ყველა თამაში უნდა მოვიგოთ................................................................ -მალე ეროვნულ ნაკრებს შოტლანდიაში უწევს თამაში. ბორჯღალოსნები ვერც ამ შეხვედრისთვის იკრიბებიან ოპტიმალური შემადგენლობით. ეს სერიოზულ პრობლემებს არ შეუქმნის ჩვენ გუნდს?
-შოტლანდიაში სერიოზული თამაში გველის. ამ ქვეყნის რაგბი წინ მიდის, ვითარდება. კლუბები საკმაოდ წარმატებით ასპარეზობენ ევროპის საკლუბო ტურნირებში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოთამაშე გვაკლია, მაინც იმედიანად ვართ. შოტლანდიაში ორი ისეთი მოთამაშე იქნება ნაკრებში, რომალსაც ჩემი ხალმძღვანელობით ჯერ არ უთამაშიათ: ირაკლი მაჩხანელი და დავით ხინჩაგიშვილი. მათ მალე ავუხსნით ნაკრების თამაშის ახალ ნიუანსებს და იმედია შოტლანდიელებს დავამარცხებთ.
-მომავალი წლიდან მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი იწყება. რუსეთის ნაკრებთან, IRB-ის გადაწყვეტილებით ნეიტრალურ მოედანზე მოგვიწევს თამაში. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს გადაწყვეტილება და როგორ მომზადებული შეხვდება შესარჩევ ტურნირს საქართველოს ნაკრები?
-შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება მართებულია. რაც შეხება შესარჩევი ტურნირის თამაშებს, კარგია, რომ მატჩების თარიღი IRB-ის მიერ დადგენილ ღია ფანჯარას დაემთხვა. ეს საშუალებას მოგვცემს ნებისმიერი მორაგბე შეუფერხებლად გამოვიძახოთ ეროვნულ გუნდში. იმედი მაქვს, რომ ერთი და იგივე შემადგენლობით თუნდაც სამ მატჩში ვითამაშებთ. შედეგი კი, ისეთივე უნდა ვაჩვენოთ როგორიც წელს. ყველა თამაში უნდა მოვიგოთ.
სრულად ინტერვიუ კლუბ "ლელოს" საიტზე >>>>>
http://www.lelorugby.ge/index.php?option=c...id=217&Itemid=1
"І прийде час, коли один скаже: "Слава Україні! ", а мільйони відповідатимуть "Героям слава!"