ჰმმმ...ე.ი. არ შემიძლია, არ დავწერო

1) მახოს სიბერეს რაც შეეხება, მართალია ის მახო ვეღარაა, რაც ადრე იყო და ასაკიც მოემატა, მაგრამ მის სიბერეზე საუბარი და ჩამოწერა, მართლაც რომ სასაცილოა. თუნდაც გოშასა და მახოს შორის ასაკობრივი სხვაობა სულ რაღაც 3 წელია

და თქვენს ლოგიკას თუ მივყვები, გოშაც ბერდება.
2) რატომ იძახებენ ნაკრებში. ალბათ ყველა კრიტერიუმი ერთიანად შეაფასა მწვრთნელმა და დაასკვნა, რომ მაგ პოზიციაზე უკეთესი კანდიდატურა არ ყავს, თან არ დაგავიწყდეთ უნივერსალია და საჭიროების შემთხვევაში, თამაშის განმავლობაში მისი როტაციაა შესაძლებელი
3) გოშა...ჩემის აზრით, როცა ნაკრებში უთამაშია, საკმაოდ კარგად წარმოუჩენია თავი და მის(და არამარტო მის) გამოძახების მიზეზს (თავის დროზე) ვერ ვხვდები და სულ მაგას გავიძახი, რომ რატომ არ ცდის სხვა, მათ შორის, ახალგაზრდა, პერსპექტიულ მორაგბეებს... თუმცა, შეიძლება იმის დაშვებაც, რომ თიმს, როგორც მწვრთნელს, სხვა ჩვენთვის უხილავი მიზეზები აქვს. მართალია, ლეინი ძალიანაც არ მომწონს, მაგრამ ეჭვი მაქვს, აქ მპოსტავებზე მეტი კი იცის
4) როგორც მახოზე ლაპარაკობთ, რომ დაკარგა ის წარსული დიდებაო, ისევე შეიძლება ითქვას გოშაზე... წარსული წარმატებებით საუბარი, რომ ყველაზე მაგარია(შეიძლება მართლა არის), ცოტა არ იყოს და არასერიოზულად მეჩვენება. თუმცა იმის ფონზე, რომ აღნიშნავთ, ფანები ვართო - რა თქმა უნდა, არაა საკვირველი. სამწუხაროდ, ბოლო წლებია, რეალურად არ მისცემია შანსი თავის გამოჩენის და სანამ საქმეში არ ვნახავ თითოეულს, გერმანია არააო და ძლიერ მოწინააღმდეგესთან, ახლა ამ მომენტში, ისე ვერავის კანდიდატურას დავუშვებ შესაძლებლად უპირობოდ ნაკრებში

გოშას კი წარმატებები მინდა ვუსურვო. თუ მართლაც საუკეთესო ფორმაშია, თავის გზას არ დაკარგავს არ ის და არც სხვა რომელიმე, ჩემის აზრით
პ.ს. უჰ რამდენი მიწერია...
Rugby12ისე ეს ჩემი სქესის გასარკვევი თემა არაა, მაგრამ ვისთვის გოგო და ვისთვის დეიდა
This post has been edited by keen on 4 Mar 2010, 13:23