"ლელო "
# 112 (12 791)
პარასკევი, 15 მაისი, 2009 წელი
გიორგი ჩხაიძე მონპელიეში გადაბარგდა
ბესიკ ჯანგავაძე
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და პარიზული �მეტრო რასინგის� მესამეხაზელმა გიორგი ჩხაიძემ, ელიტური პირველი დივიზიონის კლუბ �მონპელიესთან� გააფორმა ორწლიანი ხელშეკრულება.
ჩხაიძემ წლევანდელი სეზონი მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბში გაატარა. პარიზელებმა პირველ დივიზიონში თამაშის უფლება რეგულარული გათამაშების დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე მოიპოვეს, რაშიც �ბინგოს� წვლილი დიდია. მიუხედავად ამისა, �მეტრო რასინგის� სახელგანთქმული მწვრთნელი პიერ ბერბიზიე ჩვენებურს მაინც შეელია.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად �მონპელიეში� საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გორგოძე ასპარეზობს, რომელმაც გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გააგრძელა. �მონპელიეში� მათ გარდა კიდევ სამ ქართველ მორაგბეს უთამაშია, ესენი არიან: მამუკა მაგრაქველიძე, სოსო ნიკოლაენკო და დავით ქუბრიაშვილი.
სამწუხაროდ, მონპელიელი ქართველები - გორგოძე და ჩხაიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ივნისში გასამართავ ჩერჩილის თასის გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან პირველი დივიზიონის კლუბები წლეულს ახალი სეზონისთვის მზადებას უჩვეულოდ ადრე იწყებენ და მორაგბეებს სეზონებს შორის დასასვენებლად ფაქტობრივად დრო არ რჩებათ.
გორგოძე ისევ მონპელიეში დარჩა
This post has been edited by keen on 16 May 2009, 12:27