როგორც იქნა უყურე თავიდან ბოლომდე რუმინეთ-საქართველოს,..... ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა მთელი თამაში. პირველ წუთზე რუმინეთმა რომ გაგვიტანა საჯარიმო. მაგის შემდეგ 25 წუთი ჩვენს ნახევარზე არც გადმოსულან :-) მაგრამ რად გინდა ქულა ვერ აიღეს ამ 25 წუთში, მინიმუმ სამი ლელო უნდა დაედოთ ჩვენებს... მოკლედ ყველა ასაკობრივ ნაკრებს ერთი და იგივე პრობლემა აქვს - "უპირატესობის რეალიზება"
ყველამ კარგად ითამაშა მაგრამ ოთხი მოთამაშე გამოირჩეოდა აშკარად (უკვე შეიძლება მათი ნელ-ნელა დიდ ნაკრებში გამოცდა) -
კოლელიშვილი(დაჩეჩქვა რუმინელები, ბოჭვებზე, რაქში ძალიან მაგრად თამაშობს),
ლაშა ხმალაძე(ალბათ დიდი ნაკრების მომავალი 10 ნომერი - ჯერ მარტო ის გარღვევა რად ღირდა, 5-6 რუმინელს რომ ჩაუქროლა.... + ლიდერია ხასიათით ეტყობა

)
ტუჩაშვილი - მაგარი ბიჭია, დაცვაშიც მაგრად თამაშობს და თავდასხმაშიც, ვერ აჩერებდნენ რუმინელები, ფიზიკურად ძლიერია ძალიან.... ერთ ეპიზოდში, სამჯერ შებოჭეს, სამჯერვე უცებ წამოდგა ფეხზე და გააგრძელა წინსვლა...
ჯოგლიძე - ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი.
ჩვენების შეძახილებზეც მაგრად ვიცინე - " მოდით ამოვტენოთ ეს Yლის შვილები" ...........