრო-ალაფისთვის გულდაგულ მოემზადა - შევარდენზე 13 ოქტომბერს დაბანაკდა და შაბათს სპარინგი 35:5 მოუგო უმაღლესი ლიგის კლუბ „არმაზს". ქართველთა რაზმის სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ 26 წევრიდან 14 შარშანაც თამაშობდა ანალოგიურ შეჯიბრში და მას აქეთ კიდევ დავაჟკაცდა - ერთი წლით გაიზარდა.
ნაკრებში აღზრდილი რვა კლუბმა მიავლინა, სამი ბიჭი კი უკვე ლეგიონერია - საფრანგეთში ოსტატდება. 8 რჩეული (ოთხ-ოთხი ბექი და ფორვარდი) ქუთაისელია და უკლებლივ ყველა უმაღლეს ლიგაში თამაშობს, ანუ წლევანდელი აია ყველაზე ნორჩი და მზარდი გუნდია.
სთრიმი მართლა იმუშავებს?სამ-სამი დელეგატი ჰყავთ ლელოს, არმაზსა და რუსთავის ხარებს; ორ-ორი ლოკომოტივსა და ჯიქს, ხოლო თითო - პირველ ლიგაში გავარდნილ აკადემიას და ასე განსაჯეთ, ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე კიკეთის "იუნკრებს", რაც უმაგალითო ამბავია.
ჩვენი გუნდების ყოველი ვოიაჟი მედიისა და ქომაგთათვის გულის ხეთქვაა - რაგბის "უნიკალურ ფასეულობათა" გადამკიდე, მასპინძლებს ეძნელებათ არენის ინტერნეთით უზრუნველყოფა, კამერათა დაყენება, ფოტოს გადაღება, ლაივ-სქორის მოწყობა და ოქმის ატვირთვაც, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება.
ჰოდა, ეგებ მართლა იმუშაოს სთრიმმა, რომელსაც პორტუგალიის ფედერაცია გვპირდება.
19წ ევროპის ალაფა 2014ლისაბონი (პორტუგალია)
საქართველო -კვი 26/10 ჰოლანდია @ 19.00 საქ
ოთხ 29/10 @ 21.00 (?) რუსეთი | პოლონეთი
შაბ 1/11 @ 21.00 (?) (პორტუგალია | ბელგია ) | (ესპანეთი | რუმინეთი)
ჭაბუკთა მატჩები 70 წუთიანია!
(მასპინძლის ჩაუთვლელად) საუკეთესო გადის 2015 წლის 20წ მსოფლიო ალაფაზე (პორტუგალია)
19წ ბორჯღალოსნებიბექ) 15 ირაკლი სვანიძე* (ჯიქ, რატი შანიძე (ლელ; გ: ბადრი ლიპარტელიანი* (ამზ, დავით გულიტაშვილი* (ხარ, იოსებ კიკვაძე (აია, ანზორ სიჭინავა* (აკდ; შ: გიორგი კვესელაძე (იუნ, გიორგი კოშაძე (ხარ; 10 რევაზ ჯინჭველაშვილი* (აია, გიორგი ბაბუნაშვილი (აია; 9 ვასილ ლობჟანიძე (ამზ, თემურ თუთბერიძე* (აია) /
ფორ) ბ: ბექა კაკაბაძე* (ლოკ, ნიკოლოზ ნეფარიძე (ლოკ, თორნიკე მატარაძე (აია, გიორგი მელიქიძე (ხარ; კ: ბადრი ალხაზაშვილი* (ლელ, გიორგი ტორაძე* (აია; 2ხ: თორნიკე ზოიძე (სფრ, როლანდ კვაჭაძე* (სფრ, ოთარ გიორგაძე (აია, ბესიკ ბარბაქაძე* (ამზ; 3ხ: ბადრი დანგაძე* (აია, თორნიკე ბუბუტეიშვილი* (ლელ, დავით პაპავაძე* (ჯიქ, ბექა გორგაძე (სფრ)
უფრ) ილია მაისურაძე (მთ.მწვ; ზურაბ ამონაშვილი, ლადო კილასონია, გიგა გურეშიძე (მწვ; დავით რამიშვილი (ვიდ; გიორგი ნადარეიშვილი (მაწ; ვახტანგ წიკლაური (ექმ; ოთარ იაშვილი (მნჯ)
(შარშანაც *) ჩეხეთი 69:8, ესპანეთი 31:3, ბელგია 32:6
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 26 Oct 2014, 00:21