
ერთად ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება
20 მარტი, რაგბი
ტრაბზონი, თურქეთი
ერთა თასი / მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩი
საქართველო - რუსეთი
Info-Tbilisi Travel გთავაზობთ 2 დღიან მოგზაურობას ქალაქ ტრაბზონში, საქართველო - რუსეთის მატჩზე.
გასვლა: 19 მარტი, თბილისი / რესპუბლიკის მოედანი / 23:00 საათი
საფასურში შედის
- მატჩზე დასასწრები ბილეთი
- აქსესუარები გულშემატკივრებისათვის (ქუდი და ყელსახვევი)
- ტრანსპორტირება კომფორტაბელური ავტობუსებით
- სასტუმრო ქ. ტრაბზონში

გავდივართ 19 მარტს, 23:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან. ავტობუსი თურქეთში ჩავა 20 მარტს თურქეთის დროით დაახლოებით დილის 10 საათზე და დავბინავდებით სასტუმროში, სადაც შესაძლებელი იქნება დასვენება მატჩის დაწყებამდე. 15:00 საათზე დავესწრებით რაგბის მატჩს. რის შემდეგაც ღამეს გავათენებთ სასტუმროში. უკან გამოვემგზავრებით 21 მარტს, დილის 9 საათზე.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფთან ერთად თურქეთში იმგზავრებს მხატვარი ზაალ სულაკაური, რომელიც მსურველებს მოხატავს თამაშზე დასასწრებად. მომსახურება შედის ტურის საფასურში.
პაკეტის ფასი: $ 90
წამოსვლის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 11:00-18:30 საათამდე
ტელეფონზე: 98 72 54; საკონტაქტო პირი - ქეთი ცაბოშვილი
მობილური: 898 29 48 83
მისამართი: თბილისი, ნ. ნიკოლაძის ქ. N6


დაინტერესების შემთხვევაში დამატებით გთავაზობთ სუმელას უნიკალური სამონასტრო კომპლექსის დათვალიერებას, რომელიც ქალაქ ტრაბზონიდან 40 წუთის სავალზე მდებარეობს. ტურის საფასური $ 5



წყარო:
http://www.info-tbilisi.com/rugby/ This post has been edited by NVIDIA (CEO) LA on 13 Feb 2010, 15:24