მაგარი სტატიაა !
ქართული რაგბის ძალიან ნიჭიერი თაობა...
არ დასცალდათ თორემ კიდევ უფრო წინ ვიქნებოდით..ძალიან ძლიერი სასტავი იყო იმ
პერიოდში,ამდენი ტალანტი,,
ქართველ მორაგბეთა პირველი ინგლისური ტურნე
30.04.13
http://site.rugby.ge/news-view/?newsid=283...%83%9C%E1%83%94სტატია
„ქაუნთი თაიმსი“ – 30/11/1990
ავტორი - ბრაიან ოუენი
ამონარიდები:
ქართულმა გუნდმა - ქორებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირის სამ-გზის ჩემპიონები არიან, სტადიონზე 300-დე გულშემატკივარს მოუყარეს თავი, ხოლო ღონიერმა მოთამაშეებმა დაამტკიცეს, რომ რიჩარდ ბელის ბიჭებზე ბევრად ძლიერები ყოფილან.
ქართველებმა თითოეულ ტაიმში ორ-ორი ლელო დადეს, რითიც დამაინტრიგებელი წარმოდგენა შეგვიქმნეს აღმოსავლეთ ევროპული რაგბის სიძლიერეებსა თუ სისუსტეებზე
მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი იყვნენ ყველაზე დიდი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და მეგობრული გუნდი, რომელიც კი ენახათ ჰორშემში. ქართველები გამოირჩეოდნენ წინა ხაზის ძლიერი თამაშით, მძლავრი და სწრაფი სირბლითა და აგრეთვე, კარგად არტყავდნენ ფეხს.
საბჭოელებმა( აქაც ქართველები დაეწერა რა ბარემ

) კიდევ ერთხელ შეძლეს თავისი დიდი ფიზიკური ძალის დემონსტრირება, როდესაც მატჩის ბოლოსკენ შეცვლაზე შემოსული ჰორშემის მოთამაშე მწვრთნელი, ფიზიკურად ძლიერი პიტერ ქოლემენი შებოჭეს, რამოდენიმე მეტრით უკან დასწიეს და მიწაზე დაანარცხეს.
გასაგები მიზეზების გამო ქართველებსა და ინგლისელებს შორის კომუნიკაცია ცოტაოდენ ჭირდა. გარდა ამისა, სტუმარი გუნდის ზუსტი სახელწოდების გარკვევაც გართულდა - ოფიციალურად გუნდს „რაგბის კლუბი ელმავალი ერქვა“, მაგრამ მას როგორც თბილისის ლოკომოტივსაც მოიხსენიებდნენ, ხოლო კვართებზე მათ ქორები ეწერათ. თბილისელების მწვრთნელმა აგვიხსნა, რომ თავის დროზე კლუბი რკინიგზელებმა ჩამოაყალიბეს და შესაბამისად მას ლოკომოტივი დაერქვა, ქართულად ლოკომოტივი კი ელმავალია. „ჩვენ თბილისის გუნდი ვართ, ხოლო ამიერიდან გვეწოდება „ქართული რაგბის კლუბი ქორები“ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ქართველები ვართ და არა რუსები“.
This post has been edited by Parabellum_ on 9 May 2013, 06:38