თითქმის ერთი დღე გავიძელი და ანგარიში არ გავიგე - დღეს დილით დივანადან გადმოწერილს ვუყურე...
ერთი მაგარი პრიკოლი დამემართა - შემთხვევით თავიდან მესამე ფაილი გავხსენი,სადაც მატჩის შემდგომი პერიპეტიები უნდა ყოფილიყო ასახული და დაიწყო ქროსსის ლელოთი,თან ქვემოთ აწერია,"მატჩის ჰაილაითიო"!

წამის მეასედში კი გავთიშე,მაგრამ ეს ხომ ჩამყვა - ვიფიქრე,ავსტრალიამ მოიგო და მატჩის საუკეთესო მომენტად ქროსის ლელო აღიარეს მეთქი!

(აბა რა უნდა მეფიქრა?)
მთელი თამაში დაღვრემილმა ვუყურე,მეგონა წაგებულ თამაშს ვუყურებდი და მხოლოდ მაშინ გამოვცოცხლდი,როცა ჯადო-კარტერმა(სწორედ ასე იხსენიებდა ავსტრალიელი კომენტატორი) რაღაც სასწაული პრახოდი დაარტყა და მეოთხე ლელო გაიტანა!!! ბოლო წუთამდე არ მეგონა თუ მოიგებდნენ - ასეთი სიხარული,ასე წამიერი ალბათ რამდენი ხანია არ განმიცდია... თან ახლა,ასეთ დროს,როცა ჩემი უახლოესი მეგობარი გავაცილე უკანასკნელ გზაზე...
თამაშზე რა უნდა ვთქვა - ჟიტო,ჰორვილი,ქროსი - ძალიან მაგრები არიან.... ტუკირიმ და მორტლოკმა ისე ვერ ითამაშეს,როგორც ეკუთვნოდათ... შერკინება კი ძალიან მაგრად იდგა დაცვაში,თუმცა...
თუმცა ზელანდიამ ის ითამაშა,რასაც ეს 9 თამაში ველოდი - მეორე ტაიმი გადაირივნენ,გაგიჟდნენ - მანამდე იოტისოდენა იმედიც აღარ მქონდა!

კარტერზე აღარ ვილაპარაკებ - სულ ერთი და იგივეს გამო მარაზმში გადავვარდები

მაქკოუ,სოოიალო და მულიაინა ძალიან მაგრები იყვნენ - პირველ ხაზზე აღარაფერს ვიტყვი,მეორე ტაიმში დაიხოცეს თავები!
ცოტა გამართლებაც და ბლედისლოუც დარჩა სახლში!

ახლა მეტს ვეღარაფერს ვიტყვი - დიდი მადლობა ვინც მოგვილოცა! - სამი ტურის მერე ამას ვეღარ წარმოვიდგენდი...