"ლელო "
# 92 (12 771)
ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2009 წელი
დავით ზირაქაშვილმა ვარჯიში დაიწყო
ბესიკ ჯანგავაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული �კლერმონის� შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი მომავალ უქმეებზე, ადვილი შესაძლებელია კვლავ გამოჩნდეს თავისი კლუბის შემადგენლობაში. �ზირაქა�, ერთა თასის წლევანდელი გათამაშების პირველ შეხვედრაში, შვიდ თებერვალს, სტუმრად გერმანიის ნაკრებთან მძიმედ დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობდა.
ამჯერად შეიძლება ითქვას, რომ ის სრულად გამოჯანმრთელებულია და სავარაუდოდ შაბათს, სტუმრად საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერ �პერპინიანთან� დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/092/092-21.htm * * *
http://www.opentext.org.ge/09/lelo/092/092-20.htm"ლელო "
# 92 (12 771)
ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2009 წელი
ექსი, მასი და პერიგო პლეი ოფში
ბესიკ ჯანგავაძე
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში დასრულდა მეორე ჯგუფური ეტაპის გათამაშება. ელიტურ მეორე დივიზიონში გადასასვლელად ბრძოლას ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი აგრძელებს.
ამათგან პირდაპირ მეოთხედფინალში B ჯგუფის გამარჯვებული ილია ზედგინიძის �ექსი� ითამაშებს. �პერიგო� და �მასი� კი, რომლებმაც თავიანთ ჯგუფებში მეორე ადგილი დაიკავეს, მეოთხედფინალის შესარჩევ ტურნირში იასპარეზებენ.
?ამწუხაროდ, ფედერალ 1-ის დატოვება მოუწევს ალექსანდრე მარგველაშვილის, ზურაბ მჭედლიშვილისა და გიორგი ნემსაძის �დომონს�.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, B ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო ილია ზედგინიძის �ექსმა�. ჩვენებურის ამ გუნდმა მეოთხედფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. თუმცა ამას ექსელებისთვის ხელი არ შეუშლია ბოლო, მეექვსე ტურშიც გამარჯვება ეზეიმა სტუმრად ნიკოლოზ მაღალდაძისა და შოთა მელიქიძის �კაორთან� - 25:10. ეს უკანასკნელი ჯგუფში ხუთი ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.
მაღალდაძეს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ზედგინიძე თამაშში 24-ე წუთიდან ჩაერთო. მელიქიძე კი, მოედანზე 56-ე წუთიდან გამოჩნდა.
�ექსი� პირდაპირ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ის �პერიგოსა� და �დიჟონს� შორის გამარჯვებულს დაელოდება.
თავის მხრივ თედო ზიბზიბაძის, ირაკლი ნინიძისა და იგორ ბარბაქაძის �პერიგომ� E ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. პერიგოელებმა იმავე �დიჟონის� მსგავსად 16 ქულა დააგროვეს და მეტოქეს მხოლოდ თამაშებში დაგროვებული ქულების უარესი მაჩვენებლის გამო ჩამორჩნენ.
ბოლო ტურში �პერიგომ� შინ გამართა შეხვედრა �ლანჟონისთან� და 30:3 დაამარცხა. ზიბზიბაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა. ნინიძე 41-ე წუთზე შეცვალეს. ბარბაქაძე განაცხადში არ იყო.
მეორე ადგილი დაიკავა F ჯგუფში მერაბ კვირიკაშვილის, დავით დადუნაშვილის, შალვა სუთიაშვილისა და რეზო გიგაურის �მასიმ�. ბოლო ტურში პარიზელებმა სტუმრად წააგეს �ლანამეზანთან� - 6:13 და ჯგუფში პირველობა დაუთმეს. კვირიკაშვილმა შეხვედრაში ერთი საჯარიმოს გატანა მოახერხა და 71-ე წუთზე შეცვალეს. ძირითად შემადგენლობაში იყო დადუნაშვილიც, რომელმაც მოედანი 53-ე წუთიდან დატოვა. სუთიაშვილი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო. გიგაური ტრავმირებულია.
ახლა �მასი� მეოთხედფინალში გასასვლელ შესრჩევ შეხვედრაში A ჯგუფში მეორე ადგლზე გასულ �ბობინის� დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, მასელების მეტოქე მეოთხედფინალში ამავე ჯგუფის გამარჯვებული �შალონი� იქნება.
F ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა ირაკლი აბუსერიძის �ორლეანმა�, რომელიც ბოლო ტურში სტუმრად დამარცხდა აუტსაიდერ �ობენასთან� - 18:36. აბუსერიძე თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო.
მეოთხედფინალის შესარჩევი შეხვედრები 3 მაისს გაიმართება.