#44768885 · 2 Jun 2015, 13:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (GiorgiG83 @ 2 Jun 2015, 12:39 ) | მოყვარულები არ ვიცი, მაგრამ ვეტერანები გააქტიურდნენ დევებს, ლოკომოტივი და ლელო (მისიონერები) შეუერთდნენ |
სინამდვილეში სამოყვარულო რაგბი ისეთივე მნიშვნელოვანია ქვეყნის სარაგბო კულტურის ასაწევად, როგორც სხვა ბევრი ელემენტი
აქ ხდება სწორედაც ე.წ ფოლკ-რაგბის, სარაგბო ფოლკ-კულტურის ჩამოყალიბება, საგულშემატკივრო კლუბების შექმნა და ბევრი ბევრი სხვა რამ
ამგვარ წრეებში ხდება ხშირად პატარების და ამ სპორტის სახეობის პირველი შეხება, აქ ყალიბდება მასიური "კულტურა"
სპორტი სოციალური კულტურაა და თუ ხალხში არ დაითესა და გამრავლდა ეს კულტურა, მაშინ ვერანაირი განვითარების სტრატეგია ვერ გაწევს სამუშაოს მარტო
რაგბი ძალიან კოლორიტული სპორტია და მართლა ძალიან ეგრება ჩვენ ბუნებას და რაც მეტი მოყვარული ითამაშებს ამ თამაშს მით მეტი ადამიანი იქნება ჩართული მასში და საქმეც სხვაგვარად წავა
--------------------
Rugby is a good occasion for keeping 30 bullies far from the centre of the city - Oscar Wilde :D
Rugby football is a game for gentlemen of all classes, but for no bad sportsman of any class - Walter Carey
|