http://www.opentext.org.ge/09/lelo/104/104-24.htmირაკლი ნატრიაშვილიც საფრანგეთში გადაბარგდება
ბესიკ ჯანგავაძე
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. სატრანსფერო სეზონი კი, პირიქით, ხურდება. მომავალი ჩემპიონატის დაწყების წინ რამდენიმე ქართველმა მორაგბემ შესაძლოა კლუბი გამოიცვალოს.
ასე, მაგალითად, ელიტარულ პირველ დივიზიონში მოასპარეზე ?მონტობანთან? ხელშეკრულება გააფორმა შერკინების პირველხაზელმა ბექა შეყლაშვილმა, რომელიც თბილისის ?ხულიგანას? აღზრდილია და მიმდინარე სეზონში ?მონტობანის? სათადარიგო გუნდში თამაშობდა. აქვე ასპარეზობდა კიდევ ერთი პირველხაზელი გიორგი მჭედლიშვილი, რომელმაც გუნდი უკვე დატოვა და ახალი კლუბის ძიებაშია.
სარაგბო გაზეთ ?მიდი ოლიმპიკის? ვებ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეორე დივიზიონში მოასპარეზე ?აჟენს? დატოვებს საქართველოს ნაკრების გარემარბი ირაკლი მაჩხანელი. რომელ გუნდში გააგრძელებს ირაკლი კარიერას ამაზე არაფერია თქმული. სავარაუდოდ, ის შესაძლოა თავის ყოფილ გუნდს ?მონ დე მარსანს? დაუბრუნდეს, რომელშიც შარშანდელ სეზონში ასპარეზობდა.
გამორიცხული არაა რუმინეთის ?ფარული? დატოვოს საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭმა ირაკლი ნატრიაშვილმა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა მისი აგენტი მოლაპარაკებას ფედერალ 1 დივიზიონში მოაპარეზე ?ნიცთან? აწარმოებს.
© გაზეთი "ლელო"
-----------------------------
http://www.opentext.org.ge/09/lelo/104/104-23.htmვილკინსონთან ერთად თამაში დიდი პატივია
ბესიკ ჯანგავაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი, საფრანგეთის ელიტარულ პირველ დივიზიონში მოასპარეზე ?ტულონში? წლევანდელი სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა. ამის მიუხადავად, ?დუდუმ? გუნდის ძირითად შემადგენლობაში მალევე დაიკავა ადგილი და დღემდე ტულონელთა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. საკლუბო კარიერის პერიპეტიებზე და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ მას საფრანგეთში დავუკავშირდით.
- ?ტულონი? თავისი შემადგენლობით საკმაოდ ძლიერი გუნდია- გვიამბობს დავით ქუბრიაშვილი-უბრალოდ კარგად შეთამაშებისთვის და სათანადო შედეგის საჩვენებლად მეტი დროა საჭირო. გუნდი ძირითადად ლეგიონერებთ არის დაკომპლექტებული. ფრანგი მორაგბე სულ ოთხია. ?ონკურენცია, ცხადია, დიდია, თუმცა, ვფიქრობ, ამას წარმატებით ვართმევ თავს და რეგულარულად ვთამაშობ.
- საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა. ?ტულონი? 42 ქულით ბოლოდან მეოთხე, მე-11 ადგილზეა. დივიზიონის დატოვების საფრთხე აღარ გემუქრებათ?
- საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. გადაწყვეტილი არაფერია. ერთადერთი ვიზეც შეიძლება ითქვას, რომ პირველი დივიზიონიდან გავარდნილია, ეს ?მონ დე მარსანია?. მეორე კანდიდატ ?დაქსს? გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ აქვს. ამ უქმეებზე სწორედ დაქსელებთან გვიწევს თამაში გასვლით მატჩში. თუ გავიმარჯვეთ დივიზიონში ადგილს შევინარჩუნებთ. თუ არა, ბოლო ტურში მოგვიწევს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ?მონპელიესთან?, რომელიც ამ დროისთვის უკვე უმოტივაციოა.
- თქვენ და კიდევ ერთი ტულონელი ქართველი გია ლაბაძე ?დაქსის? წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებთ?
- მე ალბათ ძირითადში ვიქნები. გია განაცხადში არის, მაგრამ ზუსტად არ ვიცი ძირითადში იქნება თუ სათადარიგოთა შორის. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ?დაქსთან? ვინც უნდა ითამაშოს, გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. სხვა გზა არ არსებობს. აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
- გუნდს მომავალი სეზონისთვის ახალი მწვრთნელი, ინგლისური ?სეილ შარქსის? ყოფილი თავკაცი ფილიპ სენ-ანდრე მოამზადებს. ახალი მწვრთნელის მოსვლით თქვენს საკლუბო კარიერაში ხომ არაა მოსალოდნელი რაიმე უარესობისკენ შეიცვალოს?
- არა, არაფერი შეიცვლება. ჩემი აგენტი უკვე ესაუბრა მას და ჩემთან სენ-ანდრეს პრეტენზია არ აქვს. ამასთან, გუნდში რჩება მწვრთნელად ?ტულონის? ამჟამინდელი თავკაცი ტანა უმაგაც. ის მოთამაშე მწვრთნელი იქნება. უმაგამ კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები და იმედი მაქვს საჭიროების შემთხვევაში ჩემ ინტერესებს დაიცავს.
- გავრცელებული ინფორმაციით გამორიცხული არაა თქვენი თანაგუნდელი გახდეს, თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი მორაგბე ინგლისელი ჯონი ვილკინსონი.
- ვილკინსონი მართლაც ერთ-ერთი უძლიერესი მორაგბეა. ცხადია, ჩემთვის დიდი პატივი იქნება მის გვერდით თამაში. თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
- ივნისში საქართველოს ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩერჩილის თასის გათამაშებაში იასპარეზებს. გუნდის რამდენიმე წამყვანი მორაგბე ამ ტურნირზე გამგზავრებას ვერ ახერხებს გუნდთან ერთად. თქვენც მათ შორის ხომ არ ხართ?
- სამწუხაროდ, ასეა. ამერიკაში საქართველოს ნაკრებს ვერ დავეხმარები. სეზონი 23 მაისს გვიმთავრდება. მერე კი, მომდევნო ჩემპიონატისთვის მზადებას 26 ივნისიდან ვიწყებთ. დასასვენებლად მხოლოდ ერთი თვე გვაქვს. ?მდენად, ფიზიკურად ვერ ვახერხებ ნაკრების შემადგენლობაში ამერიკაში გავემგზავრო. დასვენება აუცილებლად მჭირდება.
© გაზეთი "ლელო"
----------------------------------------
კარგია რუმინეთიდან თუ წამოვა ნატრიაშვილი მითუმეტეს იმ ამბების მერე, მაგრამ ფედერალ1-ში რა უნდა
ქუბრიაშვილის ინტერვიუმ დამაფიქრა, ემანდ შოტლანდიის შეცდომა არ გავიმეოროთ ისევ

არადა ჩემი აზრით კანადასან თამაში ერთათასის თამაშებზე მეტად მნიშვნელოვანია...
This post has been edited by QOMAGI on 6 May 2009, 12:30