მე თუ მკითხავთ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველო რომელ ჯგუფში მოხვდება ამ მსოფლიო თასზე.
სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, როგორი სუსტი ჯგუფიც არ უნდა შეგვხვდეს (არადა ესეთი არცერთი არ არის) იმ რაგბით რასაც ჩვენი ბიჭები თამაშობენ წარმოუდგენელია ჯგუფიდან გასვლა.
ამიტომ რაც უფრო ძლიერი იქნება ჯგუფი მით უკეთესი.
ჯერ ერთი ნაკრები უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენს რაც უდავოდ გამოადგებათ მომდევნო 4 წლის განმავლობაში და მეორე ძლიერ მეტოქეებთან უფრო კარგად გამოჩნდება ჩვენი ნაკრების სუსტი მხარეები რომელთა გამოსწორებაზეც უნდა ვიმუშაოთ მომავალში, თუ გვინდა რომ ნამდვილ სარაგბო ქვეყანად ვიქცეთ და ირლანდიასთან გმირული თამაში 2007 წლის შემოდგომაზე გამონაკლისად კი არა წესად ვაქციოთ.
ამას სხვანაირად პროგრესი ქვია.
ჩვენი მიზანი დღეს რუსეთის ჯობნა კი არ უნდა იყოს (ეს უბრალოდ სირთულეა რომელიც უნდა დაძლიო თუ გინდა მიზანს მიაღწიო) არამედ ისეთი ნაკრებების დამარცხება როგორებიცაა ტონგა, სამოა, ფიჯი, იტალია, ა.შ.შ. იაპონია და კანადა.
თუ ესე ვიაზროვნეთ სულ რომ შუაზე გაიხენ რუსები თავისი გაზისსუნიანი ფულით ვერასდროს ვერ მოგვიგებენ.
ხოლო თუ ვიტყვით რომ რუსეთს ვამარცხებთ, მსოფლიო თასზე გავდივართ და ეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის მაქსიმუმია მაშინ არ გავა 5-6 წელი და რუმინეთის ამბავი დაგვემართება.
ერთ ადგილზე დგომა თანამედროვე რაგბში შეუძლებელია.
ან პროგრესირებ ან იძირები.
ჩვენი პროგრესი კი დიდათ არ შეინიშნება თუნდაც 2007 წელთან შედარებით.
ეს ეხება ისე როგორც რაგბის პოპულარობას და სიყვარულს ქვეყანაში ისე ნაკრების თამაშის ხარისხსაც.
ხოლო მსოფლიო თასზე ზედიზედ სამჯერ გასვლა ჩვენი მორაგბეების პირადი გმირობის და თავგანწირვის დამსახურება უფროა ვიდრე ქართული რაგბის ეტაპობრივი პროგრესისა.
რატომღაც მეჩვენება რომ ძალიან მძიმედ მივიწევთ წინ