გაერთეთ და ჩაუფიქრდით
რა ხდებოდა ცხრა წლის წინ, ამ დროს
2004ხელი ბეკებმაც გამოიღეს რაგბში ქვეყნის ჩემპიონმა, თბილისის "ლოკომოტივმა"
შაბათს, თასის ფინალში უმაგალითოდ იოლად ძლია თანაქალაქელი "ყოჩები"
და შარშან, ბათუმის "დათვების" ჯობნით მოგებული ჯილდო შეინარჩუნა.http://qaflan.netai.net/ze_ragbi/2004-07/2004-07-25_Tasi.htmარგენტინული ფეხბურთისა არ იყოს, ქართულ რაგბშიც აგერ უკვე მეორე სეზონია, ორი პირველობა იმართება. პირველს, მაის - ივლისისას თასი ჰქვია, მეორეს, სექტემბერ - დეკემბრისას კი, ჩემპიონატი. თასის ფორმულა ჩემპიონატისაზე საზოგადოდ უფრო აბურდულია ხოლმე, მაგრამ პლეი-ოფი უფრო მარტივი და მოკლე აქვს, რაც იმაშიც ვლინდება, რომ გუნდების ნაწილი ნაკლებ პრესტიჟული ჯილდოების (ფარი, ფიალა) ფინალების თამაშს თავს არიდებს.
აი, წელსაც შეჯიბრი თოთხმეტმა კოლექტივმა დაიწყო, დამთავრებით კი რვამ დაასრულა. ბათუმის ორივე გუნდი დაიშალა, მერე კი პრეზიდენტიც დაუპატიმრეს. ფარზე აღარ ითამაშეს ქუთაისმა და მეორე აკადემიამ, ხოლო ფიალაზე "არმაზმა" და ბაქოს (მოძმე აზერბაიჯანი) "რაგბი ქლაბმა".
ამეების შემდეგ საქართველოს "ღია" თასი ფაქტობრივად თბილისის "დახურულ" პირველობად იქცა და დედაქალაქს თავს დამტყდარი კოკისპირული წვიმის გამო, ფეხბურთის ეროვნული პირველობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრეღა დასრულდა, თორემ მორაგბეებს ხეირიანი ასპარეზი ნაღდად ისევ საძებარი ექნებოდათ.
ფინალი "ლოკომოტივის" მთავარ მოედანზე გაიმართა და ხუთასზე მეტი, მაგრამ ათასზე ნაკლები ფანი მიიზიდა. დეკემბერში, იქვე ჩატარებულ ჩემპიონატის ფინალში, "ლოკომოტივმა" ბოლო მეოთხედში გატანილი ჯარიმითღა ძლია "ყოჩები", მაგრამ ამჯერად მოძლიერებულ მეტოქეს ულაპარაკოდ მოუგო.
დიახ, დღესდღეობით "ლოკომოტივი" (მწვრთნელები თემურ ბენდიაშვილი, დავით ჩავლეიშვილი, რეზო ჯაფარაშვილი; კაპიტანი კახა ალანია) ნორჩ "ყოჩებზე" აშკარად უფრო დაღვინებული გუნდია. რკინიგზელები ზელანდიის "ოლ ბლექსის" სტილში, პირდაპირ, ძალისმიერად ეძალებიან მეტოქეს. "ბორჯღალოსანი" 10 ნომერი ბობა კვინიხიძე ჭკუით წარმართავს ბეკების თამაშს, რასაც ფრიად ახალისებს ვეტერანი ფულბეკის, გიო ასათიანის ჩართვები.
დეკემბრისგან განსხვავებით, ბრძოლამ ამჯერად ტაიმ-ნახევარს გასტანა. საათის თავზე, როცა "ლოკომოტივი" 19 ქულით იყო წინ, ძმები სოხაძეები შემოსწყრნენ რეფერი ნოდარ რობიტაშვილს. მსაჯმა ორივე მაგინებელი გააძევა, წამატებულ დროში კი ფინალი ფარსად იქცა და მაყურებელს ერთი სულიღა ჰქონდა, როდის დასრულდებოდა.
თასის წინასწარ ეტაპზე, "ლოკომოტივის" სათადარიგო მოედანზე, ლელოთა უმეტესობა მგორავი მოლით გადიოდა. ამჯერად ხელი ბეკებმაც გამოიღეს. პირველ ტაიმში "ყოჩების" პივოტმა ლაშა მალაღურაძემ 15 ნომრად მოთამაშე თემურ სოხაძე კარში შეაფრინა, მეორის დასაწყისში კი "ლოკომოტივის" კაპიტანმა კახა ალანიამ გაუჭრა მეტოქეს ხაზი და ზვიად კობერიძე გემოზე გააქცუნა.
ლოკომოტივი 55:20 ყოჩები7ლ: კახიანი ჟღენტი კობერიძე გუგავა (4 7) ზ.მაისურაძე ტრაპაიძე; 4გ 4ჯ: კვინიხიძე / სბ: გასვიანი -
2ლ: თ.სოხაძე ლობჟანიძე; 2გ: თ.სოხაძე მალაღურაძე; 2ჯ: თ.სოხაძე / სბ: თ.სოხაძე, წბ: ვ.სოხაძე
რეფ რობიტაშვილი * 24/07 ვაკე
7:0(3) 10:0(15) 10:3(17) 17:3(28) 17:10(35) 20:10(40) 20:13(40+5) /
27:13(46) 32:13(54) სბ(64ყ) 35:13(65წბ) სბ(69ლ) 35:20(71) 38:20(73) 45:20(77) 50:20(80+3) 55:20(80+5)
კიბე1#ლოკომოტივი, 2#ყოჩები, 3# ლელო, აკადემია;
5#უნივერსიტეტი; 6#ხულიგანა; 7#აია, აკადემია$2;
9#დინამო; 10#ყოჩები$2; 11#არმაზი, ბაქო
თასის ყველა მფლობელი 4 - ლოკომოტივი (ვესტა) 1992 2000 2003 2004
2 - დათვები 2001 2002
3 - ყოჩები 8სპი9 1978" 1979" 1980"
1 - უნივერსიტეტი 1981"
ყველა ჩემპიონი 8 - ლოკომოტივი (ვესტა, თბილისი) 1968 1972 1977 / 1992 1994 2000 2001 2003
8 - აია (დინამო, სახლმშენი, მშენებელი ქუთაისი) 1969" 1978" 1982 1984 1985 / 1990 1991 1995
7 - დინამო (ივერია) 1967 1970 1971 1973 1974 1975 1976
2 - ყოჩები 1997 1998
2 - დათვები 1999 2002
1 - რუსთავი 1993
1 - გუმარი 1996
2 - სამედიცინო 1981" 1987"
2 - ჯარი 1985" 1988"
2 - ერქვანი (აისი, გელათი ქუთაისი) 1986" 1989"
1 - უნივერსიტეტი 1980"
" საბჭოთა ხანაში საკავშირო პირველობაზე მოთამაშე ქართული გუნდები
ამ წელს რესპუბლიკის პირველობაში არ მონაწილეობდნენ
@
ოღრაშის ტრიბუნა
ცოტა რჩევა და მეტი კრიტიკაhttp://qaflan.netai.net/ze_ragbi/2004-07/2...OXR-Kritika.htm დავბრუნდი გვატემალურ-ჰაიტური მივლინებიდან და თვითმფრინავის ტრაპიდან პირდაპირ ვაკეში, რაგბის ეროვნული თასის ფინალზე მოვხვდი.
ფრიად გამეხარდა ერთბაშად ამდენი ოღრაშის დანახვა. იმათ ქიშმიშის ნაყინზე დამპატიჟეს და აგრერიგად პირ-ჩა-კოკ-ლო-ზი-ნე-ბულ-მა ძაანაც ვისიამოვნე საზაფხულო ბურთაობის ცქერით. მერე მივიკითხ-მოვიკითხე, თუ შემდეგი სეირი როდის გველის, ან თქვენს თემში რა სიახლეა-მეთქი, და მორიგი გამოხდომის დასაწერად ნაშუაღამევს კომპუტერს მივუჯექი.
ვაკეში შევიტყვე, რომ ზურზიკულ რაგბში უფროსობა გამოცვლილა. ამის კვალად თამაშის განვითარების ახალი გეზი აურჩევია თემს. საერთაშორისო კალენდრის ამბავშიც თურმე თავზე საყრელად ყოფილა სიახლე. ეს შვიდკაცაო, ის თხუთმეტკაცაო.
მერე თურმე ხუთჯვრიანი დროშის ქვეყანა 13-კაცა ბურთაობის მსოფლიო ფედერაციაშიც მიუღიათ, რაც თვით ჩემთვის, ანუ უმაღლესი რანგის ოღრაშისთვის, სიურპრიზია, რადგან ეგრე წამიკითხავს, რომ სერ ყაფლან ჯანდიერი აქა კრიკეტსა და ოზურ ფეხბურთს გვინერგავდა და არამც და არამც გაავებულ ხვადაგთა ჩოჩიალა, მუშურ-დისიდენტურ ჩიბლუხს.
ცდომილი ლიგა იქეთ იყოს და მე უფრო კადრებისა და კურსის შეცვლამ დამაინტერესა. ეგრე გამიგია, რომ წინა რეჟიმმა საქმე ერთ შარახვეტია, მაღრიბელთა განსწავლით სახელ-გავარდნილ ფრანგს ჩააბარა, ამან კი ხუთი გუნდის სამყოფი კავკასიელი ბიჭები ევროპაში წაასხა და მათი გაყიდვით აღებული ფულით მამულში აეროდრომი აიშენა, ხოლო აქაურ კლუბებს ერთი ევროც არ მისცა.
კიდევ ეგ მსმენია, რომ იმავე იმპრესარიოს მოხმარდა ის თანხა, რომელიც აქ, ვერეს ხეობაში, შუაგულ ვაკეში, უპრესტიჟულეს ადგილას, რაგბის მოედნის მოწყობაზე უნდა დახარჯულიყო. აი, ეს კი თურმე ვეღარ იგუეს ზურზიკულმა კლუბებმა, პრეზიდენტობიდან ერთი მეღვინე დაამხეს და მის ნაცვლად მეორე გაამეფეს, ოღონდაც ამას მრჩევლებად თითო ვექილი და დიპლომატიც დაუნიშნეს, რათა საქმეში არ ჩაჭრილიყო.
ახლა ეგ ვიკითხოთ, გეზი როგორ შეიცვალა. როგორა და რაგბის რეგიონებში გავრცელება დაუსახავს ახალ რეჟიმს პრიორიტეტად. მოედანი თურმე კიდევ კარგა ხანია ვერ ექნება ტფილისის რვა კლუბს, რომელთაც ექვს ასაკში გამოჰყავთ გუნდები, და თურმე აღარც შვიდკაცას მიექცევა იმდენი ყურადღება, რამდენიც აქამდე ეთმობოდა.
მერე კიდევ, ძველ მეტოქეს, მართლმადიდებელ რუსეთს სტუმრად თებერვლის ნაცვლად ნოემბერში ვერაგბებით, რათა ძველებურად აღარ გავითოშოთ, ხოლო "ერთა თასისთვის" ჰაიფელდტის ზეგანზე, ყოფილ ჩრდილო ტრანსვაალში, აწ კი "ლურჯი ხარების" პროვინციაში მოემზადებიან "ბორჯღალოსნები".
ამათთვის შეუფერებელი, წარმართულ-სატანისტური სახელი ეგებ უკვე მოეშორებინათ და გუნდიც ახლებურად მოენათლათ ახლებს, მაგრამ ამ საშურ საქმეს ნაღდად ის აფერხებს, რომ "ჯვაროსნები" ძაან კათოლიკურად ჟღერს და ზე 12-ის ზელანდიური გუნდის ინტელექტუალური საკუთრებაა.
ერთი კია, გუნდის სამოსში ამიერიდან შინდისფერი რომ აღარ უნდა გაერიოს, ეგ ხელისუფლებას რაგბის თემისთვის დანამდვილებით შემოუთვლია პირადი კონტაქტების დონეზე, თორემ ტრადიციის დამფასებელი ხალხი უკეთილშობილეს ტონზე ნებით ხელს არ აიღებდა და უშნოდ აჭრელებულ კვართს მთლად არ გაი-თეთრ-ალისფრებდა.
სხვისი კრიტიკა იოლია. ისე, არც მარგი რჩევის მიცემაა მაინცდამაინც ძნელი. ამიტომ გამოხდომის ბოლო მესამედში ერთ-ორ სასარგებლო რამეს დავწერ და თუ ვისი ჯერიც არს, ის წაიკითხავს, ან სხვები მოახსენებენ და მუშაობაში
გაათვალისწინებინებენ, ჩემს ოღრაშულ ვალს ამ ჯერზე გასტუმრებულად ჩავთვლი.
დავიწყოთ იმით, რომ გარდაბანში ბავშვთა რაგბის დანერგვა კარგია, მაგრამ უკეთესი ის იქნება, თუ ბათუმში კაცთა და ბავშვთა გუნდები არ დაიშლება. ქუთაისსაც სასწრაფოდ მიხედვა ჭირდება, თორემ ნახევარი "აია" კრასნოიარსკსა და ნოვოკუზნეცკში გაიკრიფა.
"დინამოს" დაარსებიდან 40 წლის აღნიშვნაც უპრიანია, მაგრამ ქეიფს რომ მაინცდამაინც "ბლედისლოუს თასის" ლაივს დაამთხვევ, ეგ იმის დასტურია, რომ სარაგბო ტყემლის კენწეროში ზიხარ და "მანჩესტერ" - "ბენფიკას" მეტი ბებრულ გოგრაში არაფერი გიტოკავს.
შვიდკაცას დამცრობა სიბეცეა. ერთი რომ, დედაქალაქს ჭირდება საერთაშორისო ტურნირი, ხოლო რაგბის თემს, ყოველწლიური ბალაგანი. მეორეც, შვიდკაცა მსოფლიოს მოვლა-მოხილვის უებარი საშუალებაა. იგი რომ არა, ჩვენს მობურთალებს დუბაის, მარ-დელ-პლატას, ჯორჯისა და ჰონკონგის მხოლოდ სახელები ექნებოდათ გაგონილი და იქაურ სიტკბოებას ვერ დაეწაფებოდნენ.
ცოდვა გამხელილი სჯობს და რაგბი აქამდე იმანაც შემოგვინახა, რომ მასში მავანთ გემრიელი ვოიაჟები იზიდავდა. ასე რომ, არ ეგების იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ზიხარ, მით უფრო, თუ ხარჯს ორგანიზატორი გიზღავს.
ვაღარშაკ ანდრიავიჩუსიმზიური ზურზიკეთის კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკი
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 19 Jul 2013, 13:55