keenSanta_papaუკაცრავად,მაგრამ ამ შენიშვნას ვერ მივიღებ - ეს მაისურები მეგობრებმა გამომიგზავნეს საზღვარგარეთიდან და აქ ბორჯღალიანი მაისურის შეძენა ბევრად დიდი პრობლემა არის - ჯერ ერთი,რაღაც გარკვეულ წრეებთან და "ფან-კლუბებთან" უნდა იყო დაკავშირებული,რომ ასეთი კვართი შეგხვდეს და მეორეც - ვერც მაღაზიაში შეიძენ და თუ სადმე იშოვე,იმაზეც ისეთი რეკლამები აწერია,სარეკლამო ბანერი იქნები და სხვა არაფერი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისგან განსხვავებით,ჩემთვის მორაგბეების კვართის შეძენა და ტარება განუზომლად საამაყოა!
სხვათა შორის აქ ამაზე თემაც გვქონდა გახსნილი და ლამის იმ დასკვნამდე მივედით,რომ შეკვეთა საზღვარგარეთ გაგვეკეთებინა!

პ.ს. ჩემი "ოლ ბლექსის" მაისურს კი მარტო გვიმრის ვერცხლისფერი ფოთოლი აქვს და მეტი არაფერი!