"ლელო "
# 26 (13 014)
3 თებერვალი, ოთხშაბათი, 2010 წელი
ფრანგებს შაბალი დააკლდათ
ექვსი ერის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებს ტრავმის გამო ექსტრავაგანტური სებასტიან შაბალი ვერ დაეხმარება.
საფრანგეთის ნაკრები ექვსი ერის პირველ შეხვედრას ედინბურგში, ?მერიფილდზე? შოტლანდიის ნაკრებთან გამართავს. შაბალთან ერთად ფრანგთა ლაზარეთში შერკინების პირველხაზელი რომენ მიო-შლუსკიც (ტულუზი) აღმოჩნდა.
შაბალმა ტრავმა 27 იანვარს ?მეტრო რასინგის? მიერ დავით ზირაქაშვილის ?კლერმონის? ძლევისას მიიღო და ნაკრებთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე ყოფნისას ერთხელაც არ უვარჯიშია.
პ.ს ასე რომ შაბალი სასტავში არ ჩასვათ....