ხიდი წარსულსა და მომავალს შორის
ხვალიდან "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიის ქსელში გაყიდვაში გამოვა სარაგბო თემატიკაზე შექმნილი წიგნი "ხიდი წარსულსა და მომავალს შორის". მასში ქრონოლოგიურადაა მოთხრობილი ახალ ზელანდიაში 2011 წელს გამართულ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობის, ჩვენი მორაგბეების ყოველდღიური ცხოვრების, მასპინძლებთან ურთიერთობის, იქ ჩატარებული უამრავი ღონისძიებებისა და უცხოური პრესის გამოხმაურების შესახებ.
წიგნში უხვადაა ფოტო მასალა, რომელიც სრულად ასახავს ზემოთ მოყვანილ თემატიკას.
ეპიგრაფი წიგნის უკანა ყდიდან.
"მორაგბეები ვაჟკაცური, პატიოსანი ხალხია, ერთმანეთის გატანა იციან. თუ რამე პრობლემა წამოიჭრება, ყველაფერი შიგნით წყდება, სააშკარაოზე არაფერი გამოაქვთ. ცხადია, არც მათი სამყაროა იდეალური, მაგრამ კაცურად ჭრიან ყველა საკითხს.
მოიგებს თუ წააგებს, ჩვენი მორაგბეთა ნაკრები იმ საქართველოს გვიჩვენებს, რომელიც ყველა ჩვენგანს მოსწონს. ამიტომაც ვარ ამ ხალხთან ერთად და დღემდე ვწერ მათზე"
ბესიკ ჯანგავაძე
2011 წელი, 27 სექტემბერი, ჟურნალი "რეიტინგი"
"საქართველოს ნაკრების მორაგბეებს არასდროს სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია. ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩემთვის დიდი პატივია მათ გვერდში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრება გავიარე, ამაზე კარგი ცხოვრებაში არაფერი დამმართნია".
გიორგი ნიჟარაძე
2011 წელი, 28 სექტემბერი, პალმერსტონი, ახალი ზელანდია
ფასი 8 ლარი
პრეზენტაცია 21 მაისს, ორშაბათს, 12 საათზე. "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიაში. ვაჟა-ფშაველას #47
მიმაგრებული სურათი