ბუტბალერინებმა მგონი კიდევ ჩაისვარეს და მთელი ფეხბურთის განყოფილება უკვე კატეგორიულად მოითხოვს მაგათზე, როგორც აბსოლიტურად უიმედოებზე, თავის დანებებას და მთელი ფინანსების რაგბისკენ მიმართვას...
სად წავიღოთ ამდენი ფული, ეხლა ესაა საფიქრალი...
ისე ფუტბალისტების ფულის გამოყენება საშიში რამეა, გადმოგვესხმება მაგათი წყალი და დავიწყებთ მერე მსჯელობას იმაზე, ღირს თუ არა სახლში გერმანიასთან გასამართი თამაშის გატეხვა და რა კუშს იძლევა "აჭარა" ან 'უილიამ ჰილი"...ფუი, ეშმაკს....
ფეხბურთი იმით "მხიბლავს" განსაკუთრებით, რომ სხვაგან ვერსად გაიგონებ ამნაირ ფრაზას: "ინტერი-სლავია მოშნად იგრუზება და ფაიზაღი გატყდება", ა, როგორია? იფ, კარგია...
რა ვქნა მეცოდებიან [ბოლობოლო მამა მყავს პროფესიონალი მწვრთნელი], მაგრამ სხვა რა შედეგს ელოდებოდა ვინმე, როცა წლების მანძილზე ამ სპორტის მესვეურებად [ფუნქციონერებს ვგულისხმობ] გვევლინებოდნენ ზნედაცემული, ფულზე უზომოდ დახარბებული და ჩამპალი ნარკომანი ტიპები. ფედერაციის პრეზიდენტის ბოლო არჩევნები ხომ საერთოდ კლასიკური მაგალითი იყო იმისა თუ რა საზიზღრობაა სპორტისა და პოლიტიკის ზედმეტად დაახლოვება...
ასე რომ, თუ რაგბისკენ რაიმე ფული მართლაც წარიმართება, მაგრამ ამასთან პოლიტიკანებიც უშნოდ დაიწყებენ რაგბის გარშემო ხვარხვალს და თავიანთი სასტავების გაქაჩვას, ამნაირად დაწინაურებული რაგბი მე არ მინდა ნაღდად, რადგანაც შედეგი დროებითზე დროებითი იქნება და საბოლოოდ ფუტბალის ხვედრიც გარანტირებული იქნება...