ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი

      
ჯგუფი: Members
წერილები: 19658
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07
|
#10376083 · 10 Jul 2008, 23:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რე-მატჩი ქვეყნის დასალიერში
სამხრეთული "სამი ერის" მეორე შაბათს, ჩვენებურად დილის თორმეტის ნახევარზე, ახალი ზელანდია და სამხრეთი აფრიკა ავდარში ხელ-მეორედაც შეებმიან ერთმანეთს, ოღონდაც ოდნავ შეცვლილი გუნდებითა და წინდაწინ დამუშავებული მსაჯით.
ტურნირის სტარტზე "ოლ ბლექსმა" მეორე ტაიმშიღა დაჯაბნა მსოფლიოს ჩემპიონი "ბოკე", 13-მოგებიანი სერია გაუწყვიტა და ირბ-ის რეიტინგში პირველი ადგილიდანაც ჩამოსვა.
თამაში ახალი წესებით რომ გაიმართა, ქაოსური ელფერი დაკრავდა და ვერც მსაჯობა იყო ისეთი, ამ დონეს რომ ეკადრება. ჰოდა, ირბ იძულებული შეიქნა, ციმციმ აღედგინა წლეულს უარყოფილი პრაქტიკა და ორივე გუნდის გურუ, განმეორებითი შებმის რეფთან სათათბიროდ, პარასკევს დაებარებინა.
პირველი რკენა აფრიკამ რომ წააგო, მსაჯს მეტად გაუნაწყენდა. ამანაც, ავსტრალიელმა სტუ დიკინსონმა, აღიარა შეცდომები. კერძოდ, რეფმა ბრძანა, რომ კივი ბრედ სორნი 3:0-ზე სინბინში იყო გასაგდები, მაგრამ სტუ ამ დროს წინა ეპიზოდში დაჯარიმებულის ვინაობის დადგენით იყო გართული და მომენტი გამოეპარა.
დიკინსონმა ზელანდიასაც მოუბოდიშა იმის გამო, რომ 16:8-ზე ნაღდი ლელო არ ჩაუთვალა. დენ კარტერმა ლელოში დაუგორა ბურთი ჯერომ კაინოს და ესეც დაახტა, მაგრამ რეფს მოეჩვენა, რომ მდევარი დამრტყმელზე წინ იდგა და ოფსაიდი დააბრალა.
უნივერსიტეტი აფინანსებს
მეორე მატჩსაც ოზი, დიკინსონზე გამოუცდელი მეტ გოდარდი განსჯის. თამაში მარად-ქარიან ველინგტონზე უარეს ადგილას, მთლად ქვეყნიერების დასალიერში, სამხრეთი განედის 46 გრადუსზე, საუნივერსიტეტო ქალაქ დანიდინშია. იქაურ "ქარისბრუქზე" პირველი ტესტი ზუსტად ასი (!) წლის წინ გაიმართა, მაგრამ XXI საუკუნეში კავშირმა სიძველით დაიწუნა ასპარეზი და ოთაგოს პროვინცია დიდი რაგბის გარეშე სამი წლით დატოვა.
დანიდინს ბოლო სწორედ რომ "ბოკე" ეწვია 2005 წლის აგვისტოში და "სამი ერის" გადამწყვეტი შებმა სულ ბოლოსღა, 27:31 წააგო. იმ გუნდიდან კივებს 15-ეულში ოთხი კაციღა შემორჩათ (მულიაინა / ვუდქოქი ვილიამსი სოიალო), იაპებს კი ერთბაშად ათი (მონთგომერი დეფილიერსი ჰაბანა იანარი / ფანდერლინდე ბოთა მეტფილდი ბერგერი სმითი ფანიკერკი).
შაბათს ქარისბრუქზე წვიმა და 10 გრადუსია გამოცხადებული. სხვა, რაგბ-მოყირჭებულ მხარეთაგან განსხვავებით, ბილეთები ერთი თვის წინ გასაღდა. დანიდინში "ოლ ბლექსის" ბალანსია 30-3"1, 1971 წლის აქეთ გამართულ 19 ტესტში კი კივები ერთადერთხელ დამარცხებულან (2001 ავსტრალია). 2011 წლის მსოფლიო თასისთვის ქალაქი 188 მილიონად იშენებს ქვეყნის მასშტაბით პირველ გადახურულ სტადიონს და პროექტის მთავარი დამფინანსებელი ოთაგოს უნივერსიტეტია!
აფრიკამ ყვირილი რომ მორთო
ზელანდიამ შერკინებაში ორი კაცი გამოცვალა. ტრიბუნალის მიერ ერთი თამაშით დისკვალიფიცირებული სორნის ნაცვლად პირველად დაიწყებს ენთონი ბორიჩი, 60 კეპის პატრონ მარჯვენა ბურჯს, ევროპაში საშოვარზე მიმავალ გრეგ სამერვილს კი შეეხიდება ჯეელი ჯონ აფოა, ვინც უკეთესი მობურთალია და ბოლო ხანს შერკინებაშიც მკვიდრად დგას.
პირველ ხაზელთა დგომი მატჩისადმი სამზადისის დროს მთავარი საკეჭნაო თემა იყო. ბოკეს მულატმა გურუმ, პიტერ დეფილიერსმა აღიარა, წვიმასა და ქარში უსწოროდ ვირაგბეთ და ფეხით თამაშშიც ჩამოვრჩით მეტოქეს, მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, რომ მეტოქე შერკინებაში ყალთაბანდობდა და მსაჯმა სამართალი ვერ გააჩინაო.
აფრიკელთა მტკიცებით, ისინი "ჩასვლას" თავიდანვე უგებდნენ კივებს, მაგრამ ამათი ოღრაში მარცხენა ბურჯი, ტონი ვუდქოქი განზე იწევდა და ბურთი მეორე ხაზს რომ გასცდებოდა, მერე შიგნით აწვებოდა და მთელი მწყობრიც ბიძგს აკეთებდა. ამის გამო "ოლ ბლექსმა" ბოკეს ზედიზედ სამი შერკინება წამოუშალა, რეფმა კი მას შემდეგღა გაბედა კივთა დაჯარიმება, რაც აფრიკამ ყვირილი მორთო.
2005 წლის გახსენება
იმაზე, რომ თემიდას ზელანდიის რიდი აქვს, აფრიკა უკვე დაუფარავად ლაპარაკობს. სორნმა ბოკეს კაპიტანი ჯონ სმიტი სასტვენის შემდეგ აწია, ბეჭებზე დასცა და ატკინა საზარდული, რის გამოც ჩემპიონებმა ყოჩი შესვენებამდე შეცვალეს და შინ, დურბანში გააგზავნეს, ანუ აფრიკა ტურნეს ბოლო მატჩსაც, ავსტრალიასთან, ძირითადი კვაჭის გარეშე გამართავს.
ამ ინციდენტის გამო მედიამ გაიხსენა, რომ 2005 წელს, "ლომების" ტურნეზე, ორმა ბობოლა კივმა პირველსავე წუთზე განგებ და უბურთოდ აწია ბრიტთა უდაო ლიდერი და კაპიტანი ბრაიან ოდრისკოლი, მიწაზე დაანარცხა, ბეჭი მოსტეხა და მწყობრიდან დიდი ხნით გამოიყვანა, მაგრამ ცდომილ ზელანდიელებს მაშინაც ყურებზე ხახვი ვერ დააჭრეს.
ბოკე იმაზეც შფოთავს, რომ სმიტი იდაყვით დაჯახებისთვის 2005 წელს ექვსი კვირით დაისაჯა, სორნს კი ტრიბუნალი მეტისმეტად ლმობიერად მოექცა. ამაზე ჯონი კითხულობს, ჩვენს ბაკის ბოთას იგივე რომ ექნა ზელანდიის (დაშავებულ) კაპიტან რიჩი მაკქოუსთვის, განა სრულიად რაგბეთი განგაშის ზარს არ დაარისხებდაო, და ასკვნის, თუ "ოლ ბლექსში" არა თამაშობ, უფლებრივად დაჩაგრული ხარო.
თასის დაბალი დონე
სმიტს დანიდინში შეცვლის ბისმარკ დიუპლესი. კაპიტანს სჯერა დუბლიორისა და იქადნება, თუმც შინ ტელევიზორთან გავიხეთქ გულს, ეჭვიც არ მეპარება, რომ ნამატჩევს ბიჭებს დავურეკავ და გამარჯვებას მივულოცავო.
ბოკემ დაშავებულ კაპიტანს ნატვრა რომ აუხდინოს, სამაგისოდ გურუ დეფილიერსს მარქაფაში გადაუსვამს მულატი კონრად იანჩისი, ვინც ველინგტონში აბრაგანები ხსნა და თამამადაც უტია, და 15 ნომრად აღუდგენია 34 წლისა და 97-კეპოსანი პერსი მონთგომერი, რათა ამან ბუჩ ჯეიმზისგან კარში და მოედანში დამრტყმელობა გადაიბაროს.
დეფილიერსს მწერალი ექსპერტები 8 ნომრის შეცვლასაც ურჩევდნენ, მაგრამ არა ჰქნა მოძღვარმა, ესაო და სათამაშო გეგმა ადრევე დავსახეთ და მაგით ყველაფერი აგვერევაო. კივურ მედიაში მავანმა ეგ აზრიც გააჟღერა, პიტერი მარიონეტია, ზეპური რაგბისა არა გაეგება რა და ბოკეც რომ ჩემპიონია, ეგ იმის მაჩვენებელია, თუ შარშანდელი მსოფლიო თასი რაოდენ დაბალი დონისა იყოო.
არღვიეთ გონივრულ ფარგალში!
ზელანდიელთა ქედ-მაღლობა არ ახალია, ძველია. ეგეც ნაღდია, რომ "ჯენთლმენთა თამაშში" ვისაც გასდის წესთა მცირედ დარღვევა, ის კიდეც იმარჯვებს, მაგრამ ტრადიცია მოითხოვს და საჯაროდ უნდა ამტკიცო, რას ბრძანებთ, უფრო ნამუსიანი და გაწაფული რომ არავინაა, წარმატება მაგიტომაა ჩვენი წილ-ხვედრიო.
უთუოდ ამ პრინციპს უერთგულა "ოლ ბლექსის" შერკინების გადიამ, მაიკ კრონმა, როცა აფრიკელთა ბრალდებაზე ბრძანა, ჩვენი, კივური სკოლა საუკეთესოა და თავს სიწმინდეზეც ვდებთ; ყოველ შაბათს გვესმის დაჯაბნილ მეტოქეთა ჩივილი, ვუდქოქის ფანდებს ვერაფერი მოვუხერხეთო, მაგრამ მაგას ყურს არ ვუგდებთ, რაღაი შერკინებაში მიწოლა ჩვენი სტიქია და თულფიაო.
შერკინების წესთა ბუნდოვანება და მსაჯთა შემრიგებლობაც რომ უწყიან, მოკეთენი ბოკეს ურჩევენ, მეტი ფხა გამოიჩინეთ და თქვენც არღვიეთ წესები გონივრულ ფარგალშიო, კრიტიკოსები კი დეფილიერსს უკიჟინებენ, ბოკეზე ახია, რადგან საუკეთესო 3 ნომერი, ბიჯეი (ბრენდონ) ბოთა შინ დატოვეთ და ტურნეზე სხვები წაიყვანეთო.
მეორე შაბათი
^ დააწინაურეს, # დაამცრეს, * დაემატა, $ დაძრეს
>>> ახალი ზელანდია - სამხრეთი აფრიკა
ოლ ბლექსი
(ბეკ) 15 მალილი მულიაინა, 14 სიტივენი სივივატუ, 13 კონრად სმითი, 12 მა ნონუ, 11 რუდი ვულფი; 10 დენ კარტერი, 9 ენდი ელისი / (ფორ) 1 ტონი ვუდქოქი, 2 ენდრიუ ჰორი, 3 ჯონ აფოა*; 4 ენთონი ბორიჩი^ 5 ალი ვილიამსი; 6 ადამ თომსონი, 7 როდნი სოიალო კაპ, 8 ჯერომ კაინო;
(მრქ) 22 ლიონ მაკდონალდი, 21 სთივენ დონალდი, 20 ჯიმი ქოუანი / 16 კევენ მეალამუ, 17 ნემია ტიალატა; 18 კევინ ონილი*, 19 სიონე ლაუაკი (მწ) გრემ ჰენრი, ვეინ სმითი, სთივ ჰანსენი
ბოკე
(ბეკ) 15 პერსი მონთგომერი^ 14 ჯეიპი პიტერსენი*, 13 ადრიან იაკობსი, 12 ჟან დეფილიერსი, 11 ბრაიან ჰაბანა; 10 ბუჩ ჯეიმზი, 9 რიკი იანარი / (ფორ) 1 ხურთრო სტენკამპი, 2 ბისმარკ დიუპლესი^ 3 სიჯეი ფანდერლინდე; 4 ბაკის ბოთა, 5 ვიკტორ მეტფილდი კაპ; 6 სხალკ ბერგერი, 7 ჟოან სმითი, 8 ჯო ფანიკერკი;
(მრქ) 22 კონრად იანჩისი# 21 ფრანსუა სტეინი, 20 რუან პინარი* / 16 სხალკ ბრიცი*, 17 ბრაიან მუჯათი; 18 ანდრის ბეკერი, 19 ლუკ ვოთსონი (მწ) პიტერ დეფილიერსი, დიკ მიუირი, გარი გოულდი
მსაჯები
რეფერი მეტ გოდარდი; კიდეებზე: ჯეიმზ ლექი / პოლ მარკსი; ვიდეო ჯორჯ აიუბი (ავსტრალია)
შაბ 12/07 დანიდინი, ქარისბრუქი (29 ათასი)
გლობალ ტვ: ცოცხლად 11.30 საქ
გამეორებით: შაბ 15.00 23.00 - კვი 11.00 15.00 - ორ 08.00 14.00
სპორტ ტები (წინაზე)
მოგება: ზელ 1.18 (1.40) - აფრ 4.50 (2.80)
ფორა 10.5 (7.5)
სხვაობა: ზელ>13 2.00 (2.60), ზელ[1-12] 2.70 (2.75), ფრე 34.0 (31.0), აფრ[1-12] 5.50 (4.0), აფრ>13 14.0 (8.0)
პირველი ქულა: 2.90 ზელ ჯარ, 3.10 აფრ ჯარ, 3.25 ზელ ლელო, 6.50 აფრ ლელო, 26.0 აფრ არკ, 34.0 ზელ არკ, 1001.0 0:0
პირველი ლელო: 10.0 სივივატუ ჰაბანა, 11.0 ვულფი, 13.0 კ.სმითი ნონუ, 14.0 პიტერსენი, 15.0 მულიაინა კარტერი დეფილიერსი ... 26.0 არ გავა, 67.0 საჯარიმო
წარსული
სულ (1921 წლიდან) 73: 41-29"3
სამ ერზე (1996) 20-6, დანიდინში (1921) 7-0
<<< სამი ერი 2008
ქალაქზე დაკვრა = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა
1 05/07 ველინგტონი ზელანდია - აფრიკა 19:8
კიბე ქ სხვ გატ:გაშ შინ გარ ლ პრ ზელანდია 4 +11 19:08 1-0 0-0 1-1 0 ავსტრალია 0 =00 00:00 0-0 0-0 0-0 0 აფრიკა 0 -11 08:19 0-0 0-1 1-1 0
3 19/07 პერთი ავსტრალია - აფრიკა14.05 4 26/07 სიდნეი ავსტრალია - ზელანდია 14.05 5 02/08 ოკლენდი ზელანდია - ავსტრალია 11.35 6 16/08 კეიპტაუნი აფრიკა - ზელანდია 17.00 7 23/08 დურბანი აფრიკა - ავსტრალია 17.00 8 30/08 იოჰანესბერგი აფრიკა - ავსტრალია 17.00 9 13/09 ბრისბენი ავსტრალია - ზელანდია 14.05
ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია
<<< >>>
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 10 Jul 2008, 23:26
--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში [ ragbi2021 | ovaluri | biblio | zanduki | matiane | lelo | shevardeni ] . Qaflan.net + ბორჯღალი 1964 >> გაურკვევლობაში უბედურები # ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
|