ჯაბამ მშვენივრად ითამაშა გუში. ორი ხოშიანი აუტი ააგდო, რასაც ვერ ვიტყვით მის კოლეგა ტოლოფუაზე. ზუსტად ამდენი ააცილა მიყოლებით და საერთოდ დიდი ვერაფერი თამაში აჩვნა.
ამას პლიუს ჩინებული ბოჭვები, ერთხელ თვით ნგვენიას დაეწია უკნიდან და ისე შებოჭა!!!! ნუ ეხლა ისიც მთლად არ მიფრინავდა მაგრამ მაინც კარგად დაეწია

ერთხელ რაქში თამაშისთვის დააჯარიმეს, მაგრამ არ გავდა ჯარიმას და საერთოდ მსაჯმა მეორე ტაიმში ტულუზას ისეთი რაღაცეები გაუკეთა, რომ ჩვენი ნაკრები მეგონა თამაშობდა. ყველაფერზე აჯარიმებდა ტულუზას. მწვრთნელებს ტვინში სისხლი ჩაექცათ და თამაშის მერე განხილვაზე ყველამ აღიარა რომ მაგრად აურია მეორე ტაიმში მსაჯმაო.
მოკლედ ძალიან კარგად ითამაშა და ხო რაც მთავარია შერკინებშიც ხოშიანად იდგა ტულუზა ჯაბას გამოსვლის მერე.
აბა წინსვლა და წარმატებები ჯაბას! შრომას ვიცი არ დააკლებს.