"ბორჯღალოსნებმა" დაკარგული დაიბრუნეს
3/2/2009 17:22:31
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში, საქართველოს ნაკრებმა ორიოდე კვირის წინ, პორტუგალიასთან ფრედ (20:20) დასრულებული შეხვედრის შედეგად დაკარგული მე-14 პოზიცია დაიბრუნა. "ბორჯღალოსნებს" ესპანელთა დიდი სხვაობით ძლევის შედეგად (55:11), 0,75 სარეიტინგო ქულა დაემატათ, ჯამში 69,23 ქულა მოუგროვდათ და კანადა კვლავ მე-15 ადგილამდე დააქვეითეს.
საერთო ჯამში, რეიტინგის 20 მოწინავე გუნდებს შორის რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, რაც ძირითადად ევროპის "ერთა თასისა" და "ექვსი ერის" შეხვედრებით არის განპირობებული. “ექვს ერზე” საფრანგეთთან მარცხი (16:21) ძვირი დაუჯდა უელსის ნაკრებს, რომელმაც სარეიტინგო ქულები დაკარგა და მე-4 ადგილი კვლავ არგენტინას დაუთმო. სამაგიეროდ, ერთი საფეხურით აღზევდა თავად საფრანგეთი, რომელმაც ინგლისის ირლანდიასთან მარცხით (13:14) იხეირა და მას ადგილი გაუცვალა. ერთი პოზიციით უკან დაიხია იტალიის ნაკრებმა, რომელმაც შოტლანდიასთან 6:26 წააგო.
ბუქარესტში რუსეთის ნაკრებთან 19:28 მარცხისათვის, ორი ადგილით გაიუარესა მდგომარეობა რუმინეთის ნაკრებმა, რომელსაც რუსებმა და იაპონელებმა გადაასწრეს. სავარაუდოდ, რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება 14 მარტს, რადგან ამ დღეს "ექვსი ერის" შეხვედრები იმართება,
საქართველოს ნაკრებმა კი, რუმინეთს უნდა უმასპინძლოს. თუ "ბორჯღალოსნებმა" ვლახების დამარცხება მოახერხეს, მაშინ ისინი რეიტინგში მორიგ ნახტომს გააკეთებენ და აქამდე სარეკორდო - მე-13 პოზიციაზე აღზევდებიან.IRB-ს რეიტინგი 2 მარტისათვის
1 (1). ახალი ზელანდია - 92,68
2 (2). სამხრეთ აფრიკა - 89,45
3 (3). ავსტრალია - 85,86
4 (5). არგენტინა - 81,56
5 (4). უელსი - 81,47
6 (6). ირლანდია - 81,18
7 (8). საფრანგეთი - 80,14
8 (7). ინგლისი - 79,68
9 (9). შოტლანდია - 76,19
10 (10). ფიჯი - 75,24
11 (12). სამოა - 72,57
12 (11). იტალია - 72,56
13 (13). ტონგა - 70,05
14 (15). საქართველო - 69,23
15 (14). კანადა - 69,12
16 (17). იაპონია - 68,05
17 (18). რუსეთი - 66,91
18 (16). რუმინეთი - 66,58
19 (19). აშშ - 63,55
20 (20). ურუგვაი - 62,78
21 (21). ესპანეთი - 59,73
22 (22). პორტუგალია - 59,56
23 (23). კორეა - 59,02
24 (24). ჩილე - 56,84
25 (25). ნამიბია - 56,82
26 (26). გერმანია - 55,74
ზურა ქსოვრელი
ბადრი კეთილაძის ფოტო
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=18731პ.ს. გამუქებული ნაწილი სტატიის ავტორის შეცდომაა,თუ ტბილიში სტეჟარი დავამარცხეთ -15 ქულით მოგვემატება 0.435 და გახდება 69.67
თუ დავამარცხებთ +15 ქულით გვემატება 0.652 და ახალი რეიტინგი გვექნება 69.88,ე.ი.ტონგას ვერანაირად ვერ ვასწრებთ
მაგრამ თუ აქ რუმინეთთან წავაგებთ -15 ქულით გაგვისწრებენ რუმინეთი,იაპონია და კანადა
თუ წავაგებთ +15 ქულით გაგვისწრებს რუსეთიც