გაუმარჯოს ჯიგრებო
იქნება ეს თემა 1 დღით აცოცხლოთ და მერე რაც გინდათ ის უქენით
კაროჩე ეხლა მოგახსენებთ სიტუაციას

ამჟამად ვიმყოფები ინგლისში და ვსწავლობ ადგილობრივ კოლეჯში.
რაგბს ძალიან იშვიათად ვთამაშობ ხოლმე, მარტო გუნდის ვარჯიშებზე ჩავდივარ ხოლმე და ჩემსას მაგრად ვისწორებ მარა თამაშებზე არასოდეს არ გამჩენია სურვილი წაყოლილიყავი გუნდს, არადა ტრენერი მეხვეწებოდა ბევრჯერ...
ხოდა ორშაბათს აღმოჩნდა ისე რო გუნდის 9 იგროკი არის დამტვრეული

ხოდა დღეს მოვიდა ტრენერი და მთხოვა რო ითამაშეო და მე არ გავუტეხე და მეთქი ვითამაშებ ხუთშაბათსქო, ხოდა მითხრა 8ნომერზე გათამაშებო და ეგრევე წავიდა...საქმე იმაშია რო იმ ტრენერს ხუთშაბათამდე ვერ ვნახავ და ამასობაში აზრზე არ ვარ 8 ნომერი რა პონტია
და იქნება ამიხსნათ დაახლოებით რა ევალება 8 ნომერს და იქნებ რაიმე რჩევებიც მომცეთ

რავი 95 კილო ვარ და 187 სმ სიმაღლეში 18 წლის

და რავი იქნებ დამეხმაროთ რა კაცურად