"ლელო "
# 146 (12 825)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2009 წელი
კოსტანცაში შავი ზღვის თასისთვის
ბესიკ ჯანგავაძე
საქართველოს მორაგბეთა ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები დღეს რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში მიემგზავრება შავი ზღვის თასის მეორე გათამაშებაში მონაწილეობისთვის.
შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი მთლიანად საქართველოს რაგბის კავშირის პროექტია, რომელიც FIღA AEღ-ის მხარდაჭერით იმართება. პირველ ტურნირს შარშან ივლისში ფოთმა უმასპინძლა საქართველოს, რუმინეთის, უკრაინისა და დასავლეთ საქართველოს ნაკრები გუნდების მონაწილეობით. გამარჯვება საქართველოს ძირითად ნაკრებს ხვდა წილად.
ტურნირის ფორმატის თანახმად, შეჯიბრებას მასპინძლობა მონაცვლეობით ყველა ქვეყანამ უნდა გაუწიოს. ამჯერად რუმინეთის რიგია. ?ამწუხაროდ, წლეულს ტურნირში მონაწილეობაზე უარი უკრაინამ თქვა. ?ამაგიეროდ, პირველად იასპარეზებენ შავი ზღვის თასზე რუსები. ორი გუნდით გამოვა რუმინეთის ნაკრები.
ჩვენმა ჩვიდმეტწლამდელებმა, რომელთაც ბადრი ბოხუა წვრთნის, ერთკვირიანი შეკრება ურეკში გაიარეს. ნაკრების ოცდაექვსკაციან სიაში ექვსი ქუთაისის �აიას� აღზრდილია, ერთიც ფოთის �აიეტის�. დანარჩენი კი, თბილსის სხვადასხვა კლუბს წარმოადგენენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირის პარალელურად კონსტანცაში მსაჯთა საერთაშორისო სემინარი გაიმართება, სადაც მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან ხუთი მსაჯი გაემგზავრება.
საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები:
თორნიკე ჯიბლაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით ხიდეშელი (ყველა უნივერსიტეტი), გია ანაკიძე (აიეტი), ბექა არაბიძე, ბექა მამრიკიშვილი, ზურაბ ძნელაძე, გიორგი ლომთაძე, ლევან შვანგირაძე, გაგი ბაზაძე (ყველა აია), გიგა გაგოშვილი, ხვიჩა ბუჟიაშვილი, გიორგი თეთრაშვილი (ყველა შევარდენი), ლევან გოგოლაშვილი, ლაშა ლომიძე, მერაბ შარიქაძე (ყველა აკადემია), დურმიშხან ყუფარაძე, გიორგი ქოჩიაშვილი (ორივე - ჯიქები), სანდრო ქოიავა, ბექა კნიპაშვილი, ელგუჯა სურგულაძე, გოდერძი ჭინჭარაუ ლი (ლელო), ბახვა კობახიძე, როსტომ ლორთქიფანიძე (ორივე ყოჩები), გიორგი მისრიაშვილი (არმაზი), ზაზა ნავროზაშვილი (ივერია).
http://www.opentext.org.ge/09/lelo/146/146-22.htmმაგარი ბიჭები არიან