ამუშავდა "ოვალური ოაზისი" = გვიან, მაგრამ მაინც
მეოთხედ’ფინალები უწინდელ ყაიდაზე
სამხრეთი მძლავრობს მსოფლიო თასის ოთხივე მეოთხედ’ფინალი
სამხრეთი ნახევარ’ სფეროს გუნდმა მოიგო, რაც ჯერ’არნახული ამბავიაhttp://Qaflan.netai.net/2015ფერადი პოსტერი
http://site.rugby.ge/_rugby/images/Posteri_UKU.jpgრაზმები
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-RWC-SQUADS/Lelos of Georgia
http://issuu.com/qaflan/docs/2015_rugby_fi...oklet_foni_boloპულები
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-RWC-POOLS/ისტორია
http://site.rugby.ge/ka-GE/RWC-History/შედეგები
http://site.rugby.ge/ka-GE/Rugby-World-Cup-2015/ნახევარ’სფეროთა შუღლი არ’ახალია. სამხრეთს ბურთაობა ეხერხება, ჩრდილოეთს - ჭიდილი და ფეხოსნობა. ევროპაში კლუბებიც მეტად ტვირთავენ მოთამაშეებს. თასსაც უწვიმო ამინდები დაედარა. ჰოდა, მშრალ მოედანზე ან სულაც ჭერქვეშ, მობურთალმა ბითუმად იმარჯვა.
ოთხივე თამაში მაგარი გამოვიდა. ჩემპიონმა ზელანდიამ გააპამპულავა საფრანგეთი. არგენტინამ ადრეული ბლიცითა და მძლავრი ფინიშით გააბითურა ევროპის ფალავანი ირლანდია. ღონიერმა აფრიკამ ბოლოს’ღა დააშამათა ჯიუტი უელსი, ავსტრალიამ კი ქარა’ფშუტობით კინაღამ წააგო შოტლანდიასთან, მაგრამ მსაჯი მის’და ბედად, შეცდა.
ორი თამაში ლონდონში იყო და ორიც კარდიფში. გაუმჯობესდა დასწრებისა და შედეგიანობის რეკორდები. ორივე ნახევარ’ფინალი და თასის ფინალიც თვიქნემზეა. საათი ბრიტანეთში ცოტა უდროოდ იწევს, რის გამოც შაბათს ჩვენებურად თუ 7 საათზეა რაგბი, კვირას უკვე 8-ზე და ფანებს დღე’მუდამ ჭირდებათ ამისი შე’ხსენება.
გამოდი, ბარბაცებოაფრიკა თავიდანვე კარში დასარტყამად მეცადინეობდა და ჯარიმებით კიდეც დაწინაურდა * 9:3, მაგრამ მერე დენ ბიგარმა აბრაგანი აწია, ვილი ლე’რუს ცხვირ’წინ მოუხსნა ოვალი და გარეს დევისს გაატანა * 9:10 @ 19’
ბიგარმა წამატებულ წუთზე არეკნიც შეაგდო * 12:13, ჰანდრე პოლარდმა კი, ვიდრე იგივეს შეძლებდა, ორი გასატანი ჯარიმა ააცილა * 15:16 @ 52’
აფრიკამ მეორე ტაიმში ფაზაობა ააწყო. ბურთით მინიმუმ 20-ჯერ მიეძალა უბერებელი სხალკ ბერგერი. დაღლილი უელსი დაცვაში მაინც ყოჩაღად იდგა და წინ ჯერაც 1 ქულით იყო, ექიმებმა ბიგარი ძალის’ ძალად რომ გაარიდეს ბრძოლას, ესაო’და მოგხვდა და ბარბაცებო.
ბოკესაც ეგ უნდოდა. მარცხნივ გამართული შერკინება დაატრიალა, ბრაიან ჰაბანამ უბურთოდ, მარჯვნივ გაიტყუა ალექს ქასბერთი, დვეინ ფერმიულენმა აიღო ოვალი, ორი მბოჭავი მიიზიდა და მოკლე ფრთაზე, ზურგს’უკნიდან უპასა კაპიტან ფური დიუ’პრეს, ვინაც ალამთან შეფრინდა * 23:19
ლომუს სტილშიწითლად შემოსილ ფრანგებს 8 წლის წინ, მილენიუმზე’ვე გაეგდოთ "ოლ ბლექსი", მაგრამ სენსაცია ვეღარ გამოცხვა. სწორედ რომ პირიქით - კივებმა ლელოებით 9/1 დალახვრეს გალები და რეკორდები მოხსნეს.
ამ თასზე ჰეთ’თრიქი მეორედ შეასრულა გარემარბმა ჯულიან სავეამ და 8 ლელოთი გაუტოლდა ჯონა ლომუს (ზელ 1995) და ჰაბანას (2007)
კივებმა 8 თასის ჯამში პირველებმა დაძლიეს 300-ლელოიანი მიჯნა, მაშინ როცა 200-ც კი სხვას ვერავის გაუტანია, ხოლო ფრანგთა სკიპერმა, ტიერი დიუზოტუარმა აღიარა, გაწაფულობით შავთა ეს პლეადა ჩვენზე ორი-სამი თავით მაღლა დგასო.
ზელანდიამ თავიდანვე შეუტია, ლელო კი იმით დადო, რომ ფეხ’გაჭიმულ ფრედი მიშალაკს მოგერიებაზე დაუფარა ბროდი რეთალიქმა და დაალელოვა * 10:3 @ 12’
პასუხად მორგან პარამ ორიდან ერთი ჯარიმაღა შეაგდო; ნეჰე მილნერ-სქადერმა ფრთაზე დაფინტა; დენ ქართერმა ხელ’უკუღმა ოფლოუდით დაგეზა სავეა, ამან კი, ზედ შესვენების წინ, სამი მბოჭავი ლომუს სტილში მი’მოყარა * 29:13
რაგბის ბრაზილიამეორე ტაიმში ლელოს ავტორმა ლუი პიკამოლმა მუშტი მიადო რიჩი მაკ’ქოუს და სინბინში წაბრძანდა, ზელანდიამ კი თამაშ’თამაშ კიდევ ხუთი - ერთი მეორეზე უკეთესი და იოლი - ლელო გაიტანა * 62:13
ამაზე ფრანგთა მიმავალმა გურუმ, ფილიპ სანტ’ანდრემ შენიშნა, "ოლ ბლექსი" რაგბის ბრაზილიაა, მაგრამ ჩვენი მომავალი თაობაც მტკიცედ დადგება ფეხზე, თუკი შინაურ სტრუქტურას შევცვლით და ბიჭებს დავზოგავთ, თორემ ფრანგები თუ სეზონში 40-ჯერ ვკრივობთ (!), კივები მაქსიმუმ 25-ჯერ რაგბობენო.
სხვაფრივ, მიშალაკმა ნაკრებს თავი მიანება, ჯანი ვეღარ მომდევსო. მასვე მიყვა პასკალ პაპე, ზელანდიას კი დაუშავდნენ მილნერ-სქადერი და ბურჯი ვაიეთ ქროქეთი.
ფალავნობამ არგოთირლანდიას მეოთხედ’ფინალებში 5-ჯერ’ვე მოცარვოდა ხელი და ვერც ამჯერად შეაღწია უკეთეს ოთხეულში. "სამყურებს" აკლდნენ დაშავებულები - პოლ ო’ქონელ, ჯონი სექსთონ, პითერ ო’მანი და დისკვალიფიცირებული შონ ო’ბრაიენ’ი, არგენტინამ კი მხოლოდ დასჯილი მარსელო ვოშ’ი მოისაკლისა.
პუმებს ძაან არგოთ სამხრეთის ფალავნობაში ჩაბმამ - გაშლილად შეტევა ასწავლათ!
ახლაც, საწყის 10 წუთში, მათ ბექებით ორი ლელო დადეს: პავლო მატერას მიძალების შემდეგ სანტიაგო კორდერომ შემოურბინა დეივ ქარნი’ს და მატიას მორონი დაგეზა, კორდეროს’ვე გადაკიდებულთან კი ხუან იმოფმა მიასწრო რობ ქარნი’ს * 0:14
9 გოლი, 23 ქულაკელტებს ცოტათი მაშინ ეშველათ, არგენტინას ბურჯი რამირო ერერა რომ გაუგდეს. ნიკო სანჩესმა ჯარიმა ძელს რომ გაარტყა, ლუქ ფითსჯერალდმა კიდეზე გაუტია და ხოაკინ ტუკულეტი მოაღორა * 10:20
მეორე ტაიმის დასაწყისში ფითსჯერალდის’ვე გარღვევა დააგვირგვინა ჯორდი მერფიმ * 17:20. ირლანდიამ ერთხელაც დაიყვანა დეფიციტი 3 ქულამდე, კრიტიკულ მომენტში კი იენ მედიგანმა 45 მეტრიდან ააცილა ჯარიმა და მალევე დევინ თოუნერი დაჯარიმდა * 20:26 @ 64’
აქ პუმებმა ტემპს უმატეს: ტუკულეტი ალამთან, კონტაქტში, გადაგორებით ეწია მიზანს, ბებერმა ხუან’მარტინ ფერნანდეს’ლოვემ კი იმოფი გაათარხნა. ბოლოს სანჩესმა (23 ქულა) მეცხრე გოლიც შეაგდო * 20:43 და პუმები 8 წლის შემდეგ ისევ გავიდნენ ნახევარ’ფინალში.
ყარაული არ ეყენათსენსაცია კინაღამ მოხდა იქ, სადაც არავინ ელოდა: გაყოყოჩებული ავსტრალია სათანადოდ არ მოეკიდა სქოთებთან რკენას; იდელდა ოზთა ნაქებმა შერკინებამ; ბერნარდ ფოლიმ თავიდან ვერ გარდასახა სამი ლელო; ვოლაბებმა ხელდახელ ბურთაობაც გააგრძელეს ბოლომდე, როცა მაგრად გაწვიმდა, და თემიდაც ალაგ’ალაგ ურევდა.
ოზებს აკლდნენ დაშავებულები - იზი ფოლაუ და დევიდ პოქოქ’ი. თომი სიმორი მწყობრიდან რომ ამოვარდა და ვერ გააჩერა ტევიტა კურინდრანი, მიზანს ფრთაზე ეწია ადამ ეშლი-ქუპერი * 5:0 @ 9’
სქოთებმა მერე ზედიზედ 13 ქულა აიღეს - გრეიგ ლეიდლოუმ ჯარიმები შეაგდო, პით ჰორნმა კი შენიშნა, რომ ოზებს წითელ ზოლში, რაქის უკან, ყარაული არ ეყენათ * 5:13 @ 21’
ავსტრალიამ 10-ფაზიანი შტურმით ისევ ჩაითრია დაცვა და ქერთლი ბილმა გრძელი პასით ახეირა დრუ მიჩელი * 10:13 @ 30’, მაგრამ სქოთ სიო კიდევ ჩაწვა შერკინებაში. ტაიმის ბოლოს ოზებმა 5 მეტრიდან მოლით იძალეს, ხოლო ფოლიმ მესამედაც ააცილა გარდასახვა * 15:16
რომანტიკული პასიმეორე ტაიმის დასაწყისში თავი გამოიდო კივმა ტელი’რეფმა, ბენ სქინმა და დაასკვნა, გასქოთებულმა ზელანდიელმა შონ მეითლენდმა პასის ჩაჭრისას ბურთს ხელი ჩოგანივით დაარტყაო.
გარემარბის სინბინი დერეფანში აგორებული მოლითა და ვილ გენიას პასით იმავე ფრთაზე გატანილი ლელოთი დასრულდა * 22:16, ცოტა ხანში კი თემიდამ ვალი გაუსტუმრა შოტლანდიას:
ეშლი’ქუპერის მეორე ლელოს შემდეგ წინა ეპიზოდი გამოიძია და რაქში აღმოაჩინა უმნიშვნელო "წინ თამაში"
ფოლიმ თავის ნახევარზე თავზე გადავლება რომ სცადა, ფინ რასელმა დაუფარა და გაიჯეჯილა. ლტოლვილს მაინც დაეწია გენია, მაგრამ ოფლოუდით იხეირა სიმორმა * 25:24 @ 59’
ავსტრალია მეხუთე (!) ლელოთი ბოლო მეოთხედში პირველად’ღა დაწინაურდა 8 ქულით * 32:24 @ 65’, მაგრამ უეცარმა გაავდრებამ თავ’გზა აუბნია. სქოთებმა ჯერ მორიგი ჯარიმა შეაგდეს, მარქ ბენეთმა კი რომანტიკული პასი ჩაუჭრა ბურჯ (!) ჯეიმზ სლიპერს * 32:34 @ 75’
უმალ დააჯარიმასენსაცია მომწიფდა. სქოთებმა თავიანთ 22-თან დერეფანში აურიეს. ბურთი ჯოშ ჰარდისგან წინ გადავარდა და ბურჯმა ჯონ ველშმა ინსტინქტურად დაიჭირა. უფალმა იუბერმა, ოზთა კარნახით, უმალ დააჯარიმა ნარშავები. არადა, ტელე’გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ველშამდე ოვალს ნიქ ფიპსიც წაეტანა, ანუ სქოთი ოფსაიდში აღარ იყო!
იუბერმა აშკარად იჩქარა - შეეძლო კიდის მსაჯს შეჰკითხვოდა. აფრიკელ რეფს ეგებ რეგიონული ინტერესიც ამოძრავებდა და გულში ფავორიტის გამარჯვებაც ერჩია. სქოთებმა მოითხოვეს, მომენტი ტელი’რეფთან გადავამოწმოთო, მაგრამ იუბერმა არა ჰქნა, რაკი "მსოფლიო რაგბის" ნაკლული პროტოკოლი ამას მართლა კრძალავს.
მოკლედ, მსაჯი შეცდა, რაც "მსოფლიო რაგბის" გაგებით, თამაშის განუყოფელი ნაწილია. მაყურებელმა სტვენა მორთო, მაგრამ ფოლიმაც მოიკრიფა ნებისყოფა და გამარჯვების გოლი გაიტანა * 35:34
რეფს მავანმა ბოთლიც ესროლა. იუბერს ხელი არ ჩამოურთმევია მოთამაშეთათვის, ისე გაუჩინარდა კულისებში. ამაზე რაგბის მახვშებმა უკბილოდ იხუმრეს, ეტყობა, გალუმპულს შხაპის მიღება ეჩქარებოდაო, ორშაბათს კი გამოქვეყნდა პრეს’რელიზი,
http://www.rugbyworldcup.com/news/115761რომელშიც ოფიციოზმა აღიარა, რეფი შეცდაო - ჯარიმის ნაცვლად შერკინება უნდა დაენიშნაო.
მსოფლიო თასი 2015მეოთხედ’ფინალი
ფოქსის 52’ რჩეული
https://acrossthetasman.com/attachment.php?...65&d=1445357989აფრიკა 23:19 უელსიhttp://www.rugbyworldcup.com/match/14226აფრ: ვ.ლე’რუ პიტერსენ კრილ (სერფონტეინ 68) დე’ალენდე ჰაბანა
<10-9> პოლარდ (ლემბი 77) დიუ’პრე^კაპ /
მთავარირა (ნიაკანე 57) ბ.დიუ’პლესი (ა.სტრაუს 12-23, 56) მალჰერბე (ი.დიუ’პლესი 61)
ეცებეთ (დიუ’ტოი 68) დე’იახერ; ლოუ (ალბერც 68) ბერგერ ფერმიულენ -
ლ: დიუ’პრე; 5ჯ ა: პოლარდ
უელ: ენსქომ ქასბერთ თ.მორგან (ჰუქ 68) რობერთს ნორს
<10-9> ბიგარ (პრისთლენდ 74) გრ.დევის (ჰლ.ვილიამს 71) /
ჯენქინს (ჯეიმზ 56) ბოლდვინ (ქ.ოუენს 57) ლი (ფრენსის 56)
ჩართერის (ბრ.დევის 64) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ (თიპურიქ 68) ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ -
ლ: გრ.დევის; გ 3ჯ ა: ბიგარ
რეფ ბარნს (ინგ) 17/10 @ ლონდონ, თვიქნემ (79 572)
https://acrossthetasman.com/attachment.php?...10&d=14451067573:0(9) 6:0(13) 6:3(15) 9:3(17) 9:10(19) 12:10(21) 12:13(40+ა) /
12:16(47) 15:16(52ა) 18:16(62) 18:19(64) 23:19(75)
ზელანდია 62:13 საფრანგეთიhttp://www.rugbyworldcup.com/match/14230ზელ: ბ.სმით მილნერ-სქადერ (ბარეთ 41) კ.სმით (სბ.ვილიამს 52) ნონუ სავეა
<10-9> ქართერ ა.სმით (ქერ-ბარლოუ 65) /
ქროქეთ (მუდი 28) ქოულზ (მეალამუ 60) ო.ფრენქს (ფაუმუინა 51)
რეთალიქ ვაითლოქ; კაინო (ვიტო 65) მაკ’ქოუ^კაპ (ქეინ 69) რიდ -
9ლ: რეთალიქ მილნერ-სქადერ სავეა (3 4 6) კაინო რიდ ქერ-ბარლოუ (8 9) 7გ ჯ: ქართერ
სფრ: სპედინგ ნაკაიტათი დიუმულენ (ბასტარო 61) ფოფანა დიულენ
<10-9> მიშალაკ (ტალე 12) პარა (ქოქოთ 69) /
ბენ’არუ (დებატი 61) გირადო (შარჟევსკი 57) სლიმანი (მას 61)
პაპე (ნიონგა 48) მაესტრი; დიუზოტუარ^კაპ ბ.ლე’რუ პიკამოლ სბ 47 (შული 72) -
ლ: პიკამოლ; გ: პარა; 2ჯ: სპედინგ პარა
რეფ ნ.ოუენს (უელ) 17/10 @ კარდიფ, მილენიუმ (71 619)
https://acrossthetasman.com/attachment.php?...22&d=14451200353:0(7) 3:3(9) 10:3(12) 10:6(15) 17:6(25) 24:6(31) 24:13(37) 29:13(38) /
სბ(47ს) 34:13(50) 41:13(60) 48:13(66) 55:13(68) 62:13(72)
ირლანდია 20:43 არგენტინაhttp://www.rugbyworldcup.com/match/14223ირლ: რ.ქარნი ბოუ (ფითსჯერალდ 13) ერლს ჰენშოუ დ.ქარნი
<10-9> მედიგან მარი (რედენ 70) /
ჰილი (მაკ’გრას 51) ბესთ (რ.სტრაუს 66) როს (ვაით 51)
თოუნერ ჰენდერსონ (რაიან 71) მერფი (რადოქ 70) ჰენრი ჰიზლიპ^კაპ -
2ლ: ფითსჯერალდ მერფი; 2გ 2ჯ: მედიგან
არგ: ტუკულეტ კორდერო მორონი (დე’ლა’ფუენტე 68) ერნანდეს იმოფ
<10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 53) /
აჟერსა (ნოგერა-პას 68) კრევი^კაპ (მონტოჟა 56) ერერა სბ 17 (ორლანდი 72)
პეტი (ალემანო 60) ლავანინი; მატერა ფერნანდეს-ლოვე სენატორე (ორლანდი 23-27, ისა 51) -
4ლ: მორონი იმოფ (2 4) ტუკულეტ; 4გ 5ჯ: სანჩეს
რეფ გარსეზ (სფრ) 18/10 @ კარდიფ, მილენიუმ (72 316)
https://acrossthetasman.com/attachment.php?...38&d=14451838330:7(5) 0:14(10) 0:17(13) სბ(17ა) 3:17(20) 3:20(22) 10:20(27) /
17:20(45) 17:23(51) 20:23(53) 20:26(64) 20:33(70) 20:40(74) 20:43(77)
ავსტრალია 35:34 შოტლანდიაhttp://www.rugbyworldcup.com/match/14219ავს: ბილ ეშლი-ქუპერ კურინდრანი გიტო მიჩელ
<10-9> ფოლი გენია (ფიპს 71) /
სიო (სლიპერ 51) მორ^კაპ (პოლოტა-ნაუ 62) კეპუ (ჰოუმს 54)
დაგლას სიმონს (მამ 66) ფარდი ჰუპერ მაკ’ქალმან -
5ლ: ეშლი-ქუპერ მიჩელ (2 4) ჰუპერ კურინდრანი; 2გ 2ჯ: ფოლი
შტლ: ჰოგ მეითლენდ სბ 42, ბენეთ პ.ჰორნ (ვერნონ 71) სიმორ (ლამონთ 63)
<10-9> რასელ ლეიდლოუ^კაპ /
დიქინსონ (რიდ 47) ფორდ (ბრაუნ 54) ნელ (ველშ 75)
რ.გრეი ჯ.გრეი (სვინსონ 67) ქოუან (ჯ.სტრაუს 67) ჰარდი დენთონ -
3ლ: ჰორნ სიმორ ბენეთ; 2გ 5ჯ: ლეიდლოუ
რეფ იუბერ (აფრ) 18/10 @ ლონდონ, თვიქნემ (77 110)
https://acrossthetasman.com/attachment.php?...44&d=14452099125:0(9) 5:3(14) 5:10(19) 5:13(21) 10:13(30) 10:16(34) 15:16(40) /
სბ(42შ) 22:16(44) 22:19(47) 25:19(54) 25:24(59) 32:24(65) 32:27(69) 32:34(75) 35:34(80)
მოწინავენი (* შეჯიბრს აგრძელებს)
ქულა:
79 გრეიგ ლეიდლოუ (შტლ; 74 ნიკოლას სანჩეს*(არგ; 66 ბერნარდ ფოლი*(ავს;
64 ჰანდრე პოლარდ*(აფრ; 58 აიუმუ გორომარუ (იაპ; 56 დენ ბიგარ (უელ; 53 დენ ქართერ*(ზელ)
ლელო:
8 ჯულიან სავეა*(ზელ;
5 გარეს დევის (უელ, ხუან იმოფ* (არგ, ნეჰე მილნერ-სქადერ*(ზელ, ბრაიან ჰაბანა*(აფრ;
4 დრუ მიჩელ*(ავს, ჯეი’პი პიტერსენ*(აფრ, თომი სიმორ (შტლ, დი’თი’ეიჩ ფან’დერ’მერვე (კან)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (19/10)
1 ზელანდია 9289, 2 ავსტრალია 9093, 3(5) აფრიკა 8680,
4(6) არგენტინა 8507, 5(4) უელსი 8349, 6(3) ირლანდია 8117,
7 საფრანგეთი = ინგლისი 7977, 9 შოტლანდია 7794,
10 იაპონია 7705, 11 ფიჯი 7696, 12 იტალია 7274
13 ტონგა 7160, 14 საქართველო 7145, 15 სამოა 7036,
16 შტატები 6866, 17 რუმინეთი 6659, 18 კანადა 6265,
19 ურუგვაი 6211, 20 ნამიბია 6175, 21 ესპანეთი 6154,
22 რუსეთი 6110, 23 ჩილე 5734, 24 ჰონკონგი 5731
+/-: არგ 458 ირლ, აფრ 222 უელ, ზელ 0 სფრ, ავს 0 შტლ
@