http://www.opentext.org.ge/09/lelo/038/038-19.htmთამაშის გაშლა უნდა ვისწავლოთ
ბესიკ ჯანგავაძე
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების საშინაო მატჩში პორტუგალიის ნაკრებთან მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 20:20. შედეგი მოულოდნელი და, რაც მთავარია, აბსოლუტურად მიუღებელია, როგორც რაგბის ქომაგებისთვის, ისე სპეციალისტებისთვისაც. განვლილი შეხვედრის ანალიზი საქართველოს ჩემპიონის, თბილისის �ლოკომოტივის� მთავარ მწვრთნელ თემურ ბენდიაშვილს ვთხოვეთ, რომელსაც მონოლოგის ფორმით შემოგთავაზებთ.
თემურ ბენდიაშვილი, �ლოკომოტივის� მწვრთნელი:
�პორტუგალიასთან ფრედ ნათამაშბი მატჩის შემდეგ განგაშს ნუ ავტეხთ. საგანგაშო არაფერია. საჭიროა მომხდარის სწორი ანალიზი და დაშვებული შეცდომების დანახვა - გამოსწორება.
პირველი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო ჩვენი მოთამაშეების ასაკია. ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით 2011 წლის მსოფლიოს ჩემპინატისთვის. მაშინ გაუგებარია შერკინებაში რატომ თამაშობს ხუთი ისეთი მორაგბე, რომელთა ასაკი 31 წელსაა გადაცილებული. ასეთები არიან გია ლაბაძე, აქვსენტი გიორგაძე, კახაბერ უჩავა, ილია ზედგინიძე, გოდერძი შველიძე. ეს ჩემთვის გამოცანად რჩება.
ტიმ ლეინი სამხრეთ ნახევარსფეროდანაა. ავსტრალია, ზელანდია და სამხრეთ აფრიკა მსოფლიოში წამყვანი სარაგბო ქვეყნებია. ამათ ჰყავთ ლიდერი საკლუბო გუნდები, რომლებიც თავიანთი სათამაშო მანერით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მაგალითად: ზელანდიური �კრუსეიდერსი�, აფრიკული �ბლუ ბულზი� და ავსტრალიური �ვორათაზი�. როგორც ჩანს, ჩვენი ნაკრების მწვრთნელს ამოსავალ წერტილად ზელანდიური �კრუსეიდერსის� სათამაშო მანერა აქვს აღებული და ასე უნდა, რომ ვითამაშოთ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ცუდია. კარგია, მაგრამ ასეთ სტილში თამაში ძალიან დიდ ოსტატობას მოითხოვს.
ვფიქრობ, რომ ჩვენი სტილისთვის, ხასიათისთვის უფრო უკეთესი ავსტრალიური �ვორათაზის� და ზოგადად ავსტრალიური მანერა უფრო მისაღებია. ტიმ ლეინს ასე არ მაიჩნია? მაშინ საინტერესოა ტვირთავს თუ არა მორაგბეებს ისეთი ვარჯიშებით, რაც მათ დაოსტატებას შეუწყობს ხელს.
მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენ მორაგბეებს ბურთი ერთხელაც არ დაუბრუნებიათ უკან, სიღრმიდან რომ შეეტიათ. პატარ-პატარა რაკებს თამაშობდნენ და არც ერთხელ ბურთი მორკინლებთან არ მიდიოდა. პირდაპირ ათ ნომერზე გაჰქონდათ.
თუ ნაკრებში �ხანდაზმული� მორაგბეებს ეძახი, მაშინ სათამაშო ტაქტიკაც პრაგმატულად უნდა აირჩიო, ისეთი რაც გამარჯვებას მოგიტანს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მომზადებასაც. ?აგალითად, მამუკა გორგოძე სულ ცდილობს, რომ თვითონ გაგლიჯოს მოწინააღმდეგის დაცვა. ხელის დარტყმით სურს მეტოქის მოცილება. კონტაქტის შემდეგ არ წვებოდა, თამაში რაკში არ გადაჰქონდა, თვითონ ცდილობდა წინ სვლას. ეს კი, შეტევას აფერხებდა.
ძალიან სუსტად ითამაშეს 9 და 10-მა ნომრებმა. ირაკლი აბუსერიძისთვის (#9) თავის კარიერაში ეს ყველაზე ცუდი თამაში იყო. პირველი ლელო, რომ გაგვიტანეს ლაშა მალაღურაძეს (#10) მოწინააღმდეგის ათი ნომერი გრძელ ფრთაზე გაექცა. ასე არ შეიძლება. ის რატომღაც არასწორი კუთხით მიდის მეტოქეზე.
მეორე ლელოც ვაჩუქეთ. აბუსერიძე სანამ ბურთს მიიღებდა მაყურებლები უკვე უძახდნენ -�არა, არ ქნაო�. იმიტომ, რომ რისი გაკეთებაც უნდოდა, ადვილად იკითხებოდა. მოწინააღმდეგემაც წაიკითხა და გადაცემა ჩაჭრა კიდეც.
მერე, ფიზიკურ მომზადებაში გამძლეობასთან და აჩქარებასთან ერთად, ძალზე მნიშვნელოვანია პლასტიკა და მოქნილობა. თამაშში გამოჩნდა, რომ პორტუგალიელები ამ კომპონენტში ჩვენზე ბევრად წინ არიან. მატჩამდე მოთელვაზე, მათ ისეთი ვარჯიშები შეასრულეს, ჩვენებს საერთოდ რომ არ აქვთ. ეს პლასტიკის დასახვეწი ვარჯიშები იყო.
პორტუგალიელები საკუთარ დერეფანს ძნელად იგებდნენ. ჩვენები კი თავისუფლად. შერკინებაში ოთხჯერ ავყარეთ და იმათი ბურთები წამოვიღეთ. ასეთი უპირატესობა რომ გაქვს გუნდთან, აუცილებლად დიდი ანგარიშით უნდა მოუგო.
რომ ამბობს, საჯარომოებს კარში არ დავარტყამთო, ამაში რა ლოგიკაა? ყველა საჯარიმო, რაც დასარტყმელია უნდა კარში დაარტყა. პირველი ტაიმის დასაწყისში გვქონდა რამდენიმე ასეთი საჯარიმო. რომ დაგვერტყა და გაგვეტანა, მოწინააღმდეგე ტაქტიკას შეცვლიდა, უფრო გაიხსნებოდა. შენც, ანგარიშში წინ რომ ხარ, უფრო დამშვიდებული, ლაღად თამაშობ. ზედმეტად აღარ ნერვიულობ.
ძალიან ცუდი ტექნიკური მაჩვენებლები გვაქვს. არაფერს ვაკეთებთ, რაიმე მახვილგონივრულს, მოწინააღმდეგის დასაბნევად. არადა, ამ ტექნიკური არსენალით რაც ჩვენს გუნდს აქვს, ლეინის მიერ არჩეული ტაქტიკის განხორციელება ძალიან ძნელია. არადა, პორტუგალიელები სწორედ ამ კომპონენტში არიან ჩვენზე ძლიერები. ასევე ესპანელებიც. ისინი ჯანით ჩამოგვრჩებიან, თორემ ტექნიკურად იტალიელებზე და რუმინელებზე ნაკლები არ არიან.
ყოველივე ამის მიუხედავად მაინც მინდა ტიმ ლეინი გავამართლო. იმ ტაქტიკით თუ სათამაშო მანერით, რაც აქამდე გვქონდა შეიძლება პორტუგალია და ესპანეთი დაამარცხო. მაგრამ, თუ მსოფლიოს თასზე თამაში და იქ ვინმე სერიოზული გუნდის დამარცხება გვინდა, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ თამაშის გაშლა. მარტო ჯანით, შენსავით ღონიერ გუნდებთან ფონს ვერ გახვალ. ამ სტილის დანერგვას ჩვენი ავსტრალიელი მწვრთნელი ცდილობს კიდეც.
ძალიან ცუდია პორტუგალიასთან ქულა რომ დავკარგეთ, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე საგანგაშო არაფერია. ახლა ტიმ ლეინს გვერდში დგომა, მხარდაჭერა სჭირდება. მიმაჩნია, რომ ის სწორ გზაზე დგას.