წინა გარეშე დიზაინერზე უფრო მცოდნის გაკეთებული ჩანს,
რადგან საითის რუკაც კი აქვს
@
მკრეხელობა = ინგლისურად ისევ ქართულზე ზემოთ აწერია
და ქართული ანბანი ისევ გონჯი და კუთხოვანია
ანუ უცხოეთის მხევლები პოზიციას არა თმობენ
აგე, რა ლამაზია! ეგრე ვერ დაეწერება?
ააჰ ... რაგბი რად უნდა ... ნარდი ხომ არ იქნება? = შვიდკაცაც კმარა@
თანდათან შეივსება,
მაგრამ ძირში მცდარია აზრი,
რომ დიზაინერ კომპანიას მიაწვდიან ოფისელები
მასალებს მეილით და
მერე ის დიზაინერი ატვირთავს =
ეგრე საითი ვერანაირად ვერ იქნება ოპერატიული
@
ძაან ჭირდება რედაქტორი = ჩემსას ვაწვები, რა თქმა უნდა
რათა სხვადასხვა ადამიანის დაწერილი
ერთიან სტილზე მოარჯულოს
სრული დომხალია მასალებში
ელემენტარულად, დასადგენია
ანგარიშის, თარიღისა და დროის ფორმატები,
რათა ერთმანეთში არ აერიოს წამკითხველს
@
ცხრილები ძაან უშნოა და გაუწონასწორებელი =
ძალადაა გაწელილი ეკრანის განის შესავსებად
სტატიებში ფოტოებს ტექსტი უშნოდ აქვს შემოწყობილი =
არადა, ძრავი ისეთი ჩანს, რომ ეგ პრობლემა არ უნდა იყოს
ირბ უწერიათ ლათინურად, კიდევა უ18 =
აბა, ფიფას ვინ დაწერს ეგრე?
@
ეტყობა, ზედმეტად მიაჩნიათ გუნდების განაცხადები
და ყველა (!) ქართველი მორაგბის აღნუსხვა =
აშკარად არაა ეგეთი კარი
და ოქმები და სტატისტიკა?
@
საღოლ, რომ არა აქვს ფორუმი
წინაზე ბევრჯერ ვურჩიე, არ გინდათ, რადგან სულ
ანგელოზებიც რომ იყვეთ, ხალხი მაინც მეტად
გაგინებთ, ვიდრე შეგაქებთო
@
გული მეთანაღრება, რომ მარცხენა სვეტი არა აქვს =
მაგრამ მარჯვენა ხატებიც უნდა დარჩეს!
მაგის გამო ამბის არე ძაან განიერია და
ჭირს ეკრანის კიდიდან კიდემდე ნაწერის კითხვა
@
აბა ვნახოთ, თუ წაიკითხავენ და გაითვალისწინებენ@
აგერ, ხულიგანიც მოსულა!
შენიშნა, ამერიკული ბურთი ვერ მოვიშორეთო
ჩემდათავად დავამატებ, რომ ცხრილთა სვეტების რიგი
და იმათი სათაურები, რბოილად რომ ვთქვათ, ძაან მიამიტურია =
მაგ *თამაშების რაოდენობა* ან *ბურთების სხვაობა*
http://site.rugby.ge/portal/alias__Georgia...97/default.aspxბარათებზე აღარას ვამბობ = ზედმეტია, თუ მაგათი დაგროვებით ქულა არ გექვითება
@
მასალას, სასურველია, ეწეროს ავტორი =
სხვას რომ არ მიეწეროს შედევრი
საიხლეებში ამოსავალია თარიღი =
რის გამოც უნდა ეწეროს გარეთაც და დასაწყისში
@
მრგვალი ბორჯღალი ხელბურთის ფედერაციას ვაჩუქოთ =
თან წინას ჩრდილიც უკეთ ადგა

@ და რა უნდა იყოს მარცხენა კიდეზე?
ყველაზე აქტუალური რამები:
ყველა ლიგის ცხრილი (გინდაც კასკადურად)
თამაშთა ანონსი = აქ ამ საათზე ესენი
ერთა თასის დროს = მაგისი ცხრილი
@
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 20 Apr 2010, 16:29