პლეი ოფისთვის ოთხი იბრძვის
ბესიკ ჯანგავაძე
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ დივიზიონში გასულ უქმეებზე შესვენება იყო. სამაგიეროდ, საკმაოდ სერიოზული სარაგბო ბატალიები გაიმართა მეორე დივიზიონში. რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დივიზიონს დატოვებს ლაშა მალაღურაძის �ბეზიე�. ლანგედოკელები 27 ქულით ბოლოსწინა ადგილზე არიან და ერთი საფეხურით წინ მყოფ ავთანდილ კოპალიანის �კოლომიეს� 15 ქულით ჩამორჩებიან. პლეი ოფში მოხვედრის შანსი კი, ოთხ �ქართულ� გუნდს აქვს.
�ბეზიემ� 24-ე ტურში გასვლითი შეხვედრა გამართა ანტონ ფეიქრიშვილისა და ირაკლი მაჩხანელის �აჟენთან� და 16:51 დამარცხდა. ქართველ მორაგბეებს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, რადგან საქართველოს ნაკრების რიგებში თამაშობდნენ რუსეთის წინააღმდეგ. რაც შეეხება �აჟენს�, ჩვენებურთა ეს კლუბი პირველ დივიზიონში გადასვლისათვის იბრძვის და ამჟამად 72 ქულით მესამე ადგილზეა.
კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს და 14-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს უახლოეს მდევარ �ალბისთან� გიორგი ჩხაიძის �მეტრო რასინგი�. პარიზელებმა ამჯერად შინ დაამარცხეს დავით აშვეთიას �ტარბი�-25:16. აშვეთია თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო. ჩხაიძემ კი, ლომიოს წილი დაიდო რუსების ძლევაში.
პლეი ოფში მოხვედრისათვის იბრძვის მამუკა მაგრაქველიძის �ოიონაქსი�, რომელიც სტუმრად დამარცხდა �ოშთან�-12:15. მაგრაქველიძე განაცხადში არ იყო. ასევე სტუმრად დამარცხდა �ლა როშელთან� გიორგი ჟღენტის, ლევან დათუნაშვილისა და მალხაზ ურჯუკაშვილის �ორიაკი�-19:33. ჟღენტმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. ურჯუკაშვილი და დათუნაშვილი კი, საქართველოს ნაკრებში ასპარეზობდნენ.
შინ წააგო �ალბისთან� ავთანდილ კოპალიანის �კოლომიემ� - 31:37. კოპალიანი განაცხადში არ იყო. დამარცხდა გიორგი კუთარაშვილის �ნარბონიც�, რომელმაც სტუმრად წააგო �ბურგ ან ბრესთან� - 16:4. კუთარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.
საფრანგეთი. II დივიზიონი. XXIV ტური. ოში-ოიონაქსი 15:12, აჟენი-ბეზიე 51:16, პო-ბორდო 22:27, ლა როშელი-ორიაკი 33:19, მეტრო რასინგი-ტარბი 25:16, კოლომიე-ალბი 31:37, ბურგ ან ბრესი-ნარბონი 24:16, ლიონი-გრენობლი 45:6.
სატურნირო მდგომარეობა: 1. მეტრო რასინგი - 88 ქულა, 2. ალბი - 74, 3. აჟენი - 72, 4. ლა როშელი - 67, 5. ოიონაქსი - 65, 6. პო - 65, 7. ლიონი - 62, 8. ტარბი - 56, 9. ბორდო - 54, 10. ორიაკი - 52, 11. გრენობლი - 51, 12. ოში -50, 13. ნარბონი - 44, 14. კოლომიე - 42, 15. ბეზიე - 27. 16. ბურგ ან ბრესი - 26.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/069/069-12.htm